📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №643
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/10/2020
matsne.gov.ge 1,363 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 12.03.2020 №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 01.05.2020 №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 21.01.2026 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 31.12.2014 №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 21.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №643 2020 წლის 26 ოქტომბერი ქ. თბილისი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის თანდართული პროგრამა.  2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანება.  3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა ლორთქიფანიძე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამა მუხლი 1🔗. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის (შემდგომ – პროგრამის) მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი (შემდგომ – სამსახური) დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომ – დაწესებულება) სუიციდისკენ მიდრეკილ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენა, მათთვის ჰოლისტურ პრინციპებზე დაფუძნებული დახმარების მიწოდების ხელშეწყობა, სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება. მუხლი 2🔗. პროგრამის ამოცანები პროგრამის ამოცანებია: ა) სუიციდის პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, სამედიცინო პერსონალის, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისა და სამსახურის სხვა მოსამსახურეთა ცნობიერებისა და კომპეტენციის ამაღლება; ბ) სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იდენტიფიცირება; გ) სავარაუდო სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის მულტიდისციპლინური დახმარების საჭიროების განსაზღვრა; დ) მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომ – გუნდი) მიერ, პროგრამაში ჩართულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დაბალი, საშუალო ან მაღალი სუიციდის რისკის დონის განსაზღვრა; ე) სუიციდის საშუალო და მაღალი რისკის მქონე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის მულტიდისციპლინური დახმარების უზრუნველყოფა; ვ) პროგრამის განმახორციელებელ მოსამსახურეთა პროფესიული და პიროვნული სტრესის, ემოციური ზიანის, მეორადი ფსიქოლოგიური ტრავმატიზაციის პრევენცია და შემცირება. მუხლი 3🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეები არიან: ა) ცნობიერების და კომპეტენციის ამაღლების კომპონენტით – პენიტენციურ სისტემაში მყოფი პირები (ბრალდებულები/მსჯავრდებულები, სამედიცინო პერსონალი, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები და სამსახურის სხვა მოსამსახურეები); ბ) პროგრამაში ჩართვის და მულტიდისციპლინური დახმარების მიღების კომპონენტით – ბრალდებული/მსჯავრდებული; გ) პროფესიული და პიროვნული სტრესის, ემოციური ზიანის პრევენციის და შემცირების კომპონენტით – სამედიცინო პერსონალი, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები და სამსახურის სხვა მოსამსახურეები. მუხლი 4🔗. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მომსახურებას: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, სამედიცინო პერსონალის, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისა და სამსახურის სხვა მოსამსახურეების ინფორმირებას სუიციდის პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით; ბ) სამედიცინო პერსონალის, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლების გადამზადებას სუიციდის პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით; გ) ინფორმაციის შეგროვებას განსაკუთრებულ, სარისკო გარემოებათა და სარისკო ქცევის შესახებ, სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენას; დ) გუნდის მობილიზაციას, მათ მიერ სუიციდის რისკის შეფასებას №1 დანართის შესაბამისად, ინდივიდუალური დახმარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას №2 დანართის შესაბამისად; ე) პროგრამის განმახორციელებელ მოსამსახურეთა პროფესიული და პიროვნული სტრესის, ემოციური ზიანის, მეორადი ფსიქოლოგიური ტრავმატიზაციის პრევენციასა და შემცირებას. მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი პროგრამის განმახორციელებელია სამსახური. მუხლი 6🔗. პროგრამის დაფინანსება პროგრამის დაფინანსება ხორციელდება სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 7🔗. პროგრამის საბჭოს უფლება-მოვალეობები 1. პროგრამის ხელმძღვანელობას, პროგრამით გათვალისწინებული მიზნის და ამოცანების შესრულების ხელშეწყობას, მონიტორინგს და ადგილობრივი კოორდინატორების მუშაობის კოორდინაციას ახორციელებს პროგრამის საბჭო (შემდგომ – საბჭო), რომელიც განხორციელებული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს სამსახურის გენერალურ დირექტორს (შემდგომ – გენერალური დირექტორი). 2. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს გენერალური დირექტორი. 