„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№643
სარეგისტრაციო კოდი
130000000.10.003.022363
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №643

2020 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 31/07/2015, 130000000.10.003.018771) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6​1. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო;

ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი.“.

3. მე-7 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე ან/და შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოწესრიგებამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) საქმიანობა რეგულირდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (დეპარტამენტი) საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

2. სასწავლო ცენტრსა და მის მოსამსახურეებზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები შეიძლება, გავრცელდეს სასწავლო ცენტრის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თავისებურებათა გათვალისწინებით.

3. სასწავლო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებამდე სასწავლო ცენტრის შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყოს იგი საჭირო, უწყვეტი და სხვა მომსახურებებით (მათ შორის, საწვავის მიწოდებით, კომუნალური მომსახურებით, დასუფთავების მომსახურებით, მოსამსახურეთა ჯანმრთელობის დაზღვევით და სხვა მომსახურებით), სამსახურის მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.10.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.10.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №643. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.10.003.022363.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №643, 22.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.022363 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5021989/