„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №628 |
|
2020 წლის 15 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„4. კომერციული ბანკის მიერ ამ კომპონენტის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო, ამავე მუხლით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ კომპონენტის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში (ამასთან, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 60 (სამოცი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით), არაუმეტეს 4 %-ისა, შემდეგი წესით:
ა) მცურავ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხ(ებ)ის შემთხვევაში – სააგენტოს თანადაფინანსების წილი განისაზღვრება დარიცხულ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით, იმ დრომდე, სანამ დარიცხული რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5 %-ს;
ბ) ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხ(ებ)ის შემთხვევაში – სააგენტოს თანადაფინანსების წილი განისაზღვრება ფიქსირებულად, სესხის ხელშეკრულების გაფორმების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით;
გ) ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხის მცურავ საპროცენტო განაკვეთში გადაყვანის შემთხვევაში – სააგენტოს თანადაფინანსების წილი საპროცენტო განაკვეთის ცვლილების დღემდე განისაზღვრება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შემდეგ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) მცურავ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხის ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გადაყვანის შემთხვევაში – სააგენტოს თანადაფინანსების წილი საპროცენტო განაკვეთის ცვლილების დღემდე განისაზღვრება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შემდეგ ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, მცურავ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხის შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსების წილი განისაზღვრება შეცვლილი რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4%-ისა.
6. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება არ იწვევს სააგენტოს თანადაფინანსების წილის ცვლილებას ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გაცემულ სესხებზე.
7. რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირების შედეგად სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული სესხისთვის შეწყვეტილი თანადაფინანსება განახლდება რეფინანსირების განაკვეთის 5%-ზე მეტად გაზრდისთანავე, თანადაფინანსების დარჩენილი ვადით.“.
2. დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებით დამტკიცებული „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 26 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|