შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - რეზო ბერიძე N944)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 944
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს” ს/კ 404483536
დირექტორი: ნინო არაბიძე
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23
ელფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 306 2 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: რეზო ბერიძე , პირადი N: 61006001899
მოვალე (მსესხებელი): 1. დალი ტარიელაძე 2. მაყვალა ბერიძე, პირადი N: 1. 61006032562 2. 61006017864
იპოთეკის ხელშეკრულება: 123123492749, თარიღი: 25/09/2014
ვალდებულების წარმოშობა: 2014 წლის 25 სექტემბრის # 0010.1883296.001 ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, 2. 2014 წლის 26 სექტემბრის #1883296-2695824 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. 3. 2014 წლის 07 ოქტომბრის #1883296-2707969 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება2017 წლის 29 ივნისს N0010.2549453.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. 6. 2017 წლის 30 ივნისის N2549453-9008822 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება
იპოთეკის რეკვიზიტები: მისამართი: ქალაქი ბათუმი, ქუჩა იოანე ლაზის, N33, საკადასტრო კოდი: 05.36.26.192
კრედიტორმა იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმების საფძველზე, განცხადებით მოგვმართა ჩვენ და დაგვავალა, როგორც სპეციალისტს, აუქციონის უზრუნველყოფა და უძრავი ქონების რეალიზაცია.
კრედიტორის დავალებით სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს.
აუქციონის ჩატარების დრო: 13/11/2020 15:00 საათი
აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის N 23
აუქციონზე უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 71 029 აშშ დოლარი
ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, დღგ-ს თანხა (არსებობის შემთხვევაში) და აუქციონის საფასური დაითვლება რეალიზაციის თანხიდან.
უძრავი ნივთის აღწერა: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 2527.00 კვ.მ ზედ არსებული შენობა-ნაგებობებით საერთო ფართით 145.89 კვ.მ მდებარე ქალაქი ბათუმი , ქუჩა იოანე ლაზის, N33
გარდამავალი უფლებები: არა
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა აუქციონატორთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული შპს „კონსალტინგ გრუპსის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვება ჩამორთმეული პირის შეთავაზებას.
ე) იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის (ქონების) სტატუსი რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეოს, მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ასეთ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორს მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.