ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში, მე-3 კვარტალში არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების გიორგი გოგალაძის, დავით გრიგოლიას და გოჩა პატარიძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 01.10.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №305
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016586
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/10/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის II შესახვევისთვის და შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბაკურ ბექაურის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №580 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, ნიკო ჭავჭავაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის დიმიტრი ჩრდილელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას III შესახვევისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და სამი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ომარ ფურცელაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №598 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთისთვის, იოანე ზოსიმეს ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იოანე ზოსიმეს სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მამუკა ბუცხრიკიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში, მე-3 კვარტალში არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების გიორგი გოგალაძის, დავით გრიგოლიას და გოჩა პატარიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №305
1 ოქტომბერი 2020 წელი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში, მე-3 კვარტალში არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების გიორგი გოგალაძის, დავით გრიგოლიას და გოჩა პატარიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ისნის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში, მე-3 კვარტალში არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების გიორგი გოგალაძის, დავით გრიგოლიას და გოჩა პატარიძის სახელები, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე