📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესის, ავტორიზაციის პროცედურების და ავტორიზაციის საფასურის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.10.2020
ძალის დაკარგვა 30.12.2021
გამომცემი ორგანო ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე
სარეგისტრაციო კოდი 010320000.59.071.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/10/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,299 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.10.2020 მიღება
30.12.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მეჟლუმიანი სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე
აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ინფორმაცია ელ.ფოსტა სახელი და გვარი
საკონტაქტო ინფორმაცია ელ.ფოსტა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესის, ავტორიზაციის პროცედურების და ავტორიზაციის საფასურის დამტკიცების შესახებ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №5 2020 წლის 16 ოქტომბერი ქ. თბილისი ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესის, ავტორიზაციის პროცედურების და ავტორიზაციის საფასურის დამტკიცების შესახებ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესი, ავტორიზაციის პროცედურები და ავტორიზაციის საფასური“მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესი, ავტორიზაციის პროცედურები და ავტორიზაციის საფასურის დამტკიცების შესახებ“ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 4 თებერვლის №6 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი მეჟლუმიანი ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესი, ავტორიზაციის პროცედურები და ავტორიზაციის საფასური მუხლი 1🔗. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის მიზანი, გავრცელების სფეროს აუდიტი 1. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის მიზანია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის (შემდგომ – ორგანიზაცია) ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების – ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ დადგენილ უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებთან თავსებადობის შეფასება, რის საფუძველზეც დგება დასკვნა, რომლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა. 2. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარება ხდება „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით და ფარგლებში, იმ ორგანიზაციებში, რომლებიც ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები. მუხლი 2🔗. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირები 1. ორგანიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად სათანადო ავტორიზაციას გაივლიან სააგენტოში (შემდგომ – ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაცია). 2. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესი განსაზღვრულია „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის შესახებ“ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 3🔗. ავტორიზაციის შინაარსი, მიზანი 1. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფებამოსილების მქონე პირთა ავტორიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების (წესების) დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. 2. სტანდარტი (წესები) არის სახელმწიფოს (სააგენტოს) მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი ორგანიზაცია იმისათვის, რომ ჩაატაროს ინფორმაციული უსაფრთოების აუდიტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ ბრძანების შესაბამისად.  3. ავტორიზაცია არის აპლიკანტი ორგანიზაციის დადგენილ წესებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომელსაც ახორციელებს სააგენტო. 4. აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციისას წარმოდგენილი აუდიტორები ავტორიზაციის გავლის შემდეგ ავტომატურად ითვლებიან ინფორმაციული აუდიტის ჩატარებაზე ავტორიზებულ პირებად. მუხლი 4🔗. ავტორიზაციის გავლის წესი ავტორიზაციის გავლის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც ფლობს კვალიფიციურ კადრს და სარგებლობს სანდოობის მაღალი ხარისხით და წარმატებული საქმიანი რეპუტაციით. მუხლი 5🔗. ავტორიზაციისათვის წარსადგენი დოკუმენტები 1. აპლიკანტი ორგანიზაცია მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით ავსებს თანდართულ განაცხადის ფორმას (დანართი №1). 