„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№190/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016513
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №190/04

2020 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 05/04/2018; საიდენტიფიკაციო კოდი: 220090000.18.011.016293) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) მიმართოს ეროვნულ ბანკს მოუკითხავი თანხების ანგარიშის გახსნის მოთხოვნით;

დ) ეროვნულ ბანკს გადასცეს მოუკითხავი ფულადი სახსრები, რომელიც ჩაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

„10. ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში  კრედიტორის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ  კრედიტორი ვერ წარადგენს ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას და ის არ არის დაკავშირებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ ან/და ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებულ ქვეყნებთან, ასეთი ფულადი სახსრები ლიკვიდატორის მიერ გადაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში ან ეროვნული ბანკის სარეზერვო ვალუტებში.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოუკითხავი თანხების ანგარიშიდან ეროვნული ბანკის მიერ ფულადი სახსრების კლიენტისათვის გადარიცხვის ხარჯებს გაიღებს კლიენტი.“. 

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის მიმდინარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიკვიდაციის პროცესში ლიკვიდატორი ვალდებულია:

ა) ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს დამატებითი განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორების მიერ ლიკვიდატორისათვის თავიანთი მოთხოვნების ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მოუკითხავი ფულადი სახსრები გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ გამოაქვეყნოს განცხადება მოუკითხავი თანხების საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადაცემის თაობაზე.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე