„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ სასესხო შეთანხმება
მიღების თარიღი 13.07.2020
ძალაში შესვლა 27.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №27102020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016623
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2020
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| კატეგორია | სესხის ვალუტაში წარმოდგენილი თანხების გადანაწილება |
| (2) ადმინისტრირების საკომისიო | 50.000 |
| სულ | 5.000.000 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ავტობუსების პროექტი)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა“ სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ (საოპერაციო ნომერი 48098) სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი 12 ივლისი 2016 სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
თარიღი 12 ივლისი 2016 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ სასესხო შეთანხმება
სასესხო შეთანხმება
(ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
13 ივლისი, 2020
სარჩევი
მუხლი I – სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები
ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება
ნაწილი 1.02. განმარტებები
ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია
მუხლი II – სესხის ძირითადი პირობები
ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა
ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები
ნაწილი 2.03. თანხების ჩამორიცხვა
მუხლი III – პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01. პროექტის სხვა მტკიცებითი პირობები
მუხლი IV – შეჩერება, დაჩქარება, გაუქმება
ნაწილი 4.01. შეჩერება
ნაწილი 4.02. გადახდის ვადის დაჩქარება
მუხლი V – ძალაში შესვლა
ნაწილი 5.01. ძალაში შესვლის წინაპირობები
ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები
ნაწილი 5.03. შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო
მუხლი VI – სხვადასხვა
ნაწილი 6.01. შეტყობინებები
განრიგი 1 – პროექტის აღწერა
განრიგი 2 – კატეგორიები და თანხების ჩამორიცხვა
სასესხო შეთანხმება
შეთანხმება დათარიღებულია 2020 წლის 13 ივლისით საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“) შორის.
პრეამბულა
ვინაიდან ბანკი დაარსდა კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად ღია საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის გარდაქმნის პროცესის ხელშეწყობისა და კერძო და სამეწარმეო წამოწყებების წახალისების მიზნით გარკვეულ ქვეყნებში, რომლებმაც აიღეს ვალდებულება და იცავენ მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს;
ვინაიდან მსესხებელი, პროექტის ორგანიზაცია (როგორც განმარტებულია ქვემოთ) და ბენეფიციარები (როგორც განმარტებულია ქვემოთ) პირველ განრიგში აღწერილის თანახმად, აპირებენ განახორციელონ პროექტი, რომელიც შემუშავდა დაბა ბაკურიანის („დაბა“) მუნიციპალური მომსახურების გასაუმჯობესებლად თანამედროვე დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსებისა და სპეციალიზირებული მანქანების შეძენის საშუალებით;
ვინაიდან პროექტს განახორციელებს პროექტის ორგანიზაცია და თითოეული ბენეფიციარი მსესხებლის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის შეთანხმების შესაბამისად, რომელიც გაფორმდება ბანკსა და პროექტის ორგანიზაციას შორის მითითებული თარიღით („პროექტის შეთანხმება“, როგორც ეს განმარტებულია „სტანდარტულ ვადებსა და პირობებში“);
ვინაიდან მსესხებელმა დახმარება ითხოვა ბანკისგან პროექტის ნაწილობრივი დაფინანსებისთვის;
ვინაიდან ბანკი თანახმაა ხელმისაწვდომი გახადოს ტექნიკური თანამშრომლობის ფონდები გრანტის საფუძველზე, რათა დახმარება გაუწიოს მსესხებელს პროექტის „ბ“ ნაწილის განხორციელებაში; სახელდობრ, კორპორატიული განვითარების პროგრამის მომზადება (როგორც განმარტებულია ქვემოთ) 325,000-მდე ევროს ჯამური ოდენობით და მხარდაჭერა „კომპანიის სამუშაო ძალაში ქალთა ჩართვასა და შენარჩუნებაში“ (როგორც განმარტებულია ქვემოთ) 75,000-მდე ევროს ჯამური ოდენობით და დახმარება გაუწიოს მათ განხორციელებაში, გრანტის ხელშეკრულებებში განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.
