„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №667 |
|
2020 წლის 6 ნოემბერი ქ. თბილისი |
„2. ამ პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (გარდა აღნიშნული სასამართლოების აპარატებისა), საქართველოს პროკურატურაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის, თავდაცვის ძალებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში, საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სამხედრო სამსახურში, დიპლომატიურ სამსახურში, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, სსიპ − საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირების გავლის საკითხებზე.“.
|