,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის N01-110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01–191
სარეგისტრაციო კოდი
150140000.22.030.016217
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-191

2020 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №01-110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“


1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2016 წლის 10 ივნისის  №01-110 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 150140000.22.030.016145) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით  დამტკიცებული დებულების: 
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის შესახებ ყოველდღიური საინფორმაციო მასალების მომზადება და ინფორმაციის გაშუქება (სამინისტროს საინფორმაციო არხებზე განთავსება/მედიაში გავრცელება);

ბ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების აქტივობების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება, სამინისტროს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში განთავსება/მედიაში გავრცელება;

გ) სამინისტროს ვებგვერდის ყოველდღიური მართვა/განვითარება;

დ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შინაარსობრივი/ტექნიკური/ვიზუალური უზრუნველყოფა და ორგანიზება, შესაბამისი დეპარტამენტების ჩართულობით;

ე) მედიისთვის საჭირო საინფორმაციო პროდუქტების მომზადება და მიწოდება, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ჩართულობით; 

ვ) მედიასთან სამინისტროს წარმომადგენელთა (მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები)  კომუნიკაციის დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) მედიის მხრიდან შემოსულ ოპერატიულ შეკითხვებზე პასუხების უზრუნველყოფა, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაციით;

თ) სამინისტროდან გასული საინფორმაციო მასალების, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საკითხებსა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციების ყოველდღიური მონიტორინგის უზრუნველყოფა;

ი) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების  საქმიანობის შესახებ მედიაში ინფორმაციის გავრცელება და განთავსება;

კ) საქართველოში მოქმედ ინგლისურენოვან გამოცემებში სამინისტროს საქმიანობს შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

ლ) სოციალური ქსელების (Facebook, Twitter) ყოველდღიური მართვა.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და  სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის (შემდგომში – გენერალური დირექტორი) წინაშე.“;

 

გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან და  გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ;“;

დ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და კურატორ მინისტრის მოადგილესთან და გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს მინისტრს;

ი) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და გენერალური დირექტორის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;’’;

 

ე) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და გენერალური დირექტორის ცალკეულ დავალებებს.“;

ვ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მინისტრის,  კურატორი მინისტრის მოადგილის, გენერალური დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;

დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, გენერალური დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;“;

 

ზ) მე-3 მუხლის მე- 6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, გენერალურ დირექტორთან შეთანხმებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.“.

 

2. ეს  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის N01-110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.10.2020.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის N01-110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’“?
„,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის N01-110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’“ მიღებულია 28.10.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01–191. სარეგისტრაციო კოდი — 150140000.22.030.016217.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის N01-110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის N01-110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის N01-110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’“, №01–191, 28.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 150140000.22.030.016217 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5025638/