„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის მეტროს პროექტი)“ სასესხო შეთანხმება
მიღების თარიღი 29.04.2020
ძალაში შესვლა 21.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №21112020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016622
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს
შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება“ სასესხო შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
(თბილისის მეტროს პროექტი)“ სასესხო შეთანხმება
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
(თბილისის მეტროს პროექტი)“ სასესხო შეთანხმება
დათარიღებულია 2020 წლის 29 აპრილით
სარჩევი
მუხლი I – სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები
ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება
ნაწილი 1.02. განმარტებები
ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია
მუხლი II – სესხის ძირითადი პირობები
ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა
ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები
ნაწილი 2.03. ჩამორიცხვა
მუხლი III – პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01. პროექტის სხვა მტკიცებითი პირობები
მუხლი IV – შეჩერება, დაჩქარება
ნაწილი 4.01. შეჩერება
ნაწილი 4.02. გადახდის ვადის დაჩქარება
მუხლი V – ძალაში შესვლა
ნაწილი 5.01. ძალაში შესვლის წინაპირობები
ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები
ნაწილი 5.03. შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო
მუხლი VI – სხვადასხვა
ნაწილი 6.01. შეტყობინებები
განრიგი 1 – პროექტის აღწერა
განრიგი 2 – კატეგორიები და ჩამორიცხვა
სასესხო შეთანხმება
შეთანხმება დათარიღებულია 2020 წლის 29 აპრილით და ფორმდება საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“) შორის.
პრეამბულა
ა) ვინაიდან ბანკი დაარსდა კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად ღია საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის გადასვლის პროცესის ხელშეწყობისა და კერძო და სამეწარმეო წამოწყებების წახალისების მიზნით განსაზღვრულ ქვეყნებში, რომლებმაც აიღეს ვალდებულება და იცავენ მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურაზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს;
ბ) ვინაიდან მსესხებელი აპირებს პროექტის განხორციელებას 1-ლ განრიგში აღწერილის თანახმად, რომელიც მიზნად ისახავს მეტროს ვაგონების შეძენას, ქალაქ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურების გაზრდის მიზნით;
გ) ვინაიდან პროექტი განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში რეგისტრირებული და მოქმედი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში „მერია“) სრულ მფლობელობაში არსებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ („პროექტის ორგანიზაცია“) მიერ, მსესხებლისა და მერიის დახმარებით, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებაში (შემდგომში „პროექტის განხორციელების ხელშეკრულება“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რომელიც ამ შეთანხმებაში მითითებულ თარიღში გაფორმდება ბანკსა და პროექტის ორგანიზაციას შორის;
დ) ვინაიდან მერია დახმარებას უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების პროცესში პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებაში (შემდგომში „პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რომელიც ამ შეთანხმებაში მითითებულ თარიღში გაფორმდება ბანკსა და მერიას შორის;
ე) ვინაიდან მსესხებელმა დახმარება ითხოვა ბანკისგან პროექტის ნაწილობრივი დაფინანსებისთვის;
ვ) ვინაიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სადამფუძნებლო ხელშეკრულების მე-18 მუხლის თანახმად ბანკი უფლებამოსილია დააარსოს და მართოს სპეციალური ფონდები და განახორციელოს სპეციალური ოპერაციები, რომლებიც დაფინანსდება ზემოხსენებული სპეციალური ფონდებიდან;
ზ) ვინაიდან მწვანე კლიმატის ფონდი („GCF”) დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მე-11 მუხლის ქვეშ, როგორც ფინანსური მექანიზმის ოპერირებადი ერთეული, იმისათვის, რომ დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს ადაპტაციისა და შემსუბუქების მეთოდების შემუშავებაში კლიმატის ცვლილების საპირწონედ;
თ) ვინაიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ჩამოაყალიბა და მართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და კლიმატის მწვანე ფონდის სპეციალურ ფონდს („EBRD-GCF სპეციალური ფონდი“), რათა ბანკს საშუალება ჰქონდეს მიიღოს და მართოს GCF-ის თანხები;
ი) ვინაიდან GCF და EBRD ჩაერთო როგორც (i) აკრედიტაციის გენერალურ შეთანხმებაში („AMA”), რომელიც თარიღდება 2017 წლის 22 აპრილით და რომლის მიზანია დადგინდეს ვადები და პირობები, დაკავშირებული ბანკის მთლიან მენეჯმენტთან, GCF მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებასა და ზედამხედველობასთან, რომლის თანახმადაც ბანკი მოქმედებს, როგორც GCF-ის აკრედიტირებული პირი, ასევე (ii) შეთანხმებაში საფინანსო საქმიანობის შესახებ („FAA“) „დაფინანსების საქმიანობა: FP086: მწვანე ქალაქების მექანიზმი“, რომელიც დათარიღებულია 2019 წლის 2 ივლისით, როგორც EBRD-ს მწვანე ქალაქების პროგრამის („მწვანე ქალაქების პროგრამა“) ნაწილი;
კ) ვინაიდან მსესხებელი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მწვანე ქალაქების პროგრამაში და, შესაბამისად, მსესხებელს სურს სესხის აღება, და ბანკს სურს გადასცეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ან მითითებული ვადების და პირობების თანახმად, პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებითა და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით (თითოეული პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება და პროექტის განხორციელების ხელშეკრულება არის „პროექტის ხელშეკრულება“, როგორც ეს განსაზღვრულია „სტანდარტულ ვადებსა და პირობებში“), სამოცდათხუთმეტი მილიონი ევროს (75.000.000 ევრო) ოდენობის სესხი წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ვადებით და პირობებით, სამოცდახუთი მილიონი ევროს ოდენობის (65.000.000 ევრო) თანხა უნდა გამოიყოს ბანკის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან („EBRD რესურსები“) და ათი მილიონი ევრო (10.000.000 ევრო) – EBRD-GCF სპეციალური ფონდიდან (“GCF სპეციალური ფონდის რესურსები)
შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I – სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები
ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება
ბანკის 2018 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებული „სტანდარტული ვადებისა და პირობების” ყველა დებულება აქვე არის გათვალისწინებული და გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც უშუალოდ ამ შეთანხმებაში იქნებოდა განსაზღვრული, თუმცა ექვემდებარება შემდეგ სახეცვლილებებს (ხსენებული მეთოდით სახეცვლილი დათქმები შემდეგში მოიხსენიება როგორც „სტანდარტული ვადები და პირობები“):
(ა) ნაწილი 3.06 (მსესხებლის მიერ გადახდები) სტანდარტული ვადები და პირობებიდან, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად:
„სესხის ძირითადი თანხა, პროცენტიდა გადასახადები უნდა იყოს გადახდილი მსესხებლის მიერ სასესხო შეთანხმებით განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.“.
ძირითადი თანხის ოდენობა, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი 3.06 ნაწილის მიხედვით, გადანაწილდება პროპორციულად EBRD-ის სესხის 1-ლ ტრანშზე, GCF-ის სესხსა და სესხის მე-2 ტრანშზე.
ბ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.07 (გ) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად:
„(გ) ნაწილობრივი წინასწარი გადახდის შემთხვევაში, ასეთი წინასწარი გადახდა:
i თუ ბანკი საწინააღმდეგოდ არ ჩათვლის, თანხა უნდა იყოს მინიმუმ ტოლფასი ან ნაკლები:
(ა) წინასწარი გადახდის მინიმალური თანხის; და
(ბ) სესხის ძირითადი თანხის, რომელიც გაცემულია და არ არის დაფარული; და
ii. იქნება
(ა) პირველ რიგში გამოყენებული, რათა გადახდილ იქნეს სესხის პროცენტი და გადასახადები; და
(ბ) მეორე, განაწილებული პროპორციულად EBRD -ს სესხის 1-ლ ტრანშს,
GCF-ს სესხისა და სესხის მე-2 ტრანშს შორის მათი შესაბამისი აუთვისებელი ძირითადი თანხების პროპორციულად.
(გ) მესამე, გამოყენებული პროპორციულად სესხის ძირითადი თანხის დაფარვის სხვადასხვა ვადების გათვალისწინებით, რომელიც გაცემულია და არ არის დაფარული.
გ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.08 (ა) და (ბ) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად:
„(ა) მსესხებელს შეუძლია გააუქმოს სესხის ხელმისაწვდომი თანხის ნაწილი ან მისი მთელი ოდენობა პროცენტის გადახდის რომელიმე თარიღზე ბანკში წერილობითი შეტყობინების საფუძველზე არაუგვიანეს ოცდაათი (30) სამუშაო დღით ადრე, ცნობა უნდა იყოს შეუქცევადი და ვალდებულების დამაკისრებელი მსესხებლისთვის. ეს გასაუქმებელი თანხა უნდა იყოს მინიმუმ ტოლფასი ან ნაკლები:
(i) გაუქმების მინიმალური თანხისა და
(ii) ხელმისაწვდომი თანხისა; და
განაწილებული პროპორციულად EBRD-ის სესხის 1-ლ ტრანშს, GCF სესხსა და სესხის მე-2 ტრანშს შორის მათი შესაბამისი აუთვისებელი ძირითადი თანხების პროპორციულად.
(ბ) მსესხებლის მიერ ნებისმიერი გაუქმების შემთხვევაში, ამ ნაწილის (ა) ქვეპუნქტის ან ბანკის მიერ 7.02 ნაწილის შესაბამისად:
i. მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს გაუქმების თარიღზე, ყველა სათანადო გადასახადი, რომელიც გადაუხდელია ამ თარიღამდე, და გაუქმების საკომისიო ერთი პროცენტის ერთი-მერვედი (0.125%) სესხის იმ ძირითადი თანხისა, რომელიც გაუქმდა, გარდა (1) 7.02 (ა) ნაწილის შესაბამისად გაუქმებული თანხებისა და (2) გაუქმების საკომისიო არ იქნება გადასახდელი მსესხებლის მიერ გაუქმების შემთხვევაში რომლებიც ეხება, GCF სესხს, თანახმად სასესხო შეთანხმების 4.01 (ვ) ნაწილისა.
(დ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 4.04 (ა)(ii) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად:
„(ii) დაუყოვნებლივ მიაწოდეთ ბანკს ამგვარი ინფორმაცია, რადგან ბანკმა (ან GCF-მა GCF სესხთან დაკავშირებით) შესაძლოა დროდადრო გონივრულად მოითხოვოს და ბანკის წარმომადგენლებსა და GCF-ის წარმომადგენლებს მისცეს შესაძლებლობა ბანკის მოთხოვნით:
(ა) მოინახულონ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი ობიეტი და სამშენებლო ადგილი ან სხვა ადგილები სადაც მსესხლების, ან პროექტის ორგანიზაციის საქმიანობა მიმდინარეობს.
