„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№65-112
სარეგისტრაციო კოდი
300330000.35.101.016787
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №65-112

2020 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M​2 და M​3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 06/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016081) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის 181 მუხლს, მე-4 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„4 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების გაფორმებამდე, განსაზღვრავს სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ პირობებს, მათ შორის მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი თანხის (მძღოლის შრომის ანაზღაურება და საწვავის ხარჯი) ოდენობას და უნაზღაურებს ნებართვების მფლობელებს მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელ თანხას. ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ავტობუსებზე მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონული გადახდის საშუალებებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე