საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 300290000.16.009.016403
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2020
matsne.gov.ge 694 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
საჯარო ინფორმაცია
კომისიაში არსებული ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ კომისიაში დაცული, აგრეთვე კომისიის, კომისიის წევრის ან კომისიის აპარატის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე კომისიის მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია, გარდა საიდუმლო  ინფორმაციისა
მუხლი 2
საიდუმლო ინფორმაცია
კომისიაში დაცული, აგრეთვე კომისიის, კომისიის წევრის ან კომისიის აპარატის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას
მუხლი 2
კომერციული საიდუმლოება
ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას
მუხლი 2
კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა
კომისიის მიერ დამტკიცებული იმ ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც პირის მიერ კომისიაში წარდგენისას ავტომატურად მიიჩნევა კომერციულ საიდუმლოებად  და არ საჭიროებს კომისიის მიერ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით კომერციულ საიდუმლოდ მიჩნევას. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ,“ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებში.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 27.03.2017 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 87% 28.12.2020 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 13.04.2018 სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონი 85% 19.02.2015 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 17.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება  №52 2020 წლის 15 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 23-ე მუხლისა და 151-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: 1. დამტკიცდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესი“. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანიაკომისიის წევრიგოჩა შონიაკომისიის წევრიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიგიორგი ფრუიძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი აწესრიგებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (შემდეგში – კომისია) არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევასა და გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევასა და გაცემასთან დაკავშირებულ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ამ წესით არ არის მოწესრიგებული, გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებები. 3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, დასაიდუმლოებასა და დაცვასთან დაკავშირებულ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც წესრიგდება „სახელწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ საკითხებზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კომისია - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ბ) საჯარო ინფორმაცია – კომისიაში არსებული ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ კომისიაში დაცული, აგრეთვე კომისიის, კომისიის წევრის ან კომისიის აპარატის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე კომისიის მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია, გარდა საიდუმლო  ინფორმაციისა; გ) საიდუმლო ინფორმაცია – კომისიაში დაცული, აგრეთვე კომისიის, კომისიის წევრის ან კომისიის აპარატის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას; დ) კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას; ე) კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა – კომისიის მიერ დამტკიცებული იმ ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც პირის მიერ კომისიაში წარდგენისას ავტომატურად მიიჩნევა კომერციულ საიდუმლოებად  და არ საჭიროებს კომისიის მიერ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით კომერციულ საიდუმლოდ მიჩნევას. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ,“ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებში. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის გაცნობა და გაცემა 1.  ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს კომისიაში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლი. 2. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობას ან დაინტერესებულ პირს წარუდგენს სათანადო წესით დამოწმებულ ასლს. 3. კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას. 4. კომისიის ელექტრონული რესურსების საშუალებით შესაძლებელია კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ელექტრონული ფორმით. 5. კომისიის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40-41​1 მუხლების დებულებები. მუხლი 4🔗. ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომისია ვალდებულია, არ გაასაჯაროოს საიდუმლო ინფორმაცია და უზრუნველყოს ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. მუხლი 5🔗. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა 1. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს წყვეტს კომისია, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 2. კომისიის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27​2 მუხლის დებულებები. 3. საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა ხდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება  ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ აქვს ის ღირებულება, რომლის გამოც იგი ასეთად იქნა მიჩნეული. 4. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი წესით  სასამართლოში გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ. მუხლი 6🔗. კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა 1. კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით. 2. კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას უვადოდ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.