2. განაცხადთან ერთად აპლიკანტი ორგანიზაცია სააგენტოში ასევე წარადგენს:  ა) აპლიკანტ ორგანიზაციაში დასაქმებული აუდიტორების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ჩაატარებენ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტს; ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორთა CV-ებს; გ) აპლიკანტ ორგანიზაციასთან დასაქმებულ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორთა კომპეტენციის დამადასტურებელ ცნობებს – მოქმედ სერტიფიკატებს/დიპლომებს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის მიმართულებით „ISMS Lead Audit Certificate“, რომელიც აღიარებულია The International Register of Certificated Auditors (IRCA)-ს მიერ ან Information Systems Audit and Control Association-ის მიერ გაცემული CISA Certificate; დ) აპლიკანტი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის განაცხადს/თანხმობას იმის თაობაზე, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარებისას მის მიერ დაცული იქნება დამოუკიდებლობის, კონფიდენციალურობის, ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპები. 3. აპლიკანტი ორგანიზაცია დოკუმენტაციას წერილობით აგზავნის სააგენტოში. მუხლი 6🔗. ავტორიზაციის პროცედურები 1. სააგენტო ამოწმებს შემოსული დოკუმენტაციის შესაბამისობასა და სისრულეს, ხოლო თუ აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ არ არის სრულად წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, საბუთების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს მას აღნიშნულის შესახებ წერილობით და აძლევს დამატებით ვადას ხარვეზის შესავსებად. 2. სააგენტო იტოვებს უფლებას, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტ ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და დაზუსტება. 3. აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ დადგენილ ვადაში დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო იტოვებს უფლებას, უარი უთხრას მას ავტორიზაციის გავლაზე. მუხლი 7🔗. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები 1. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.  2. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიური წესით, რისთვისაც სააგენტოს თავმჯდომარე ქმნის სამუშაო ჯგუფს 4 თანამშრომლის შემადგენლობით, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.  3. უსაფრთხოების შემოწმების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია კონსულტაციები გაიაროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან. 4. სამუშაო ჯგუფის წევრსა და აპლიკანტ ორგანიზაციას შორის ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის წევრი ვალდებულია განაცხადოს აღნიშნულის შესახებ, ხოლო თავმჯდომარე ვალდებულია დანიშნოს სამუშაო ჯგუფის ახალი წევრი.  5. სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრი ყოველი ახალი განაცხადის განხილვამდე ხელს აწერს ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ განცხადებას. 6. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. მუხლი 8🔗. ავტორიზაციის მოთხოვნები 1. აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი აუდიტორი/აუდიტორები ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტს უნდა ახორციელებდეს მხოლოდ ამ აპლიკანტი ორგანიზაციის სახელით. 2. აპლიკანტ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს სულ მცირე ერთი აუდიტორი, რომელიც რეგისტრაციის მომენტში სერტიფიცირებული იქნება British Standard Institute-ის, International Standard Organization-ის ან Information Systems Audit and Control Association-ის მიერ ინფორმაციულ უსაფრთხოებაში. 3. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაციების ავტორიზებულ აუდიტორებს აუდიტის პერიოდში მოქმედი სერტიფიკატებით. 4. აპლიკანტი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ჩაატაროს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორის უსაფრთხოების შემოწმება, თუ ამგვარი შემოწმება მოითხოვება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, ან თუ ამგვარი შემოწმება აუცილებელია აუდიტის ჩატარებისათვის. 5. ავტორიზაციისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებლობის, კონფიდენციალურობის, ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვა. მუხლი 9🔗. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 1. სააგენტო ამოწმებს აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და ავტორიზაციის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აპლიკანტი ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორის კომპეტენციის შეფასების საფუძველზე, რომელიც მოწმდება წარმოდგენილი სერტიფიკატებისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით. 2. სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს დოკუმენატაციის სრულად წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.  