„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №647 |
|
2020 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებები/ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ პროგრამულ უზრუნველყოფაში შეავსონ COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვის პროცესში მათი მოქმედების შესაბამისი ინფორმაცია.“.
2. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვისა და მართვის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით:
ა) სამინისტროს ბაზაზე ამოქმედდეს ცენტრალური ონლაინკლინიკა, რომელიც განახორციელებს ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობას, ასევე პროცესის მონიტორინგისა და მართვის ხარისხის კონტროლის განხორციელებას;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის მიზნით, ცენტრალური ონლაინკლინიკა სამუშაო პროცესში ადმინისტრაციული, სააღრიცხვო, ოპერაციული მხარდაჭერისა და მათი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შესაფერისი დავალებების შესასრულებლად, დაკომპლექტდეს ოჯახის ექიმებისგან, უმცროსი ექიმების/უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისა და სხვა პერსონალისაგან, შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფის შემდეგ;
გ) სადაზღვევო კომპანიებმა უზრუნველყონ კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული და საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისთვის COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვა, მეთვალყურეობა და სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმების/პედიატრების/შინაგანი მედიცინის სპეციალისტების მეშვეობით;
დ) სადაზღვევო კომპანიებმა მოახდინონ დაზღვეული პირების ინფორმირება COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საკონტაქტო ინფორმაციის თუ სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ;
ე) ამ პუნქტით განსაზღვრული სერვისის მიწოდება არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართა მხრიდან;
ვ) სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულებას, შესაძლებელია, დარეგულირდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.10.2020.
- როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.10.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №647. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.022367.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №647, 27.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022367 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5024883/