(ბ) ხელი მიუწვდებოდეთ და გამოიკვლიონ ყველა საქონელი, საქმიანობა და მომსახურება დაფინანსებული სესხის შემოსავალიდან და მსესხებლის და პროექტის ორგანიზაციის ნებისმიერი საწარმო, ინსტალაცია, ადგილი, საქმიანობა, შენობა, საკუთრება, აღჭურვილობა, აქტივები, წიგნები, ანგარიშები, ჩანაწერები და საბუთები და მისცეს საშუალება ბანკის (ან GCF სესხთან დაკავშირებით GCF-ის) აუდიტს ასეთი ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებისა; და
(გ) შეხვდეს და გამართოს დისკუსია მსესხებლის ან პროექტის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან ისე, როგორც ბანკი მიიჩნევს საჭიროდ და მიზანშეწონილად.
ყველა შემთხვევაში, მათ შორის (1) იმისათვის, რომ მოხდეს ბანკის მიერ პროექტის მონიტორინგის ხელშეწყობა და მიეცეს ბანკს საშუალება გამოიკვლიოს და რეაგირება მახდინოს პროექტთან დაკავშირებულ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც ბანკის პროექტის გასაჩივრების მექანიზმით ჩატარდება, და (2) იმისათვის, რომ შეაფასოს, განხორციელდა თუ არა აკრძალული პრაქტიკა პროექტთან მიმართებით (მათ შორის ნებისმიერი ტრანზაქცია დაფინანსებული ან შეთავაზებული დასაფინანსებლად, მთლიანად ან ნაწილობრივ, სესხის შემოსავლებიდან);
ე) ნაწილი 10.06 (ინფორმაციის გაცემა) სტანდარტული ვადები და პირობებიდან, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად:
„ბანკს შეუძლია გასცეს ინფორმაცია სასესხო შეთანხმების ან თითოეული პროექტის ხელშეკრულების შესახებ და სხვა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ასეთ ხელშეკრულებებთან (მსესხებლის და პროექტის ორგანიზაციის, ქალაქის მუნიციპალიტეტისა და პროექტის საბუთების და ჩანაწერების ჩათვლით) (i) მისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ძალაში იქნება ინფორმაციის გაცემის დროს, და მასთან დაკავშირებულ რაიმე დავასთან ან სამართლებრივ მოკვლევასთან, რომელიც ეხება ან რომელშიც ჩართულია ეს პროექტი ან სასესხო შეთანხმება ან თითოეული საპროექტო ხელშეკრულება, იმისათვის, რომ დაცული იქნეს, შენარჩუნდეს ან ძალაში შევიდეს ბანკის ყველა უფლება და ინტერესი, და (ii) ბანკს შეუძლია გადასცეს ზემოაღნიშნული ინფორმაცია GCF-ს”.
ნაწილი 1.02. განმარტებები
წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ ადგილას (პრეამბულისა და განრიგების ჩათვლით) გამოყენებული ტერმინი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარად მიეთითება ან კონტექსტი განსხვავებულ განმარტებას მოითხოვს, პრეამბულაში განსაზღვრული ტერმინები მითითებულის თანახმად განიმარტება, სტანდარტულ ვადებსა და პირობებში განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ მათთვის იქვე მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები და შემდეგ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები:
„AMA” მინიჭებული აქვს განმარტება პრეამბულის (ი) ნაწილში
„მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი“ გულისხმობს მსესხებლის ფინანსთა მინისტრს ან მის მიერ წერილობით დანიშნულ პირს.
„EBRD- ს სესხის მარჟა” ნიშნავს, ეხება როგორც EBRD-ს სესხის 1-ლ ტრანშს, ასევე სესხის მე-2 ტრანშს, ერთი პროცენტი (1%) წელიწადში.
„EBRD- ს რესურსები” მინიჭებული აქვს განმარტება პრეამბულის (კ) ნაწილში
„სააღსრულებო პოლიტიკა და პროცედურები“ გულისხმობს ბანკის 2017 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებულ „სააღსრულებო პოლიტიკასა და პროცედურებს“.
„ფისკალური წელი“ გულისხმობს მსესხებლის ფისკალურ წელს, რომელიც იწყება ყოველი ცალკეული წლის 1 იანვარს.
„GCF” მინიჭებული აქვს განმარტება პრეამბულაში(ზ)
„GCF სესხის მარჟა” გულისხმობს, ეხება CGF-ს სესხთან მიმართებით ნული პროცენტი (0%) წელიწადში.
„GCF” სპეციალური ფონდი” მინიჭებული აქვს განმარტება პრეამბულის (თ) ნაწილში
„GCF” სპეციალური ფონდის რესურსები” მინიჭებული აქვს განმარტება პრეამბულის (კ)
ნაწილში
„GCF მომსახურების საკომისიო” მინიჭებული აქვს განმარტება 2.02 (ლ) ნაწილში.
„მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა“ გულისხმობს ბანკის მხარდაჭერით მერიის მიერ მომზადებულ და 2017 წლის სექტემბერში დამტკიცებულ გეგმას. გეგმა გამოხატავს მერიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ხედვას გარემოს დაცვის კუთხით თბილისისათვის და ეხმარება მერიას უპასუხოს გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრიორიტეტულ გამოწვევებს და შეასრულოს თავისი ხედვა. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის შინაარსი შეიძლება შეიცვალოს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
„სესხი” გულისხმობს, კოლექტიურად, სესხის 1-ლ ტრანშსა და სესხის მე-2 ტრანშს ან, როგორც კონტექსტი მოითხოვს, სესხის დარჩენილ ძირითად თანხას.
“მარჟა” გულისხმობს, ან EBRD-ის სესხის მარჟას ან GCF-ის სესხის მარჟას როგორც კონტექსტი საჭიროებს.
„საჯარო მომსახურების კონტრაქტი“ გულისხმობს ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით პროექტის განმახორციელებელ პირსა და მერიას შორის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პროექტის განმახორცილებელი კომპანიის არსებული მეტროთი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების უზრუნველსაყოფად პროექტის ორგანიზაციასა და მერიას შორის არსებული ურთიერთობების რეგულირების პირობებს (სახელდობრ, მერიის მიერ პროექტის ორგანიზაციისთვის გადასახდელი მომსახურების საფასურის ფორმულას, პროექტის ორგანიზაციის მომსახურების რაოდენობას და ხარისხს), რაც ეფუძნება ფუნქციონირების საფუძველზე ანგარიშგების პრინციპს და ბანკისთვის მისაღები ფორმატისა და შინაარსის მქონე ხელშეკრულებას.
„ქვესასესხო ხელშეკრულება“ გულისხმობს ბანკისთვის მისაღები ფორმისა და შინაარსის მქონე ქვესასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდება მერიას, პროექტის ორგანიზაციასა და მსესხებელის ფინანსთა სამინისტროს შორის, სასესხო შეთანხმების 3.01(ა) ნაწილის შესაბამისად და რომელიც დროდადრო შეიძლება, დაექვემდებაროს ცვლილებებს.
„სესხის 1-ლი ტრანში“ გულისხმობს კოლექტიურად, EBRD სესხის 1-ლ ტრანშს და GCF-ის სესხს, რომელიც მითითებულია 2.01 (ა) ნაწილში ან სესხის დარჩენილ ძირითად თანხას, თუ ამას კონტექსტი დროდადრო სხვაგვარად მოითხოვს და ინდივიდუალურად, როგორც ამას კონტექსტი მოითხოვს ან EBRD სესხის 1-ლ ტრანშს და GCF-ის სესხს, ან EBRD სესხის 1-ლი ტრანშის და GCF-ის სესხის დარჩენილ ძირითად თანხას,
„სესხის მე-2 ტრანში“ გულისხმობს თანხას, რომელიც მითითებულია 2.01 (ბ) ნაწილში ან სესხის დარჩენილ ძირითად თანხას, თუ ამას კონტექსტი დროდადრო სხვაგვარად მოითხოვს.
„სესხის მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის ვადა” გულისხმობს თარიღს, როცა სესხის მე-2 ტრანში გაიცემა და ხელმისაწვდომი გახდება ათვისებისათვის, ბანკის მიერ მსესხებლის შეტყობინების საფუძველზე .
ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია
სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითება გულისხმობს ამ შეთანხმების განსაზღვრულ მუხლზე, ან ნაწილზე ან განრიგზე მითითებას.
მუხლი II – სესხის ძირითადი პირობები
ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა
ბანკი თანახმაა წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ან მინიშნებული პირობების საფუძველზე მსესხებელს გამოუყოს 75.000.000 ევრო, რომელიც შედგება:
ა) 60,000,000 ევრო სესხის 1 ტრანშიდან, რომელიც შედგება:
(1) 1-ლი ტრანში EBRD-ს 50.000.000 ევროს ოდენობის სესხი. ეს თანხა მომდინარეობს EBRD-ს რესურსებიდან, და
(2) GCF-ის 10.000.000 ევროს ოდენობის სესხი. ეს თანხა მომდინარეობს GCF სპეციალური ფონდის რესურსებიდან.
(„სესხის 1-ლი ტრანში”); და
ბ) 15.000.000 ევრო სესხის მე-2 ტრანშიდან. ეს თანხა მომდინარეობს EBRD-ის რესურსებიდან („სესხის მე-2 ტრანში”).
ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები
(ა) თანხის გამოთხოვის მინიმალური ოდენობა ვალდებულებით სესხის 1-ლი ტრანშისათვის არის საერთო ჯამში 500,000 ევრო, ხოლო სესხის მე-2 ტრანშისათვის 100.000 ევრო.
(ბ) თანხის წინსწრებით გადახდის მინიმალური ოდენობა არის საერთო ჯამში 7.000.000 ევრო.
(გ) გაუქმების მინიმალური ოდენობა არის საერთო ჯამში 7,000,000 ევრო.
(დ) საპროცენტო განაკვეთის გადახდის თარიღებია თითოეული წლის 7 მაისს და 7 ნოემბერს.
(ე) (1) მსესხებელმა სესხის 1-ლი ტრანში უნდა დაფაროს 24 თანაბარ (ან თანაბართან შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მიახლოებულ) ნაწილად წელიწადში ორჯერ, თითოეული წლის 7 მაისს და 7 ნოემბერს, და სესხის გადახდის პირველი თარიღი იქნება 7 ნოემბერი 2023 და სესხის გადახდის ბოლო თარიღი იქნება 7 მაისი 2035.
(2) ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც (i) მსესხებელი არ გაიტანს მთელ სასესხო რესურსს 2.02(ე) ნაწილში მითითებული სესხის დაფარვის პირველ თარიღამდე და (ii) ბანკი გაახანგრძლივებს 2.02(ზ) ნაწილში მითითებული სასესხო რესურსის ხელმისაწვდომობის პერიოდს სესხის გადახდის პირველი თარიღის შემდგომ, ყოველ ჯერზე ათვისებული თანხა, რომელიც დაემთხვევა ან გასცდება სესხის გადახდის პირველ ვადას თანაბრად გადანაწილდება სესხის გადახდის დღეებზე თანხის ამგვარი ათვისების შემდგომ (ბანკი თანხების კორექტირებას მოახდენს საჭიროებისამებრ, რათა სრულად მიიღოს სარგო თანხა ყოველ ცალკეულ ჯერზე).ბანკი დროდადრო აცნობებს მსესხებელს ამგვარი გადანაწლების შესახებ.
(ვ) წინამდებარე შეთანხმებაში რაიმე ნაგულისხმები ან გამოხატული საწინააღმდეგო დებულების მიუხედავად, სესხის მე-2 ტრანში არასავალდებულოა და შესაბამისად ბანკს არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება განახორციელოს სესხის მე-2 ტრანშის მიხედვით თანხის გამოყოფა, სანამ (1) არ იქნება მსესხებლის მიერ მოთხოვნა მიღებული, რომ გააქტიურდეს მე-2 ტრანში; (2) ბანკისთვის მისაღებია ჩატარებული შეფასების შედეგი მეტროს გვირაბსა და დეპოსთან დაკავშირებით; (3) ბანკი არ მიიღებს პროექტის ორგანიზაციის თანხმობას განახლებულ გარემოსდაცვისა და სოციალურ სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც ასახული იქნება მეტროს გვირაბსა და დეპოსთან დაკავშირებით შეფასების შედეგები; (4) ბანკი, თავისი აბსოლუტური შეხედულებისამებრ, არ განსაზღვრავს, რომ ის მზადაა საიმისოდ, რომ სესხის მე-2 ტრანში ხელმისაწვდომი გახადოს ჩამოსარიცხად და (5) არ აცნობებს მსესხებელს თავისი დადებითი გადაწვეტილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
(ზ) სესხის ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი იქნება 2023 წლის 20 დეკემბერი, ან ვადა, რომელსაც ბანკი საკუთარი დისკრეციით განსაზღვრავს და აცნობებს მსესხებელს. თუ ხელმისაწვდომი თანხა ან მისი რაიმე ნაწილი დაექვემდებარა ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს (იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გამოიყენებს თავის უფლებას შეარჩიოს ფიქსირებული პროცენტის გადახდის ვარიანტი ქვემოთ მოცემული 2.02(ი) ნაწილის ფარგლებში), და ან, თუ ბანკმა გადაიტანა ხელმისაწვდომობის ბოლო ვადა, მსესხებელმა დაუყოვნებლივ უნდა გადაუხდოს ბანკს პირობების შეცვლის ხარჯი, რაც დროდადრო ბანკის მიერ წერილობით უნდა ეცნობოს მსესხებელს.
(თ) ვალდებულების საკომისიო წლიურად შეადგენს (i) 0.5%-ს და გაანგარიშებულია EBRD-ის სესხის 1-ლი ტრანშისა და სესხის მე-2 ტრანშის საერთო ჯამზე და (ii) წლიურად 0,15% გაანგარიშებულია GCF-ის სესხის საერთო ჯამზე. საკომისიო უნდა დაერიცხოს: სესხის 1-ლ ტრანშს, სასესხო შეთანხმების გაფორმების თარიღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში; სესხის მე-2 ტრანშს, სესხის მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის თარიღიდან ვალდებულების საკომისიო, როგორც სესხის 1-ლი ტრანშის, და ასევე სესხის მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომ თანხებზე გადახდილი უნდა იყოს შესაბამისად თითოეული მათგანის პროცენტის გადახდის დღეს (მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს პროცენტი შესაძლოა არ იყოს გადასახდელი) სესხის 1-ლი ტრანშისათვის მისი ძალაში შესვლის (ეფექტურობის გამოცხადების) თარიღის შემდეგ - პროცენტის გადახდის პირველ დღეს და სესხის მე-2 ტრანშისათვის მისი ხელმისაწვდომობის თარიღის შემდეგ - პირველი პროცენტის გადახდის დღეს”.
(ი) სესხი ექვემდებარება ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვას. ყოველივე ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, მსესხებელმა შეიძლება, მთლიან სესხზე ან მის გადასახდელ ნებისმიერ ნაწილზე ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის გადახდის ალტერნატივის სახით აირჩიოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის გადახდის ვარიანტი სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 3.04(გ) შესაბამისად.
(კ) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს ადმინისტრირების საკომისიო, რომელიც EBRD-ს სესხის 1-ლი ტრანშისა და სესხის მე-2 ტრანშის ძირითადი თანხის მაქსიმალური ოდენობის ერთ პროცენტს (1 %) შეადგენს. ეჭვის თავიდან აწილების მიზნით, ადმინისტრირების საკომისიო არ გადაიხდება GCF-ის სესხიდან. ბანკმა მსესხებლის სახელით უნდა მოხსნას თანხის ეს ოდენობა ხელმისაწვდომი თანხიდან, სესხის EBRD-ს 1-ლი ტრანშის ეფეტუქრობის გამოცხადების დღეს ან მას შემდეგ შვიდი (7) დღის ვადაში, და სესხის მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის დღეს ან მას შემდეგ შვიდი (7) დღის ვადაში და საკუთარ თავს გადაუხადოს ადმინისტრირების საკომისიოს თანხა.
ლ) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს მომსახურების საკომისიო, რომელიც 1-ლიტრანშის GCF-ის სესხის ძირითადი თანხის იმ ოდენობის 0.25%-ს შეადგენს, რომელიც პერიოდულად ჩამოირიცხება, მაგრამ არ არის გადახდილი (“GCF-ის მომსახურების საკომისიო”). GCF-ის მომსახურების საკომისიო დაერიცხება საპროცენტო პერიოდის პირველი დღიდან და მისი ჩათვლით და მათ შორის საპროცენტო პერიოდის ბოლო დღემდე ამ დღის გამოკლებით, დაანგარიშდება 360-დღიანი წელიწადის ფაქტობრივი დღეების რაოდენობაზე დაყრდნობით და დავალიანება გადასახდელი იქნება პროცენტის გადახდის თარიღით, რაც შესაბამისი საპროცენტო პერიოდის ბოლო დღეა. პროცენტის განსაზღვრის თითოეულ თარიღზე ბანკი განსაზღვრავს GCF-ის მომსახურების საკომისიოს ოდენობას, რომელიც გადაიხდება პროცენტის გადახდის შესაბამის თარიღზე და დაუყოვნებლივ ეცნობება მსესხებელს.
ნაწილი 2.03. ჩამორიცხვა
(ა) ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება დროდადრო მოთხოვნილ იქნეს განრიგში 2 მითითებული პირობების შესაბამისად და შემდეგის დასაფინანსებლად (1) გაწეული ხარჯები (ან გასაწევი ხარჯების, თუ ბანკი თანხმობას განაცხადებს) პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების გონივრული ხარჯის დასაფარად და (2) მხოლოდ EBRD-ს სესხის 1-ლი ტრანშისა და სესხის მე-2 ტრანშის შემთხვევაში, ადმინისტრირების საკომისიო.
(ბ) მიუხედავად ამ შეთნხმებით წარმოდგენილი რაიმე საწინააღმდეგო დებულებისა, მსესხებლის სესხის თანხის ჩამორიცხვის უფლებასთან დაკავშირებით პირობები იქნება შემდეგი:
EBRD-ის სესხის 1-ლი ტრანში და GCF-ის სესხი ყოველთვის იქნება ჩამორიცხული იგივე პროპორციით, როგორც ეს EBRD-ის სესხის 1-ლი ტრანშის და GCF-ის სესხის ძირითადი თანხები არის გადანაწილებული სესხის 1-ლი ტრანშის ჯამურ ძირითად თანხაში.
EBRD არავითარ შემთხვევაში არ იქნება ვალდებული ჩამორიცხოს GCF-ის სესხი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შესაბამისი თანხები, რომელიც ჯამურად უტოლდება GCF-ის სესხის ამგვარ ჩამოსარიცხ თანხას, GCF-ის მიერ არის EBRD-სთვის მოწოდებული; და
GCF-ის სესხის პირველ ჩამორიცხვასთან დაკავშრებით, EBRD გადასცემს GCF-ს სტანდატული ვადებისა და პირობების 9.03 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი დასკვნების ასლებს.
მუხლი III – პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01. პროექტის სხვა მტკიცებითი პირობები
სტანდარტული ვადების და პირობების მუხლებში IV და V განსაზღვრული ზოგადი ვალდებულებებზე დამატებით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ბანკთან სხვაგვარად არის შეთანხმებული წერილობით, მსესხებელი:
(ა) თანახმაა, ქვესასესხო ხელშეკრულების თანახმად, მერიისთვის და პროექტის ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სასესხო რესურსი ბანკისთვის მისაღები პირობებით;
(ბ) ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ისარგებლებს საკუთარი უფლებებით და უზრუნველყოფს, რომ თითოეული მერია და პროექტის ორგანიზაცია ისარგებლებენ საკუთარი უფლებებით იმგვარად, რომ დაიცვან მსესხებლისა და ბანკის ინტერესები, რათა შესაბამისობაში იყოს წინამდებარე შეთანხმების დებულებებთან და მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რისთვისაც გამოიყო სესხი;
(გ) არ გაასხვისებს, შეცვლის, გააუქმებს ან მოხსნის ქვესასესხო ხელშეკრულების რომელიმე დებულებას;
(დ) კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, რათა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ შეასრულოს მის მიერ ხელმოწერილი პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება, მათ შორის ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება შემდეგს:
პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.02 განსაზღვრული პროექტის ჯგუფის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება;
პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.03 განსაზღვრული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვა;
პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.04 განსაზღვრული გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხები;
პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.05 განსაზღვრულ პროექტთან და პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარმოდგენა;
პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 3.01 განსაზღვრული პროცედურების, ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება, ფინანსური ანგარიშგების შედგენა, აუდიტი და ბანკში წარდგენა პროექტთან ან პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად; და
პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილებით 3.02, 3.03 და 3.04 განსაზღვრულ პროექტსა და პროექტის ორგანიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური და საოპერაციო ასპექტების ყველა პირობასთან შესაბამისობა.
საჯარო მომსახურების კონტრაქტის გაფორმება ამ შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.