ვინაიდან ბანკი, მათ შორის, ზემოაღნიშნულის საფუძველზე, თანახმაა მსესხებელს ასესხოს 5,000,000 ევროს ოდენობის თანხა, წინამდებარე შეთანხმებაში და პროექტის შეთანხმებაში განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.
ამგვარად მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I – სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები
ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება
ბანკის 2018 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებული „სტანდარტული ვადებისა და პირობების“ ყველა დებულება აქვე არის გათვალისწინებული და გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც უშუალოდ ამ შეთანხმებაში იქნებოდა განსაზღვრული.
ნაწილი 1.02. განმარტებები
წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ ადგილას (პრეამბულისა და განრიგების ჩათვლით) გამოყენებული ტერმინი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარად მიეთითება ან კონტექსტი განსხვავებულ განმარტებას მოითხოვს, პრეამბულაში განსაზღვრულის თანახმად განიმარტება, სტანდარტულ ვადებსა და პირობებში განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ მათთვის იქვე მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები და შემდეგ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები:
„პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება“ გულისხმობს ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება მსესხებელს, წარმოდგენილს ფინანსთა სამინისტროთი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პროექტის ორგანიზაციას შორის და რომლის თანახმად მსესხებელი პროექტის განხორციელების მიზნით, სესხის თანხებს უსასყიდლოდ გადასცემს პროექტის ორგანიზაციას.
„ბენეფიციარები“ გულისხმობს:
ა) ბორჯომის მუნიციპლიტეტს („მუნიციპალიტეტი“) და
ბ) ორგანიზაციას, რომელიც შეიქმნება მუნიციპალიტეტის მიერ („მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფი“) დაბისთვის მუნიციპალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
„მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი“ გულისხმობს მსესხებლის ფინანსთა მინისტრს ან ფინანსთა მინისტრის მიერ წერილობით დანიშნულ სხვა პირს.
„კორპორატიული განვითარების პროგრამა“ გულისხმობს კორპორატიული განვითარების პროგრამას, რომელიც უნდა მომზადდეს პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტების მიერ პროექტის ორგანიზაციასთან (როგორც განმარტებულია ქვემოთ) თანამშრომლობით, დაფინანსდეს დონორ(ებ)ის მიერ და განხორციელდეს ბენეფიციარების მიერ. პროგრამა უნდა დაეხმაროს ბენეფიციარების ინსტიტუციურ განვითარებას ოპერაციული და ფინანსური გაუმჯობესების ფორმით და უზრუნველყოს ავტობუსების ოპერაციების მდგრადობა, უნდა შეცვალოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემები სატარიფო გეგმებისა და შესაბამისი საბილეთო სისტემის დანერგვის გზით და დაეხმაროს ბენეფიციარებს გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმის („ESAP“) განხორციელებაში და პროექტის ორგანიზაციისთვის შესაბამისი ანგარიშების ჩაბარებაში.
„სააღსრულებო პოლიტიკა და პროცედურები“ გულისხმობს ბანკის 2017 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებულ სააღსრულებო პოლიტიკასა და პროცედურებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო“ გულისხმობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს.
„პროექტის აქტივები“ გულისხმობს თანამედროვე, დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსებს და სპეციალიზებულ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც შეძენილი იქნება სესხის შემოსავლებიდან და განაწილდება ბენეფიციარების სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების შესაბამისად.
„პროექტის ორგანიზაცია“ არის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სარეგისტრაციო ნომრით 206074193, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 განკარგულებით (ან ნებისმიერი მისი სამართალმემკვიდრე) და რომელიც სრულიად ექვემდებარება მსესხებელს.
„კომპანიის სამუშაო ძალაში ქალთა ჩართვისა და შენარჩუნების მხარდაჭერა“ გულისხმობს პროგრამას, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტების ჯგუფის დახმარებით უზრუნველყოფს ბენეფიციარების ტექნიკურ დახმარებას, ადგილობრივ ქალთა გადამზადების მიზნით, რათა მათ მიეცეთ მუნიციპალურ კომპანიაში მუშაობის საშუალება.
„გადაცემის ხელშეკრულება“ გულისხმობს ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო პროექტის ორგანიზაციასა და მუნიციპალიტეტს შორის, პროექტის ორგანიზაციის მიერ მუნიციპალიტეტისთვის შესაბამისი პროექტის აქტივების გადასაცემად. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს მუნიციპალიტეტის და პროექტის ორგანიზაციის ვალდებულებებს, როგორც ეს განსაზღვრულია საპროექტო შეთანხმების მიხედვით.
ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია
სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითება გულისხმობს ამ შეთანხმების განსაზღვრულ მუხლზე ან ნაწილზე, ან განრიგზე მითითებას.
მუხლი II – სესხის ძირითადი პირობები
ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა
ბანკი თანახმაა წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ან მინიშნებული პირობების საფუძველზე მსესხებელს გამოუყოს 5.000.000 ევრო (ხუთი მილიონი ევრო)
ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები
(ა) თანხის ჩამორიცხის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 20,000 ევროს;
(ბ) თანხის წინსწრებით გადახდის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 2,000,000 ევროს;
(გ) გაუქმების მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 2,000,000 ევროს;
(დ) საპროცენტო განაკვეთის გადახდის თარიღებია თითოეული წლის 15 სექტემბერი და 15 მარტი;
(ე) (1) მსესხებელმა სესხი უნდა დაფაროს 14 თანაბარ (ან შეძლებისდაგვარად თანაბარ) ნაწილად, წელიწადში ორი გადარიცხვის საშუალებით – ყოველი წლის 15 სექტემბერსა და 15 მარტს. სესხის პირველი გადახდის თარიღი იქნება 2023 წლის 15 სექტემბერი, ხოლო ბოლო გადახდის თარიღი იქნება 2030 წლის 15 მარტი.
(2) ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც (i) მსესხებელი არ გაიტანს მთელ სასესხო რესურსს 2.02(ე) ნაწილში მითითებული სესხის დაფარვის პირველ თარიღამდე და (ii) ბანკი გაახანგრძლივებს 2.02(ვ) ნაწილში მითითებული სასესხო რესურსის ხელმისაწვდომობის პერიოდს სესხის გადახდის პირველი თარიღის შემდგომ, ყოველ ჯერზე ათვისებული თანხა, რომელიც დაემთხვევა ან გასცდება სესხის გადახდის პირველ ვადას, თანაბრად გადანაწილდება სესხის გადახდის დღეებზე თანხის ამგვარი ათვისების შემდგომ (ბანკი თანხების კორექტირებას მოახდენს საჭიროებისამებრ, რათა სრულად მიიღოს სარგო თანხა ყოველ ცალკეულ ჯერზე). ბანკი დროდადრო აცნობებს მსესხებელს ამგვარი გადანაწლების შესახებ;
(ვ) სესხის ხელმისაწვდომობის ბოლო ვადა იქნება 2023 წლის 31 დეკემბერი ან უფრო გვიანი თარიღი, რომელსაც ბანკი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს და აცნობებს მსესხებელს;
(ზ) წლიური პროცენტი აუთვისებელ თანხაზე შეადგენს 0.5%-ს;
(თ) სესხი ექვემდებარება ცვლად საპროცენტო განაკვეთს. ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად, მსესხებელმა შეიძლება, მთლიან სესხზე ან მის გადასახდელ ნებისმიერ ნაწილზე ცვლადი საპროცენტო განაკვეთის გადახდის ალტერნატივის სახით აირჩიოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის გადახდის ვარიანტი სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.04(გ) ნაწილის შესაბამისად.
ნაწილი 2.03. თანხების ჩამორიცხვა
(ა) ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება დროდადრო მოთხოვნილ იქნეს განრიგ 2-ში მითითებული პირობების შესაბამისად და შემდეგის დასაფინანსებლად: (1) გაწეული ხარჯები (ან გასაწევი ხარჯების, თუ ბანკი თანხმობას განაცხადებს) პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების გონივრული ხარჯის დასაფარად და (2) ადმინისტრირების საკომისიო.
