⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.04.2002)
გაუქმებულია:

„ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისათვის ადგილობრივი წარმოების ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების აქციზური მარკების გაცემის შესახებ“

მიღების თარიღი 29.12.1999
ძალის დაკარგვა 02.04.2002
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №262
სარეგისტრაციო კოდი 090.012.004.008
გამოქვეყნების წყარო სსმ, 73(80), 31/12/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 189 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.1999 მიღება
02.04.2002 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისათვის ადგილობრივი წარმოების ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების აქციზური მარკების გაცემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №262 1999 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისათვის ადგილობრივი წარმოების ლუდისა და ალკოჰოლიანი  სასმელების აქციზური მარკების გაცემის შესახებ ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების მიერ წარმოებული ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა და ამ რეგიონიდან საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადების მობილიზების მიზნით, ვბრძანებ: 1. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურს (ლევან ქოჩქიანი) მოახდინოს ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისათვის ადგილობრივი წარმოების ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების აქციზური მარკების გაცემა დადგენილი წესისამებრ. 2. დადგინდეს, რომ აღნიშნულ რეგიონში ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების და ლუდის წარმოების მოცულობიდან გამომდინარე აქციზური მარკების გაცემა იწარმოებს გარკვეული რეჟიმით და მისი კვოტა განისაზღვრება ყოველთვიურად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით. 3. ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები ცენტრალურ ბიუჯეტში აქციზს გადაიხდიან საქართველოს ეროვნულ ბანკში სპეციალურად გახსნილ შემდეგ ანგარიშებზე: ა) ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლიანი სასმელებისათვის 074103304; ბ) ადგილობრივი წარმოების ლუდისათვის 077103204. აღნიშნული მეწარმე სუბიექტები გადახდის დამადასტურებელ ქვითარს წარუდგენენ აქციზური მარკების სამსახურს დადგენილი წესისამებრ. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 6 დეკემბრის №254 ბრძანება „ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისათვის ადგილობრივი წარმოების ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების აქციზური მარკების გაცემის შესაბებ“. დავით ონოფრიშვილი.