ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თამაზ ძიძიგურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ენათმეცნიერის, აკადემიკოს ალექსანდრე ღლონტის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №302
1 ოქტომბერი 2020 წელი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თამაზ ძიძიგურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ენათმეცნიერის, აკადემიკოს ალექსანდრე ღლონტის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. საბურთალოს რაიონში, თამაზ ძიძიგურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ჩიხს მიენიჭოს ენათმეცნიერის, აკადემიკოს ალექსანდრე ღლონტის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე