საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი (2016 წ.)

მიღების თარიღი 29.05.2020
ძალაში შესვლა 01.11.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18/228
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016624
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2020
matsne.gov.ge 575 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2020 მიღება
01.11.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
საქართველოს მთავრობის სახელით თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ხელმოწერა: ხელმოწერა:
სახელი: პოლკოვნიკი მამუკა სამხარაძე სახელი: პოლკოვნიკი მესუთ ერგე
თანამდებობა: საქართველოს თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში თანამდებობა: ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის გენერალური დირექტორის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი (2017 წ.) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 99% 29.05.2020 საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 11.02.2019 საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 29.12.2017 საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 29.12.2017 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით ლევან კაკავა 89% 07.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი (2016 წ.) საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი პრეამბულა „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას  შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ 2016 წლის 28 დეკემბრის შეთანხმებაზე დაყრდნობით (შემდგომში მოხსენიებული როგორც „შეთანხმება“), საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში ცალკე მოხსენიებულნი, როგორც ,,მხარე“ და ერთობლივად მოხსენიებულნი როგორც „მხარეები“)  შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი I მიზანი წინამდებარე ოქმის მიზანია 2016 წლის უცხოური სამხედრო ლოგისტიკური დახმარების პროექტის განსაზღვრა, რომელიც განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2016 წლის 28 დეკემბრით დათარიღებულ შეთანხმებაზე დაყრდნობით. მუხლი II 2016 წლის უცხოური სამხედრო ლოგისტიკური დახმარების პროექტი 1. შეთანხმების შესაბამისად თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან დაგეგმილია საქართველოსათვის 500.000,00 (ხუთასი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით დახმარების გაწევა. 2. ამ თანხით სამხედრო აღჭურვილობით დახმარება უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტების განსახორციელებლად. მუხლი III ზოგადი დებულებები 1. პროექტის განსახორციელებლად შესაძენი აღჭურვილობის სახეობა და რაოდენობა განისაზღვრება მხარეთა მიერ პროექტის სახით თბილისში სამხედრო ატაშესთან ერთობლივი მუშაობის მეშვეობით და საბოლოო ფორმა მიეცემა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ. 2. გრანტის სახით გადასაცემი მასალის შეძენა განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ თურქეთიდან, მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად. 3. ამ თანხებით, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, არ შესრულდება სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, არ იქნება შეძენილი მოხმარების საგნები. 4. გრანტის სახით გადაცემული მასალა, დაგეგმილი პროექტის გარდა, რაიმე სხვა მიზნებისათვის არ იქნება გამოყენებული. 5. გრანტის სახით გადაცემული მასალა მესამე ქვეყანას ან ორგანიზაციას გადაცემა და დაკავშირებული მასალების განკარგვა მოხდება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს თანხმობით. 6. გრანტის სახით გადაცემული მასალის საქართველოში შეტანის დროს ყველა საბაჟო პროცედურა განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, რომელიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროთი. ეს პროცედურები თურქეთის რესპუბლიკისათვის არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ, ადმინისტრაციულ და სამართლებრივ ვალდებულებებს. 7. გრანტის სახით გადაცემული მასალის ტექნიკური მომსახურება, ფუნქციონირება და მოვლა-შენარჩუნება განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. მუხლი IV უფლებამოსილი ორგანოები და საკონტაქტო პირები 1. წინამდებარე ოქმის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოებია: თურქული მხარის სახელით: თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო. ქართული მხარის სახელით: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 2. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებით საკონტაქტო პირები არიან: თურქული მხარის სახელით: თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე თბილისში. ქართული მხარის სახელით: საქართველოს თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში. მუხლი V დავათა მოგვარება, ცვლილებები და დამატებები 1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ოქმის განმარტებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების და/ან კონსულტაციების გზით და არ გადაეცემა ნებისმიერ მესამე მხარეს, ორგანიზაციას, არბიტრს, ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლოს. 2. წინამდებარე ოქმში, მხარეთა უერთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე ოქმის VI მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით გაფორმებული დოკუმენტები წარმოადგენს წინამდებარე ოქმის განუყოფელ ნაწილს. მუხლი VI ძალაში შესვლა  წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეთა მიერ წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. მუხლი VII მოქმედების ვადა და შეწყვეტა 1. წინამდებარე ოქმი მოქმედებს იმ შეთანხმების მოქმედების ვადის განმავლობაში, რომელსაც ოქმი ეყრდნობა. შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში, წინამდებარე ოქმი შეწყდება სხვა შემდგომი რაიმე მოქმედების გარეშე. 2. თუ ერთ-ერთი მხარე მივა დასკვნამდე, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ან არ შეუძლია შეასრულოს წინამდებარე ოქმის დებულებები, ოქმი შეწყდება ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის წინამდებარე ოქმის შეწყვეტის შესახებ ცალმხრივად გაკეთებული წერილობითი შეტყობინების დღიდან. მუხლი VIII ტექსტი და ხელმოწერა შესრულებულია ქ. ანკარაში, 2020 წლის 29 მაისს ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ხელმოწერა: ხელმოწერა: სახელი: პოლკოვნიკი მამუკა სამხარაძე სახელი: პოლკოვნიკი მესუთ ერგე თანამდებობა: საქართველოს თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში თანამდებობა: ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის გენერალური დირექტორის მოადგილე