(ბ) მსესხებელი წინამდებარე დოკუმენტით ანიჭებს უფლებამოსილებას ბანკს, ხელმისაწვდომი თანხიდან მოითხოვოს ადმინისტრირების საკომისიოს ტოლფასი ოდენობა და საკუთარ თავს მსესხებლის სახელით გადაუხადოს ხსენებული ადმინისტრირების საკომისიო.
მუხლი III – პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01. პროექტის სხვა მტკიცებითი პირობები
სტანდარტული ვადებისა და პირობების IV და V მუხლებში განსაზღვრულ ზოგად ვალდებულებებზე დამატებით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ბანკთან სხვაგვარად არის შეთანხმებული წერილობით, მსესხებელი:
(ა) თანახმაა პროექტის ორგანიზაციისათვის უსასყიდლოდ გახადოს ხელმისაწვდომი სესხის თანხა პროექტის განხორიელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად;
(ბ) ისარგებლებს საკუთარი უფლებებით პროექტის განხორიელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ ისარგებლოს თავისი უფლებებით საპროექტო შეთნხმების და გადაცემის ხელშეკრულების შესაბამისად, იმგვარად, რომ დაიცვას მსესხებლისა და ბანკის ინტერესები, წინამდებარე შეთანხმების დებულებებთან შესაბამისობა და მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რისთვისაც გამოიყო სესხი;
(გ) კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს, რომ ბენეფიციარებმა
(1) შეასრულონ საპროექტო შეთანხმების 2.01 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებები;
(2) არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა შეიმუშაონ ხარჯების ამოღების სატარიფო სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კორპორატიული განვითარების პროგრამაში მოცემულ რეკომენდაციებს; და
(3) არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა შეიმუშაონ შესაფერისი საბილეთო სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბენეფიციარების საჭიროებებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, როგორც ეს განსაზღვრულია კორპორატიული განვითარების პროგრამაში;
დ) უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ შეასრულოს საპროექტო შეთანხმებით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება:
1. პროექტის შეთანხმების 2.03 ნაწილში გათვალისწინებული საპროექტო ჯგუფის დანიშვნას და ოპერირებას.
2. პროექტისათვის საქონლის, სამუშაოების და მომსახურების შესყიდვას, როგორც ეს გათვალისწინებულია პროექტის შეთანხმების 2.04 ნაწილში;
3. გარემოსდაცვით და სოციალური საკითხებს, როგორც ეს გათვალისწინებულია პროექტის შეთანხმების 2.05 ნაწილში;
4. კონსულტანტების დასაქმებასა და მათ გამოყენებას პროექტის „ბ“ ნაწილის განხორციელებაში დახმარების მისაღებად, როგორც ეს გათვალისწინებულია პროექტის შეთანხმების 2.06 ნაწილში;
5. კორპორატიული განვითარების პროგრამის მომზადებასა და განხორციელებას;
6. პროექტთან, პროექტის ორგანიზაციასა და ბენეფიციარების საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადებასა და წარდგენას, როგორც ეს გათვალისწინებულია პროექტის შეთანხმების 2.07 ნაწილში; და
7. პროცედურების დაცვას, ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოებას, აუდიტსა და ბანკისთვის ფინანსური ანგარიშებისა და პროექტთან ან პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებიმიერი სხვა ინფორმაციის წარდგენას, როგორც ეს გათვალისწინებულია პროექტის შეთანხმების 2.01 ნაწილში.
(ე) მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომ პროექტის ორგანიზაცია ასრულებდეს გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას; და
(ვ) მიიღოს ან განხორციელოს ყველა დამატებითი ღონისძიება, რომელიც საჭიროა პროექტის დასრულებისათვის სათანადო სახსრების უზრუნველსაყოფად.
