სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო –
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
დირექტორის ბრძანება №02-1659/ო
2020 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილების (დანართი N1) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს შპს ,,კატასტროფის მედიცინის ცენტრი 001"-ზე (ს/კ 400290671 ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. N33) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია‘’.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,კატასტროფის მედიცინის ცენტრი 001"-ის დირექტორის ზ. წერეთელის განცხადებები: N88468
20.08.2020 წ. N90603, 27.08.2020 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი Nლ/ნ 1108-49, 01.10.2020წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი N6 05. 10. 2020წ.
დირექტორი ზაალ კაპანაძე