აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/460
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/460

2020 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის 18 აგვისტოს №01/2892 განცხადება – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – დეპარტამენტი) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ობუჯიში მდებარე ნიაზი კაკაჩიას და ჟიულერი კაკაჩიას თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე,  აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის (კმ7-კმ14,20 მონაკვეთის) რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც ხორციელდება დეპარტამენტს და  შპს „ონიქს როუდის“ შორის 2019 წლის 26 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.  სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 7 კმ.-ს. საპროექტო მონაკვეთი გადის ვაკე და მცირებორცვიან ტერიტორიაზე. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ზედაპირული წყლების არინების საკითხები, მოეწყობა  წყლის ასაცილებელი სისტემა, ასევე აღდგება არსებული საავტომობილო გზის სამოსი, რომელიც  წარმოდგენილია ხრეშოვანი საფარით, 7 ადგილას მოეწყობა ავტობუსის გაჩერება.  ასევე, გათვალისწინებულია საგზაო მიერთების (24 ადგილი)  და ეზოში შესასვლელების (142 ერთეული) რეაბილიტაცია/ მოწყობა. 

პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტმა მოამზადა  მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპესაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ნიაზი კაკაჩიას  და ჟიულერი კაკაჩიას თანასაკუთრებაში არსებული, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯიში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების  მიწის ნაკვეთის ნაწილის (42 კვ.მ) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე ს/კ №47.07.38.076. 

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის (კმ7-კმ14.20) მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი. 

პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ობუჯიში მდებარე ნიაზი კაკაჩიას და ჟიულერი კაკაჩიას თანასაკუთრებაში არსებული 42 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – ს/კ №47.07.38.076.

საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების (მდებარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ობუჯი, 2683.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეა ნიაზი კაკაჩია (პ/ნ 51001016285) და  ჟიულერი კაკაჩია (პ/ნ 51001023953).

დადგენილია, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთის (პროექტისათვის საჭიროა 42 კვ.მ ფართი) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეებს შორის შეთანხმება  ვერ იქნა მიღწეული.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან,  დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ამდენად,  „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016  წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2020 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის (კმ7-კმ14.20) მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს  მიენიჭოს  ექსპროპრიაციის უფლება ჟიულერი კაკაჩიას (პ/ნ 51001023953) და ნიაზი კაკაჩიას (პ/ნ 51001016285) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ობუჯი (საერთო ფართი 2683.00 კვ.მ, კატეგორია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულება),  საექსპროპრიაციო ფართი 42.კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე ღობე.  

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ,  №6

 

მინისტრი                                                                                                          ნათელა თურნავა