ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ბეთანიაში, თამარ მეფის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეფე გიორგი III-ის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება N303
2020 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
1. ვაკის რაიონში, ბეთანიაში, თამარ მეფის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მეფე გიორგი III-ის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, № 64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე