„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.134.016318
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2020 წლის 6 ნოემბერი

დაბა ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.134.016191.17/03/2016). შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართს დაემატოს „მუხლი 31“ შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31.

რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის საქმიანობისათვის სპორტის დარგში (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სექცია R, განყოფილება 93, ჯგუფი 93.1-ის კლასი 93.11, 93.12 პუნქტებით განსაზღვრული სპორტული ობიექტები (ღია, დახურული ან გადახურული, დასასხდომი ადგილებით ან მათ გარეშე), რომლებიც გამოიყენება პროფესიონალი ან/და დამწყები სპორტსმენების მოსამზადებლად, სავარჯიშოდ ან/და სპორტული ღონისძიებების, შეჯიბრებების ჩასატარებელად, გარდა 93.13 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მათ მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 0,01%-ის ოდენობით.

(შენიშვნა: საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის დოკუმენტის ხილვა შესაძლებელია ბმულზე: https://napr.gov.ge/source/ekonomikur%20saqmianobata%20reestri/NACE_Rev_2.pdf)“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართს დაემატოს „მუხლი 9“ შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რომელზეც განთავსებულია სპორტული ობიექტები (ღია, დახურული ან გადახურული, დასასხდომი ადგილებით ან მათ გარეშე), რომლებიც გამოიყენება პროფესიონალი ან/და დამწყები სპორტსმენების მოსამზადებლად, სავარჯიშოდ ან/და სპორტული ღონისძიებების, შეჯიბრებების ჩასატარებელად, გარდა ფიტნესის და ბოდი-ბილდინგის ობიექტებისა და ტერიტორიული ზონირება იძლევა საშუალებას გამოიყოს ასეთი სპორტული ობიქტების ინტენსიური განთავსების ზონები/ტერიტორიები) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს გადასახადის საბაზისო განაკვეთის (0.24 ლარი) გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე, რომელიც არის 0.01. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი 1მ2 განისაზღვროს: 0.01 X 0.24 = 0.024 ლარის ოდენობით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.11.2020.
როდის იქნა მიღებული „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 06.11.2020. მიმღები ორგანო — ქედის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 200130000.35.134.016318.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №24, 06.11.2020, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.134.016318 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5029092/