ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მესხეთის ქუჩის მონაკვეთისთვის, ნავთლუღის დასახლების VIII ქუჩის მონაკვეთისთვის, ოთხი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის არქიტექტორის სვიმონ კლდიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 01.10.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №296
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016577
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/10/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, სულიკო თორთლაძის ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის თაბორის მთის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი ჩიხისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი ბერიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №581 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩის გაგრძელების, მასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ოთხი შესახვევისთვის მაგნოლიის და აკაციის სახელების მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №580 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, ნიკო ჭავჭავაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის დიმიტრი ჩრდილელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მოლითის ქუჩის მონაკვეთისთვის, მოლითის I ჩიხისთვის, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთისთვის და შესახვევისთვის ახალდაბის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მესხეთის ქუჩის მონაკვეთისთვის, ნავთლუღის დასახლების VIII ქუჩის მონაკვეთისთვის, ოთხი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის არქიტექტორის სვიმონ კლდიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №296
2020 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მესხეთის ქუჩის მონაკვეთისთვის, ნავთლუღის დასახლების VIII ქუჩის მონაკვეთისთვის, ოთხი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის არქიტექტორის სვიმონ კლდიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ისნის რაიონში, მესხეთის ქუჩის მონაკვეთს, ნავთლუღის დასახლების VIII ქუჩის მონაკვეთს (მესხეთის ქუჩის მონაკვეთი, ნავთლუღის დასახლების VIII ქუჩის მონაკვეთი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად), ოთხ შესახვევს და ერთ ჩიხს მიენიჭოს არქიტექტორის სვიმონ კლდიაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე