აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/461
2020 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (F-4) მშენებლობის პროექტს.
ზემოთაღნიშნული პროექტი ფინანასდება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2019 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის) ფარგლებში.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი მდებარეობს რთულ გეოლოგიურ და ტოპოგრაფიულ პირობებში. საპროექტო მონაკვეთი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 185 კმ-ზე და სრულდება იმავე საავტომობილო გზის 200 კმ-ზე, არგვეთაში. აღნიშნული მონაკვეთი პირდაპირ უერთდება არგვეთას კვანძს, რომელიც წარმოადგენს ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის გაგრძელებას და ნაწილობრივ გადაფარავს E-60 ავტომაგისტრალის კორიდორს. საავტომობილო გზა გადის არსებული საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, როგორც ღია გზის მონაკვეთზე ისე საავტომობილო გვირაბის ფარგლებში, გადის მდინარე ძირულას უღელტეხილს და რამდენჯერმე კვეთს მდინარე ძირულას და მდინარე ბორიმელას, უერთდება არსებულ გზას შორაპანში და მიჰყვება მას 4+300 კმ-დან 5+640 კმ-მდე.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის სიგრძეა: თბილისი-არგვეთა (მარჯვენა ზოლი) – 14.778 კმ და არგვეთა-თბილისი (მარცხენა ზოლი) – 14.726 კმ. აღნიშნულ მონაკვეთზე (F-4) გათვალისწინებულია 6 გვირაბის და 14 ხიდის მშენებლობა სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვის მიზნით.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტმა მოამზადა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპესაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ლია ბიბილაშვილის, იათამზე ბიბილაშვილის და ვიქტორ ბიბილაშვილის თანასაკუთრებაში არსებულ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა საქარაში მდებარე 804.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (/კ 32.03.43.385) და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა საქარაში მდებარე 2072.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №32.03.43.110).
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას (F-4) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი.
პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა საქარაში მდებარე 2072 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №32.03.43.110) და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა საქარაში მდებარე 804.00 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №32.03.43.385).
საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების (მდებარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა საქარა (ს/კ 32.03.43.110 და 32.03.43.385) მესაკუთრეები არიან ვიქტორ ბიბილაშვილი, იათამზე ბიბილაშვილი, ლია ბიბილაშვილი.
დადგენილია, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეებს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2020 წლის 02 ოქტომბრის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას (F-4) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შორაპანი-არგვეთას (F-4) მონაკვეთის მშენებლობის პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
1.1 თანამესაკუთრეები: ვიქტორ ბიბილაშვილი (პ/ნ 18001000518), იათამზე ბიბილაშვილი (პ/ნ 18001011828) და ლია ბიბილაშვილი (პ/ნ 18001004523), მდებარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა საქარა, საექსპროპრიაციო ფართი 2072 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად – ს/კ №32.03.43.110.
1.2. თანამესაკუთრეები: ვიქტორ ბიბილაშვილი (პ/ნ 18001000518), იათამზე ბიბილაშვილი (პ/ნ 18001011828) და ლია ბიბილაშვილი (პ/ნ 18001004523),მდებარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელ ქვედა საქარა, 804 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად ს/კ 32.03.43.385 (წინა საკადასტრო კოდი №32.03.08.762).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრი ნათელა თურნავა.