აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/458
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/458

2020 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვისექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა შპს ,,ენერგოტრანსის“ 2020 წლის 14 სექტემბერის №12845/12 და №12847/12 განცხადებები – სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მდებარე დიანა შეროზია-კვარაცხელიას საკუთრებაში  არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე (ს.კ 47.02.32.203) და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში  მდებარე ზაქრო იოსავას საკუთრებაში არსებულ (ს.კ N45.03.21.099) მიწის ნაკვეთის ნაწილზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების  შესახებ   და  

:

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დავალებით (დავალების ხელშეკრულება N60-7-115-089) შპს ,,ენერგოტრანსი“ ახორციელებს ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხდება ჯვარის ელექტროქვესადგურის (500/220კვ) და ხორგა-ჯვარის ელექტროქვესადგურების დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების (500 კვ და 220 კვ) მშენებლობა. აღნიშნული  წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტს და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გადამცემი ქსელის  განვითარების ათწლიანი გეგმის“  შემადგენელ ნაწილს. პროექტი ხორციელდება  ევროპის  რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD),  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და ევროსაბჭოს სამეზობლო საინვესტიციო ფონდის (NIF) დაფინანსებით.

პროექტი მოიცავს  დაახლოებით 2X8 კმ სიგრძის  500 კვ გადამცემი ხაზის მშენებლობას,  500 კვ ,,კავკასიონის“ ხაზის შეჭრით და დაახლოებით 60 კმ (220 კვ) ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ჯვარიდან ხორგაში, რაც გულისხმობს ახალი 220 კვ ორჯაჭვა  ეგხ-ს მიერთებას ხორგის 220 კვ და ჯვარის  500 კვ ქვესადგურთან.  პროექტით ასევე გათვალისწინებულია ახალი 500/200 კვ ქვესადგურის მშენებლობა ჯვარში – ქვესადგურის 500 კვ მხარის  მოწყობა ამომრთველის ერთნახევარი სქემით, ორი  დიაგონალით. 

პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელია მოქალაქე დიანა შეროზია-კვარაცხელიას (პ/ნ 51001000647) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ N47.02.32.203) ნაწილის და მოქალაქე ზაქრო იოსავას (პ/ნ 58001033513) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ N45.03.21.099) ნაწილის გამოსყიდვა.

მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტის ფარგლებში მოქცეული მათი საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპესაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.

ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია პროექტის განხორციელება, შპს ,,ენერგოტრანსმა“ წერილობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ექსპროპრიაციის პროცედურების დაწყებისა და   სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მოთხოვნით. 

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შპს ,,ენერგოტრანსისშუამდგომლობა და მითითებული პროექტის განხორციელების მიზნით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასმიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება  შემდეგ გარემოებათა გამო

დადგენილია, რომ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დავალებით შპს ,,ენერგოტრანსი“ ახორციელებს ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ჯვარის ელექტროქვესადგურის (500/220 კვ) და ხორგა-ჯვარის ელექტროქვესადგურის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი  ხაზების (500 კვ და 220 კვ) მშენებლობა.

განსახორციელებელი პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულია შემდეგი საექსპროპრიაციო უძრავი ქონება: 1. მდებარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლია - ს/კ N47.02.32.203 (პროექტისათვის საჭირო ფართი 324 კვ.მ). 2. მდებარე ხობის მუნიციპალიტეტი სოფელი ბია - ს/კ N 45.03.21.099 (პროექტისათვის საჭირო ფართი 166კვ.მ).

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ N47.02.32.203 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლია, 23064.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეა დიანა შეროზია-კვარაცხელია (პ/ნ 51001000647).

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ N45.03.21.099 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბია, 6073.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) მესაკუთრება ზაქრო იოსავა (პ/ნ 58001033513).

დადგენილია, რომ შპს ,,ენერგოტრანსმა“ მესაკუთრეებს შესთავაზა პროექტისათვის საჭირო  მიწის ნაკვეთის (ზაქრო იოსავას 166 კვ.მ და  დიანა შეროზია-კვარაცხელიას 324 კვ.მ) ნებაყოფლობით გამოსყიდვა,  რაზედაც მესაკუთრეებმა უარი განაცხადეს. 

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. 

ვინაიდან,  ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

ამდენად,  „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით  შექმნილი კომისიის  2020 წლის 02 ოქტომბრის  სხდომის ოქმის საფუძველზე,

:

1. ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება პროექტის  ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.2. მესაკუთრე დიანა შეროზია-კვარაცხელია (პ/ნ 51001000647), უძრავი ქონება მდებარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ლია, ს/კ N47.02.32.203 (წინა საკადასტრო კოდი 47.02.32.189) მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 23064.00 კვ.მ,  საექსპროპრიაციო ფართი 324 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (შპს ,,ენერგოტრანსის" განცხადებაზე წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად).

1.3. მესაკუთრე ზაქრო იოსავა (პ/ნ 58001033513), უძრავი ქონება მდებარე ხობის მუნიციპალიტეტი სოფელი ბია, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 6073.00 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი 166 კვ.მ მიწის ნაკვეთი (შპს ,,ენერგოტრანსის" განცხადებაზე წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად).

2.   ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ,  №6).

მინისტრი                                                            ნათელა თურნავა