სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1819/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთაშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № 02-1819/ო

2020 წლის 26 ოქტომბერი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (V თავი, 22-ე მუხლი, მე-7 პუნქტი, „ბ“ ქვეპუნქტი) შესაბამისად, ვბრძანებ: 

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ „ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე“ (ფაქტობრივი მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი კოდა) გაცემული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია №002078, ბრძანება №02-282/ო, 04.05.2011 წ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

 საფუძველი: სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სალიცენზიო და სანებართვო პირობების დაცვის კონტროლის ჯგუფის უფროსის, ტ. კაშიას მოხსენებითი ბარათი №02-2755, 25.08.2020; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 24 ნოემბრის №36 დადგენილება – სსიპ „ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის“ ლიკვიდაციის შესახებ.

 

დირექტორი                                                                         ზაალ კაპანაძე.