„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის № 2-94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
- საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ 22.02.2018
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-915 |
|
2020 წლის 13 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016478) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
„ა) საჯარო განხილვის ჩატარების დრო, ადგილი და წესი ან/და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესახებ ინფორმაცია;“;
„ე) საჯარო განხილვაზე დასწრების/საჯარო განხილვაში მონაწილეობის და მასზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე;“.
„4. გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, როცა საჯარო განხილვა ტარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.“;
5. სგშ-ის ანგარიშისა და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა ტარდება დამგეგმავი ორგანოს მიერ რეკომენდაციების გაცემის თაობაზე განცხადებით დადგენილ ადგილას, გარდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, როცა საჯარო განხილვა ტარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.“.
„4. სამინისტროს წარმომადგენელი გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შესახებ ინფორმაციას.
5. საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს:
ა) დაგეგმილი საქმიანობის მოკლე აღწერას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლის, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილისა და ფიზიკური მახასიათებლების შესახებ;
ბ) სკოპინგის ანგარიშის განხილვის შემთხვევაში ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედებისა და მისი სახეების შესახებ, რომელიც შესწავლილი უნდა იყოს გზშ-ის პროცესში, ინფორმაციას ჩასატარებელი საბაზისო/საძიებო კვლევების შესახებ, ასევე ზოგად ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის, შემცირებისათვის ან/და შერბილებისათვის;
გ) დაგეგმილი საქმიანობის ტექნიკურ პარამეტრებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედების სახეებსა და მასშტაბებს, დაგეგმილი საქმიანობის ადგილისა და ტექნოლოგიების ალტერნატივებს, ზემოქმედების შერბილების, შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს.“;
„8. საჯარო განხილვაზე მონაწილე პირთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები), გარდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
„11. საჯარო განხილვის დროს წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები). იგი უფლებამოსილია, გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან ან სხდომიდან, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შემთხვევაში.
12. საჯარო განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან ან სხდომიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე.
13. საჯარო განხილვა ჩატარებულად ჩაითვლება იმის მიუხედავად, დაესწრება/მონაწილეობას მიიღებს თუ არა საზოგადოების წარმომადგენელი.“.
„ბ) განხილვის დრო და ადგილი ან/და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესახებ ინფორმაცია;“.
|