მუხლი IV – შეჩერება, დაჩქარება, გაუქმება
ნაწილი 4.01. შეჩერება
სტანდარტული ვადების და პირობების 7.01(ა)(xvii) ნაწილის მიზნებისთვის განისაზღვრება შემდეგი საკითხები:
(ა) მსესხებლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელ სისტემაში ცვლილებებია შესული, შეჩერებული, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე;
(ბ) პროექტის ორგანიზაციის დებულებაში ცვლილებებია შეტანილი, შეჩერებული, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რაც ბანკის აზრით მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე;
(გ) პროექტის ორგანიზაციაზე კონტროლი გადაეცა მესამე მხარეს, მაგრამ არა მსესხებელს;
(დ) პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეძლო საპროექტო შეთანხმების, პროექტის განხორიელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების ან/და გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება; ან
(ე) რომელიმე ბენეფიციარი ვერ ახერხებს შესაბამისი გადაცემის ხელშეკრულებით განსაზღვრული რომელიმე ვალდებულების შესრულებას.
ნაწილი 4.02. გადახდის ვადის დაჩქარება
სტანდარტული ვადების და პირობების 7.06 (ვ) ნაწილის მიზნებისთვის განსაზღვრულია შემდეგი საკითხები: 4.01 ნაწილში განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, რომელიც ევრობანკის მიერ მსესხებლისადმი გაგზავნილი შეტყობინებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გამოუსწორებლად გრძელდება.
მუხლი V – ძალაში შესვლა
ნაწილი 5.01. ძალაში შესვლის წინაპირობები
სტანდარტული ვადებისა და პირობების 9.02 (გ) ნაწილში განსაზღვრული საკითხების მიზნებისათვის შემდეგი საკითხები განისაზღვრება, როგორც წინამდებარე შეთანხმებისა და პროექტის ხელშეკრულების ძალაში შესვლის დამატებითი პირობები:
(ა) პროექტის შეთანხმება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით ხელმოწერილია და მიწოდებულია, ძალაში შესვლის ყველა წინაპირობა ან თანხების ჩამორიცხაზე პროექტის ორგანიზაციის უფლება – წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის გარდა ყველა სხვა შემთხვევაში – შესრულებულია; და
(ბ) ბანკს მიღებული აქვს პროექტის ორგანიზაციის წესდების დამოწმებული ასლები.
ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები
(ა) სტანდარტული ვადებისა და პირობების 9.03 (ა) ნაწილის მიზნებისთვის,
(1) სასესხო შეთანხმებისთვის სამართლებრივი დასკვნა მსესხებლის სახელით გაიცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ; და
(2) პროეტის განხორიელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულებასთან მიმართებით წერილი უნდა გაიცეს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ EBRD-სთვის, რაც მოიცავს:
(ა) პროექტის განხორიელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება უფლებამოსილია და მიწოდებულია მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ და წარმოადგენს ქმედით და მსესხებლის ფინანსთა სამინისტროსთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნებს, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება;
(ბ) სტანდარტული ვადებისა და პირობების 9.03 (გ) ნაწილის მიზნებისთვის, დასკვნა უნდა გაიცეს პროექტის ორგანიზაციის სახელით იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ და შემდეგი წარმოადგენს დამატებით საკითხებს ბანკისადმი მიწოდებულ დასკვნაში ან დასკვნებში გასათვალისწინებლად:
1. საპროექტო შეთანხმება უფლებამოსილი და მიწოდებულია და წარმოადგენს ქმედით და პროექტის ორგანიზაციისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნებს, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება;
2. თითოეული პროექტის განხორიელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება და გადაცემის ხელშეკრულება უფლებამოსილი და მიწოდებულია პროექტის ორგანიზაციის სახელით და წარმოადგენს ქმედით და პროექტის ორგანიზაციისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნებს, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება;
(გ) სტანდარტული ვადებისა და პირობების 9.03 (გ) ნაწილის მიზნებისთვის, დასკვნა უნდა გაიცეს მუნიციპალიტეტის სახელით იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ და შემდეგი წარმოადგენს დამატებით საკითხებს ბანკისადმი მიწოდებულ დასკვნაში ან დასკვნებში გასათვალისწინებლად:
(1) გადაცემის ხელშეკრულება უფლებამოსილი და მიწოდებულია მუნიციპალიტეტის სახელით და წარმოადგენს ქმედით და მუნიციპალიტეტისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნებს, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება.
ნაწილი 5.03. შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო
წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან 180 დღე განისაზღვრება სტანდარტული ვადების და პირობების 9.04 ნაწილის მიზნებისთვის.
