შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - რეზო ბერიძე N944)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

                                       საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

                                            საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 944

სპეციალისტი:     შპს „კონსალტინგ გრუპსი“   ს/კ 404483536 

დირექტორი:        ნინო არაბიძე

მისამართი:          ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23

ელ ფოსტა:           auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში:     GE44TB7747836020100004

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რის ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: რეზო ბერიძე, პირადი № 61006001899

მოვალე (მსესხებელი): 1. დალი ტარიელაძე  2. მაყვალა ბერიძე, პირადი № 1. 61006032562  2. 61006017864

იპოთეკის ხელშეკრულებები: 123123492749, თარიღი 25/09/2014 და 1231231629094 თარიღი 29/06/2017

ვალდებულების წარმოშობა: 2014 წლის 25 სექტემბრის № 0010.1883296.001 ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, 2. 2014 წლის 26 სექტემბრის №1883296-2695824 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. 3. 2014 წლის 07 ოქტომბრის №1883296-2707969 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება2017 წლის 29 ივნისს №0010.2549453.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. 6. 2017 წლის 30 ივნისის №2549453-9008822 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება

იპოთეკის რეკვიზიტები: ქალაქი ბათუმი, ქუჩა იოანე ლაზის, № 33, საკადასტრო კოდი: 05.36.26.192

აუქციონის ჩატარების დრო:  30/10/2020 წლის 12:00 საათი

აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის № 23

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 142 058 აშშ დოლარი

უძრავი ნივთის აღწერა:  სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 2527.00 კვ.მ ზედ არსებული შენობა-ნაგებობებით საერთო ფართით 145.89 კვ.მ მდებარე ქალაქი ბათუმი, ქუჩა იოანე ლაზის, № 33

გარდამავალი უფლებები:  არა

აუქციონის პირობები: 

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს:

ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა აუქციონატორთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული შპს „კონსალტინგ გრუპსის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვება ჩამორთმეული პირის შეთავაზებას;

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

კრედიტორს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში აუნაზღაურდება აუქციონის დასრულების დღის კურსით.

აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის საკომისიო შეადგენს აუქციონის საწყისის ფასის  0.59 პროცენტს.

სპეციალისტი:   შპს „კონსალტინგ გრუპსი“, ს/კ 404483536 

დირექტორი       ნინო არაბიძე