3. საბჭო შედგება სამი წევრისგან, რომელთაგან ერთი წევრის კანდიდატურას გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ერთი წევრის კანდიდატურას – სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო ერთი წევრის კანდიდატურას სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოდან – სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი. მუხლი 8🔗. ადგილობრივი კოორდინატორის უფლება-მოვალეობები 1. ადგილობრივი კოორდინატორი, რომელიც თითოეული დაწესებულების დირექტორთან და დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის მთავარ ექიმთან შეთანხმებით, საბჭოს მიერ დასანიშნად წარედგინება გენერალურ დირექტორს: ა) განსაზღვრავს გუნდის შემადგენლობას; ბ) მართავს და კოორდინაციას უწევს გუნდების მუშაობას; გ) ორგანიზებას უწევს გუნდების შეხვედრებს, საჭიროებისამებრ მონაწილეობას იღებს მათ მუშაობაში და ხელს უწყობს ინდივიდუალური დახმარების გეგმით დასახული მიზნების შესრულებას; დ) საჭიროებისამებრ იწვევს და ხელმძღვანელობს გუნდის შეხვედრებს; ე) ორგანიზებას უწევს პროგრამის მიმდინარეობას და მონაწილეობს მის განხორციელებაში; ვ) საბჭოს, ყოველთვიურად, აწვდის სათანადო ინფორმაციას პროგრამის მიმდინარეობის შესახებ და წარუდგენს სტატისტიკურ ანგარიშს (დანართი №5); ზ) იღებს ინფორმაციას სარისკო გარემოებათა და ქცევის შესახებ დაწესებულების ნებისმიერი თანამშრომელისგან ან ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან; თ) პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ვალდებულია როგორც დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით, მიმღები დაწესებულების ადგილობრივ კოორდინატორს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ; ი) მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, საბჭოს მეშვეობით უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართულობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის, თუ: ი.ა) დაწესებულებიდან გათავისუფლებული მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით ვალდებულია გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში; ი.ბ) მსჯავრდებული მთლიანად თავისუფლდება სასჯელის შემდგომი მოხდისგან; კ) ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გუნდის გადაწყვეტილებას, სათვალთვალო ფანჯრის მეშვეობით შემოწმების აუცილებლობის შესახებ, დაუყოვნებლივ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წერილობით აცნობებს შესაბამისი დაწესებულების დირექტორს/დირექტორის მოადგილეს. 2. პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მიმღები დაწესებულების ადგილობრივი კოორდინატორი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ორგანიზებას უწევს სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართულ პირთან ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის კონსულტაციას. საჭიროების შემთხვევაში, კოორდინატორი ორგანიზებას უწევს გუნდის რიგგარეშე შეკრებას, ხოლო გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სუიციდის რისკის დონის შესახებ და ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების თაობაზე რეკომენდაციას, დაუყოვნებლივ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წერილობით აცნობებს დაწესებულების დირექტორს/დირექტორის მოადგილეს. 3. კოორდინატორის არყოფნის პერიოდში, დაწესებულების დირექტორთან და საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის მთავარ ექიმთან შეთანხმებით, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კოორდინატორის მიერ უფლებამოსილი პირი, რის შესახებაც კოორდინატორი წერილობით აცნობებს საბჭოს. მუხლი 9🔗. გუნდის უფლება-მოვალეობები 1. გუნდის მომსახურება მოიცავს პროგრამაში ჩართული კონკრეტული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სუიციდის რისკის შეფასებას, ინდივიდუალური დახმარების გეგმის შემუშავებასა და აღნიშნული გეგმის განხორციელებას. 2. კონკრეტულ პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება შეიქმნას რამდენიმე გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან: ფსიქოლოგი, ექიმი-ფსიქიატრი, ექიმი, სოციალური მუშაკი, დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი/პირები (დირექტორის მოადგილე, სამართლებრივი რეჟიმის/უსაფრთხოების განყოფილების უფროსი), ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მოწვეული სპეციალისტი/პირი. 3. გუნდის თითოეული წევრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) მონაწილეობს სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იდენტიფიცირებაში; ბ) მონაწილეობს სუიციდის რისკის შეფასებაში, ინდივიდუალური დახმარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში; გ) აწარმოებს გუნდის საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციას; დ) ინფორმაციას აწვდის დაწესებულებაში სარისკო გარემოებათა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევის შესახებ ადგილობრივ კოორდინატორს. 