მუხლი VI – სხვადასხვა
ნაწილი 6.01. შეტყობინებები
სტანდარტული ვადებისა და პირობების 10.01 ნაწილის მიზნებისთვის განისაზღვრება შემდეგი მისამართები:
მსესხებლისთვის:
საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო,
გორგასლის ქ. N16,
0114, თბილისი
საქართველო
ადრესატი: სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი
ბანკისთვის:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
საფონდო ბირჟის მოედანი N1,
ლონდონი, EC2A 2JN
გაერთიანებული სამეფო
ადრესატი: ოპერაციების ადმინისტრირების დეპარტამენტი
ელ-ფოსტა: oad@ebrd.com
ზემოხსენებულზე თანხმობის დასტურად შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას სამ ეგზემპლარად, (ორი ბანკისათვის, ერთი – მსესხებელისათვის), თბილისში, საქართველოში, ზემოთ პირველად მითითებულ დღესა და წელს.
საქართველო
ხელმომწერი: ______________________________
სახელი: ივანე მაჭავარიანი
თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ხელმომწერი: ______________________________
სახელი: კატარინა ბიორლინ ჰანსენი
თანამდებობა: რეგიონული დირექტორი, კავკასია
განრიგი 1 – პროექტის აღწერა
1. პროექტი მიზნად ისახავს მსესხებლის და ბაკურიანის მუნიციპალიტეტის დახმარებას მუნიციპალური მომსახურების გასაუმჯობესებლად, თანამედროვე დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსების და სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად, ბენეფიციარების სასარგებლოდ.
2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, რაც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებებს ბანკისა და მსესხებლის შეთანხმების საფუძველზე:
ნაწილი ა: კაპიტალური ხარჯები:
დიზელის საწვავზე მომუშავე თანამედროვე ავტობუსები;
სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებები ბენეფიციარებისთვის;
ნაწილი ბ: ტექნიკური თანამშრომლობა
კორპორატიული განვითარების პროგრამა;
კომპანიის სამუშაო ძალაში ქალების ჩართვისა და შენარჩუნების მხარდაჭერა.
3. პროექტის დასრულების მოსალოდნელი თარიღია 31 დეკემბერი, 2023.
განრიგი 2 – კატეგორიები და თანხების ჩამორიცხვა
1. წინამდებარე განრიგი თანდართულია ცხრილით, რომელშიც განსაზღვრულია კატეგორიები, სესხის ცალკეულ კატეგორიებში გამოსაყოფი რესურსის ოდენობა და ყოველ ცალკეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული ნაწილი.
2. ზემოთ მოცემული პირველი პარაგრაფის დებულების მიუხედავად, თანხების ჩამორიცხვა არ მოხდება:
(ა) სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩამორიცხვის თანხა ჯამში არ აღემატება სესხის 20%-ს, და შეიძლება, გამოიყოს კატეგორია (1)-სთვის;
(ბ) (1) კატეგორიით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად, ვიდრე ბანკი არ მიიღებს და დაამტკიცებს გარემოს დაცვისა და სოციალურ სამოქმედო გეგმას; და
(გ) ვიდრე არ მოხდება საპროექტო შეთანხმების 2.03 ნაწილში მითითებული პროექტის ჯგუფის განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ადეკვატური რესურსებით და დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებით, ბანკისთვის მისაღები პირობების გათვალისწინებით.
განრიგი 2-ის დანართი
კატეგორია
სესხის ვალუტაში წარმოდგენილი თანხების გადანაწილება
დასაფინანსებელი
ხარჯების პროცენტული ნაწილი
(1) საქონელი, სამუშაოები და მომსახურება A ნაწილისთვის
- სპეციალიზებული მანქანები
- ავტობუსები
3.300.000
1.650.000
საკონტრაქტო ღირებულების 100 პროცენტამდე, გადასახადების გამოკლებით
საკონტრაქტო ღირებულების 100 პროცენტამდე, გადასახადების გამოკლებით
(2) ადმინისტრირების საკომისიო
50.000
100%
სულ
5.000.000