3. აპლიკანტ ორგანიზაციას პასუხი წერილობით ეცნობება.  4. დადებითი პასუხის შემთხვევაში აპლიკანტ ორგანიზაციას ეცნობება მის მიერ წარმოდგენილი აუდიტორებიდან რომელმა დააკმაყოფილა ავტორიზაციის მოთხოვნები.  5. დადებითი პასუხის შემთხვევაში აპლიკანტ ორგანიზაციაზე გაიცემა ავტორიზაციის შესაბამისი სერტიფიკატი უნიკალური ნომრით. აპლიკანტ ორგანიზაციას ავტორიზაცია ეძლევა 3 წლის ვადით (ავტორიზაციის პერიოდი).  6. ყოველწლიურად ავტორიზებულმა აუდიტორულმა ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს შუალედური თვითშეფასება ავტორიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით. 7. ავტორიზაცია ავტომატურად უქმდება, თუ:  ა) ავტორიზებული აუდიტორებიდან არცერთი აღარ მუშაობს მოცემულ ავტორიზებულ აუდიტორულ ორგანიზაციაში; ბ) გაცემული სერტიფიკატი არის ძალადაკარგული აუდიტორის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარებისას. 8. ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაცია, თუ მან დაკარგა ავტორიზაცია ზემოაღნიშნული საფუძვლით, ვალდებულია ხელახლა გაიაროს ავტორიზაციის პროცედურა, იმისათვის რომ მოიპოვოს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლება. 9. ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორის/აუდიტორთა სხვა დაწესებულებაში გადასვლა არ იწვევს ამ უკანასკნელის მიერ ავტორიზაციის ავტომატურად მოპოვებას. აღნიშნულმა დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაციის პროცედურა მოცემული წესების შესაბამისად, იმისათვის რომ მოიპოვოს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლება. მუხლი 10🔗. ავტორიზებულ აუდიტორულ ორგანიზაციაში ახალი აუდიტორის რეგისტრაცია 1. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას აიყვანოს ახალი აუდიტორი ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში, მას ევალება სააგენტოში წარმოადგინოს განაცხადი (დანართი №1) და ამ წესის მე-5 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.  2. აღნიშნულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 11🔗. ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაციების კატალოგი 1. სააგენტო საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის მის მიერ ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაციებისა და აუდიტორების კატალოგს. 2. ავტორიზირებული აუდიტორული ორგანიზაციები და აუდიტორები წინასწარ აძლევენ თანხმობას სააგენტოს მათ მიერ წარმოდგენილი მონაცემების კატალოგში განთავსებისა და ამგვარად, საჯაროდ ხელმისაწვდომობის შესახებ.  3. კატალოგში განთავსდება შემდეგი მონაცემები: ა) ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია; გ) ავტორიზებულ აუდიტორულ ორგანიზაციაში დასაქმებული ავტორიზებელი აუდიტორების სახელი და გვარი, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება. მუხლი 12🔗. ავტორიზაციის საფასური 1. ავტორიზაციისთვის დაწესებული საფასური (შემდგომ – საფასური) არის სააგენტოს მიერ ავტორიზაციისთვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი. 2. საფასურის გადახდა ხორციელდება აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ სააგენტოში განაცხადის შეტანისას.  3. სააგენტოს განაცხადთან და დოკუმენტებთან ერთად აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ წარედგინება გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, განაცხადი განუხილველად იქნება დატოვებული.  4. აპლიკანტი ორგანიზაციისთვის ავტორიზაციაზე უარის შემთხვევაში, ავტორიზაციის საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას. 5. ავტორიზაციის საფასური განისაზღვრება 500 ლარის ოდენობით. დანართი №1 განაცხადი ავტორიზაციის გავლის შესახებ შევსების თარიღი: აპლიკანტი ორგანიზაციის დასახელება აპლიკანტი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი აპლიკანტი ორგანიზაციის მისამართი აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ინფორმაცია ელ.ფოსტა სახელი და გვარი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი აუდიტორის სახელი, გვარი (თუ არარეზიდენტია, სრული სახელი და გვარი) პირადი ნომერი მოქალაქეობა ფაქტობრივი მისამართი საკონტაქტო ინფორმაცია ელ.ფოსტა საკონტაქტო ტელეფონის ნომერი აუდიტორი თანახმაა განთავსდეს კატალოგში მის შესახებ ინფორმაცია? თანხმობის შემთხვევაში შეავსეთ გვერდით გრაფა. ხელმოწერა აპლიკანტი ორგანიზაცია თანახმაა განთავსდეს კატალოგში მის შესახებ ინფორმაცია? თანხმობის შემთხვევაში შეავსეთ გვერდით გრაფები. ხელმოწერა     ბეჭედი უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა ..........................................                                                      ბეჭედი