(ე) კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს მერიის მიერ ხელმოწერილი პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული ყველა ვალდებულების შესრულება მერიის მიერ, მათ შორის შემდეგ საკითხებთან მიმართებით:
პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ნაწილით 2.01 განსაზღვრული კონსულტანტების დაქირავება და გამოყენება პროექტის განხორციელების პროცესში დასახმარებლად; და
პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ნაწილებით 3.01 და 3.02 განსაზღვრული პროექტისა და მერიის ფინანსურ და საოპერაციო ასპექტებთან დაკავშირებული ყველა პირობის დაკმაყოფილება.
(ვ) პროექტის ა ნაწილის (ბ) კომპონენტის დასრულებისთვის საჭირო შესაბამისი ყველა დამატებითი ქმედების განხორციელება ან განხორციელების უზრუნველყოფა.
მუხლი IV – შეჩერება, დაჩქარება
ნაწილი 4.01. შეჩერება
სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 7.01(ა)(xvii) მიზნებისთვის შემდეგი საკითხები განისაზღვრება:
(ა) მსესხებლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელ სისტემაში ცვლილებებია შესული, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე;
(ბ) პროექტის ორგანიზაციის სტატუსში ცვლილებებია შეტანილი, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე;
(გ) მერიამ ვერ შეძლო ქვესასესხო ხელშეკრულების, პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების და/ან საჯარო მომსახურების კონტრაქტის ფარგლებში, რომელიმეში ან ყველაში ერთად მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება;
(დ) პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეძლო პროექტის განხორციელების ხელშეკრულების და/ან საჯარო მომსახურების კონტრაქტის ფარგლებში თითოეულში ან ყველაში ერთად მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება;
(ე) პროექტის ორგანიზაციის მფლობელობა გადაცემულია ნებისმიერი სხვა მხარისათვის, გარდა მერიისა; ან;
(ვ) მხოლოდ GCF სესხთან დაკავშირებით:
AMA შეწყდა, ან AMA-ს თანახმად შეწყვეტის შესახებ შეტყობინება იქნა გაცემული;
FAA შეწყდა, ან FAA-ს თანახმად შეწყვეტის შესახებ შეტყობინება იქნა გაცემული; ან
GCF-მა მოითხოვა GCF-ის სესხის შეჩერება.
ნაწილი 4.02. გადახდის ვადის დაჩქარება
სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 7.06 (ვ) მიზნებისთვის განსაზღვრულია შემდეგი საკითხები: ნაწილში 4.01 (ა)-(ე) განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, რომელიც ევრობანკის მიერ მსესხებლისადმი გაგზავნილი შეტყობინებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გამოუსწორებლად გრძელდება.
მუხლი V – ძალაში შესვლა
ნაწილი 5.01. ძალაში შესვლის წინაპირობები
სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილში 9.02(გ) განსაზღვრული საკითხების მიზნით შემდეგი საკითხები განისაზღვრება წინამდებარე შეთანხმების, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების და პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ამოქმედების დამატებითი პირობის სახით:
(ა) ქვესასესხო ხელშეკრულება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით ხელმოწერილია და მიწოდებულია, ამოქმედების ყველა წინაპირობა ან თანხების გამოთხოვაზე პროექტის ორგანიზაციის/მერია უფლება - წინამდებარე შეთანხმების ამოქმედების გარდა ყველა სხვა შემთხვევაში - შესრულებულია;
(ბ) თითოეული საპროექტო ხელშეკრულება ხელმოწერილი და მიწოდებულია, ასევე თითოეული საპროექტო ხელშეკრულების ხელმოწერა და მიწოდება ჯეროვნად ავტორიზებული ან რატიფიცირებულია ყველა შესაბამისი სამთავრობო ქმედებით; და
(გ) ბანკს მიღებული აქვს პროექტის ორგანიზაციის დებულების დამოწმებული ასლები.
ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები
(ა) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(ა) მიზნებისთვის,
(1) სასესხო შეთანხმებისთვის სამართლებრივი დასკვნა მსესხებლის სახელით უნდა გაიცეს იუსტიციის სამინისტროს მიერ; და
(2) ქვესასესხო ხელშეკრულებასთან მიმართებით წერილი უნდა გაიცეს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ EBRD-სთვის, რაც მოიცავს:
(ა) ქვესასესხო ხელშეკრულება უფლებამოსილია და მიწოდებული მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ და წარმოადგენს ქმედით და მსესხებლის ფინანსთა სამინისტროსთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნებს, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება.
(ბ) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(გ) მიზნებისთვის,
(1) სამართლებრივი დასკვნა გაიცემა პროექტის ორგანიზაციის სახელით უწყების იურისტის მიერ პროექტის განხორციელების ხელშეკრულებასა და ქვესასესხო ხელშეკრულებასთან მიმართებით და შემდეგი წარმოადგენს დამატებით საკითხებს ბანკისადმი მიწოდებულ დასკვნაში გასათვალისწინებლად:
(ა) ქვესასესხო ხელშეკრულება უფლებამოსილია და მიწოდებული და წარმოადგენს ქმედით და პროექტის ორგანიზაციის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნებს, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება.
