სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის
ბრძანება № 02-1819/ო
2020 წლის 26 ოქტომბერი
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ „ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე“ (ფაქტობრივი მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი კოდა) გაცემული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია №002078, ბრძანება №02-282/ო, 04.05.2011 წ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სალიცენზიო და სანებართვო პირობების დაცვის კონტროლის ჯგუფის უფროსის, ტ. კაშიას მოხსენებითი ბარათი №02-2755, 25.08.2020; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 24 ნოემბრის №36 დადგენილება – სსიპ „ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის“ ლიკვიდაციის შესახებ.
დირექტორი ზაალ კაპანაძე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2020.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
- „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 26.10.2020. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №02-1819/ო.
- სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №02-1819/ო, 26.10.2020 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5026632/