„ეროვნული ვალუტის 1,2,5,10,20,50, და 100 ლარის ღირებულების ახალი მოდიფიკაციის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
090.009.003.983
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 66(73), 13/12/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.009.003.983

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №28

1999 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

ეროვნული ვალუტის 1, 2, 5, 10, 20, 50, 100 ლარის ღირებულების ახალი მოდიფიკაციის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

      ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში გაუმჯობესებული ხარისხის ახალი მოდიფიკაციის 1, 2, 5, 10, 20, 50, 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები (თანახმად დანართისა).

2. 1995 წლის გამოშვების ბანკნოტები მიმოქცევაში იმოძრავებენ 2005 წლამდე 1999 წლის ბანკნოტების პარალელურად, თანაბარი დატვირთვით. ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს ორივე ნიმუშის 1, 2, 5, 10, 20, 50, 100 ლარის ღირ ებულ ების ბანკნოტები და აწარმოოს ანგარიშსწორება.

3. აღნიშნული დადგენილება, ახალი მოდიფიკაციის ლარის ნიმუშები, ინფორმაცია მათი აღწერილობისა და დამცავი მექნიზმის შესახებ გამოქვეყნდეს პრესაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის

საბჭოს თავმჯდომარე     ი. მანაგაძე