(გ) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03 (გ) მიზნებისთვის,
(1) სამართლებრივი დასკვნა უნდა გაიცეს მერიის სახელით მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების და ქვესასესხო ხელშეკრულებისთვის და შემდეგი წარმოადგენს დამატებით საკითხებს ბანკისადმი მიწოდებულ დასკვნაში გასათვალისწინებლად:
(ა) ქვესასესხო ხელშეკრულება უფლებამოსილი და მიწოდებულია მერიის სახელით, და წარმოადგენს ქმედით და მერიისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე ვალდებულებებს, რომელიც ძალაშია მისი პირობების თანახმად.
ნაწილი 5.03. შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო
წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან 180 დღე განისაზღვრება სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.04 მიზნებისთვის.
მუხლი VI – სხვადასხვა
ნაწილი 6.01. შეტყობინებები
სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 10.01 მიზნებისთვის განისაზღვრება შემდეგი მისამართები:
მსესხებლისთვის:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო,
გორგასლის ქ. №16,
0114, თბილისი
საქართველო
საყურადღებოდ: სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი
ბანკისათვის:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
საფონდო ბირჟის მოედანი №1,
ლონდონი, EC2A 2JN
გაერთიანებული სამეფო
საყურადღებოდ: საოპერაციო ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ფაქსი: +44-20-7338-6100
ზემოხსენებულზე თანხმობის დასტურად შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას სამ ეგზემპლარად, (ორი ბანკისათის, ერთი - მსესხებელისათვის) თბილისში, საქართველოში ზემოთ პირველად მითითებულ დღესა და წელს.
საქართველო
ხელმომწერი: ______________________________
სახელი: ივანე მაჭავარიანი
თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ხელმომწერი: ______________________________
სახელი: კატარინა ბიორლინ ჰანსენი
თანამდებობა: კავკასიის რეგიონული დირექტორი
განრიგი 1 – პროექტის აღწერა
1. პროექტი მიზნად ისახავს მსესხებლის დახმარებას მერიისთვის მეტროს ვაგონების ახალი შემადგენლობის შეძენაში და არსებული მეტროს დეპოსა და მეტროს გვირაბის რეაბილიტაციას.
2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, რაც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებებს ბანკისა და მსესხებლის შეთანხმების საფუძველზე:
ნაწილი A: კაპიტალური ხარჯები (საინვესტიციო კომპონენტები)
ა) ტრანში 1. ახალი მეტროს ვაგონების მიწოდება.
ბ) ტრანში 2. არსებული მეტროს დეპოსა და მეტროს გვირაბის რეაბილიტაცია.
ნაწილი B: საკონსულტაციო მომსახურება, რაც დაკავშირებულია შემდეგთან:
ა) შესაძლებლობების გაძლიერება და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის პროგრამა;
ბ) მოძრავი შემადგენლობის ინსპექტირება;
გ) დეტალური დიზაინი და პროექტის განხორციელების მხარდაჭერა ტრანში 2-სთვის.
3. პროექტის დასრულების მოსალოდნელი თარიღია 2023 წლის 20 დეკემბერი.
განრიგი 2 – კატეგორიები და ჩამორიცხვა
1. წინამდებარე განრიგს თან ახლავს დანართი, რომელშიც განსაზღვრულია კატეგორიები, სესხის ცალკეულ კატეგორიებში გამოსაყოფი რესურსის ოდენობა და ყოველ ცალკეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული ნაწილი.
2. ზემოთ მოცემული პირველი პარაგრაფის დებულების მიუხედავად:
(ა) ჩამორიცხვა არ მოხდება სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც i) ჩამორიცხვის თანხა ჯამში არ აღემატება სესხის პირველი ტრანშის 20%-ს, და ის მხოლოდ მეტროს ვაგონების (და აგრეთვე იმ პირობით, რომ GCF თანხების ჩამორიცხვა არ განხორციელდება 2019 წლის 18 სექტემბრამდე გაწეული დანახარჯების დასაფარად) შეძენისთვის არის გამიზნული, და/ან ii) ჩამორიცხვის თანხა ჯამში არ აღემატება სესხის მეორე ტრანშის 20%-ს, და ის მხოლოდ დეპოს და გვირაბის რეაბილიტაციის ზედამხედველობისთვის და მეტროს გვირაბისა და დეპოს უზრუნველყოფისთვის არის გამიზნული, თითოეული ეს შემთხვევა ეხება წინამდებარე სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეულ ხარჯებს; და
(ბ) ჩამორიცხვა არ მოხდება, სანამ პროექტის განხორციელების შეთანხმების 2.02 ნაწილში მოცემული პროექტის ჯგუფი არ განისაზღვრება შესაბამისი რესურსებით და კვალიფიკაციის პერსონალით, ბანკისთვის მისაღები პირობებით.
განრიგი 2-ის დანართი
კატეგორია
სესხის ვალუტაში წარმოდგენილი თანხების გადანაწილება
დასაფინანსებელი
ხარჯების პროცენტული ნაწილი
1. პროექტის „ა“ და „ბ“ ნაწილის მიხედვით შესაძენი საქონელი, სამუშაოები და მომსახურება:
საკონტრაქტო ღირებულების 100 პროცენტამდე, გადასახადების გამოკლებით
- EBRD-ის სესხის 1-ლი ტრანში
49.500.000
- GCF-ის სესხი
10.00.,000
- სესხის მე-2 ტრანში
14.850.000
(2) ადმინისტრირების საკომისიო
100%
EBRD სესხის 1-ლი ტრანში
500.000
მე-2 ტრანში
150.000
ჯამი
75.000.000