„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” ოქმი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

საქართველო და ესპანეთის სამეფო (შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“),

გამოთქვამენ რა სურვილს, ცვლილებები და დამატებები შეიტანონ 2013 წლის 18 დეკემბერს ქ. მადრიდში ხელმოწერილ, „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში (შემდგომში წოდებული, როგორც „შეთანხმება“),

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

შეთანხმების მე-3 მუხლის (კომპეტენტური ორგანოები) პირველი პუნქტის „a” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს და ჩანაცვლდეს შემდეგნაირად:

„საქართველოსთვის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.“.

მუხლი 2

შეთანხმების მე-3 მუხლს დაემატოს ახალი, მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„4. მხარეებმა დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა შეატყობინონ ერთმანეთს თავიანთი კომპეტენტური ორგანოების ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ.“.

მუხლი 3

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

 

შესრულებულია ქ. მადრიდში, 2019 წლის 28 იანვარს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეების მიერ წინამდებარე ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, გამოიყენება ტექსტი ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს

სახელით

დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი

 

 

ესპანეთის სამეფოს

სახელით

ჯოზეფ ბორელ ფონტელესი

საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრი