ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ციხისძირის I შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის როსტომ ქობელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 01.10.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №300
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016581
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/10/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, წყაროს ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის წყაროს I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის სოფიო ყულოშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, აბაის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ელგუჯა რუხაიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის, მასთან არსებული I ჩიხის და I შესახვევის სახელდების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მალხაზ ჯღარკავას ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის მალხაზ ჯღარკავას I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ციხისძირის I შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის როსტომ ქობელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება
№300
2020 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ციხისძირის I შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის როსტომ ქობელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ისნის რაიონში, ციხისძირის I შესახვევს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის როსტომ ქობელაშვილის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე