სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1876/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №02-1876/ო

 2020 წლის 30 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6;  მუხლი 8; მუხლი10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და  სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის  N385 დადგენილების  (დანართი N1) შესაბამისად, :
1. გაიცეს   შპს ,,იემესი“-ზე   (ფაქტიური  მისამართი: ქ. მცხეთა, გოგებაშვილის   ქ. N2ბ)   ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია‘’.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  N64).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი:  შპს ,,იემესი“-ს დირექტორის  განცხადებები N94309   09. 09. 2020 წ;  და   N98759    23.09.2020 წ. 

ადგილზე  შემოწმების  აქტი  Nლ/ნ 1182-55   26.10.2020 წ.

ზეპირი მოსმენის ოქმი N7    29. 10. 2020 წ.

 

დირექტორი                                                ზაალ კაპანაძე