შპს „ვენიპლასტის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/14696-20
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქმის №2/14696-20

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

 

  გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2020 წლის 23 ოქტომბერი 

  ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  თინათინ ეცადაშვილი

 

მოვალე    შპს „ვენიპლასტი“  (ს/კ 406144621) დირექტორი გრიგოლ ამბარიანი

წარმომადგენელი   ჯიმშერ ტყებუჩავა

მოთხოვნა  – გაკოტრების საქმის წარმოების  დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ვენიპლასტის" გაკოტრებულად გამოცხადების   საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2020 წლის 27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ვენიპლასტი ს“ წარმომადგენელმა ჯიმშერ ტყებუჩავამ და მოითხოვა  გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშულია, რომ შპს „ვენიპლასტი“ არის გადახდისუუნარო. მას არ გააჩნია ფინანსური სახსრები, რათა გაისტუმროს კრედიტორები, გარდა ამისა ის ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. კომპანიას უზრუნველყოფილი კრედიტორის სს „ფინკა ბანკი საქართველო ს“ მიმართ გააჩნია 26 196.09 აშშ დოლარი ოდენობის დავალიანება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ კი 11548.89 ლარის დავალიანება. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით და სახსრებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

განცხადების შეტანის დროისათვის საზოგადოებას არ გააჩნია ქონება.

საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობა: სს ,,თიბისი ბანკში“ შპს „ვენიპლასტს“  (ს/კ 406144621) გახსნილი აქვს ანგარიშები და 2020 წლის 15 ივლისის მდგომარეობით აღნიშნულ კომპანიის ანგარიშზე ნაშთი არ ფიქსირდება. სს „ფინკა ბანკი საქართველოში“ შპს „ვენიპლასტს“  (ს/კ 406144621) გახსნილი აქვს ანგარიშები და 2020 წლის 15 ივლისის მდგომარეობით აღნიშნულ კომპანიის ანგარიშზე ნაშთი არ ფიქსირდება.

შპს „ვენიპლასტი ს“ (ს/კ 406144621) უზრუნველყოფილი კრედიტორია სს „ფინკა ბანკი საქართველო“.

აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა მოითხოვა, შპს „ვენიპლასტი ს“ მიმართ გაკოტრების დაწყება. ამასთან, კომპანიის დირექტორი განცხადებაში მიუთითებს, რომ ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას.

2020 წლის 05 აგვისტოს განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2020 წლის 07 აგვისტოს. ამასთან, განჩინება გაგზავნილი იქნა განმცხადებლის მიერ მითითებულ შპს „ვენიპლასტი“-ს მისამართზე.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე შპს „ვენიპლასტი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ვენიპლასტი“ (ს/კ 406144621) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ვენიპლასტი ს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და ელექტრონულ სისტემაში.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                           თინათინ ეცადაშვილი