4. სუიციდისგან დამცავი და სუიციდის რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, გუნდი გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სუიციდის დაბალი, საშუალო ან მაღალი რისკის დონის განსაზღვრის თაობაზე, რის შესახებაც დგება მულტიშეფასების ოქმი (დანართი №1). იმ შემთხვევაში, თუ გუნდის წევრებს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა სუიციდის რისკის დონის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შერჩეული იქნება ის დონე, რომელიც ყველაზე მაღალია დასახელებულ დონეებს შორის და გუნდის არანაკლებ 1/3 უჭერს მხარს. 5. გუნდის მიერ დადგენილი სუიციდის საშუალო ან მაღალი რისკის დონის შემთხვევაში, გუნდი შეიმუშავებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინდივიდუალური დახმარების გეგმას, რომლის თაობაზეც დგება ოქმი (დანართი №2). ოქმში აისახება: ა) რეკომენდაცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსებისა და მეთვალყურეობის შესახებ; ბ) გასატარებელი ღონისძიებები; გ) მომდევნო მულტიშეფასების დრო; დ) გუნდის წევრების გეგმური ვიზიტების განრიგი; ე) სხვა დამატებითი ინფორმაცია. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, გუნდი უფლებამოსილია განსაზღვროს პროგრამაში ჩართული იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სათვალთვალო ფანჯრის მეშვეობით შემოწმების აუცილებლობა, რომლის მიმართაც არ ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სათვალთვალო ფანჯრის მეშვეობით შემოწმებას უზრუნველყოფს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე/სექტორში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი. 7. რიგგარეშე მულტიშეფასება სავალდებულოა სუიციდის მცდელობის ან/და გუნდის ერთ-ერთი წევრის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლის შემდეგ დგება ოქმი (დანართი №3). მუხლი 10🔗. დაწესებულების დირექტორის მოვალეობები 1. პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, როგორც დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით, მიმღებ დაწესებულებას მიაწოდოს: ა) შესაბამისი ინფორმაცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართულობის შესახებ; ბ) გუნდის რეკომენდაცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსებისა და მეთვალყურეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის საექსპერტო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანისას/გადაყვანისას, დაწესებულების დირექტორი უზრუნველყოფს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოსათვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართულობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მუხლი 11🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პროგრამაში ჩართვა და მულტიდისციპლინური დახმარების შეჩერება/შეწყვეტა 1. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის მულტიდისციპლინური დახმარების საჭიროების განსაზღვრისა და მისი პროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულებაზე მიმაგრებული ფსიქოლოგი ან ექიმი-ფსიქიატრი. 2. ფსიქოლოგი, სრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მულტიდისციპლინური დახმარების საჭიროების განსაზღვრისა და მისი პროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ავსებს ამ წესის №4 დანართით გათვალისწინებულ ფორმას, რომელიც ფსიქოლოგისთვის წარმოადგენს დამხმარე ინსტრუმენტს. ფსიქიატრი მიღებულ გადაწყვეტილებას ასახავს ამბულატორიული/სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში. 3. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, ფსიქოლოგი მიღებულ გადაწყვეტილებას ასახავს „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესით“ გათვალისწინებული ფსიქოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის ფორმაში. ფსიქიატრი მიღებულ გადაწყვეტილებას ასახავს ამბულატორიული/სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათში. 4. პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ მულტიდისციპლინური დახმარების განხორციელება შეჩერდება გუნდის მიერ სუიციდის დაბალი რისკის დადგენის შემთხვევაში. 5. მულტიდისციპლინური დახმარების განხორციელება შეწყდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების შემთხვევაში. მუხლი 12🔗. დამატებითი პირობები 1. ადგილობრივი კოორდინატორი ყოველი თვის დასაწყისში, არაუგვიანეს 5 რიცხვისა, უზრუნველყოფს საბჭოსთვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ელექტრონული სახით (დანართი №5). 2. პროგრამის ფარგლებში წარმოებული დოკუმენტაცია ითვლება ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის ნაწილად, რომელიც დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს/სამედიცინო ნაწილს წარედგინება გუნდის წევრის მიერ. პროგრამაში ჩართული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათის გარეკანზე, პროგრამაში მისი ჩართვისთანავე, დაუყოვნებლივ თავსდება შესაბამისი მკვეთრი ფერის წებოვანი სანიშნე. აღნიშნული სანიშნე სამედიცინო ბარათს თან ერთვის პროგრამაში პირის ჩართულობის მთელი პერიოდის განმავლობაში.