ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩების შესახვევებისა და ჩიხების სახელდების დაზუსტების თაობაზე

მიღების თარიღი 06.11.2020
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №110
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/11/2020
matsne.gov.ge 428 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 03.07.2020 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ რუხში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 05.05.2023 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩების სახელების დაზუსტების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 30.03.2023 ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჭითაუშქურისა და გვიმარონის ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 28.11.2025 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ტერიტორიაზე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 04.04.2025

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩების შესახვევებისა და ჩიხების სახელდების დაზუსტების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №110 2020 წლის 6 ნოემბერი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩების შესახვევებისა და ჩიხების სახელდების დაზუსტების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დავით გახარიას 2019 წლის 12 დეკემბრის №1031/03 მომართვისა და საქართველო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 200 წლის 30 ოქტომბრის №01/3797 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება: 1. ზუგდიდის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ილია ჭავჭავაძის, სიმონ ჩიქოვანის, ენგურის, მიხეილ ხერგიანის, ეგნატე ფიფიას, ეროსი მანჯგალაძის, სლავა მეტრეველის, და პიერ კობახიძის ქუჩებზე არსებული შესახვევბი და ჩიხები დაზუსტდეს (№1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8) დანართების შესაბამისად; კერძოდ: ა) ილია ჭავჭავაძის ქუჩის სათავედ განისაზღვროს ქ. ზუგდიდის სოხუმის ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაწულუკუმდე დამტკიცდეს ილია ჭავჭავაძის ქუჩის I, II, III შესახვევები და I, II, III, IV და V ჩიხები დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) ქ. ზუგდიდის სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სათავედ განისაზღვროს ქ. ზუგდიდის სოხუმის ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს ქ. ზუგდიდის ილია ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე დამტკიცედეს სიმონ ჩიქოვანის ჩიხი დანართი №2-ის შესაბამისად;. გ) ქ. ზუგდიდის ენგურის ქუჩის სათავედ განისაზღვროს ქ, ზუგდიდის ილია ჭავჭავაძის II შესახვევის გადაკვეთა და გაგრძელდეს ქ.ზუგდიდის სიმონ ჩიქოვანის ქუჩის გადაკვეთამდე დამტკიცდეს ენგურის I შესახვევი დანართი №3-ის შესაბამისად; დ) ქ. ზუგდიდის მიხეილ ხერგიანის ქუჩის სათავედ განისაზღვროს ქ.ზუგდიდის თამარ ყუფუნიას ქუჩის გადაკვეთა. მიხეილ ხერგიანის ქუჩას დაემატოს I, II ჩიხი და ის გაგრძელდეს №4-ის დანართის შესაბამისად; ე) ეგნატე ფიფიას ქუჩის სათავედ განისაზღვროს ქ.ზუგდიდის მიხეილ ხერგიანის ქუჩის გადაკვეთა, ამავე ქუჩის I, II, III შესახვევებისა და I, II ჩიხების ფორმირება და გაგრძელება განხორციელდეს დანართი №5-ის შესაბამისად. ვ) ქ.ზუგდიდის ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სათავედ განისაზღვროს ქ.ზუგდიდის თამარ ყუფუნიას ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ.რუხამდე . დამტკიცდეს ეროსი მანჯგალაძის ქუჩის II ჩიხი დანართი №6-ის შესაბამისად; ზ) ქ.ზუგდიდის სლავა მეტრეველის ქუჩის სათავედ განისაზღვროს ქ.ზუგდიდის თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. რუხამდე. დამტკიცდეს სლავა მეტრეველის ქუჩაზე I და II შესახვევი და I ჩიხი დანართი №7-ის შესაბამისად; თ) ქ.ზუგდიდის პიერ კობახიძის ქუჩის სათავედ განისაზღვროს ქ.ზუგდიდის ალექსანდრე პუშკინის ქუჩის გადაკვეთა, დამტკიცდეს აღნიშნული ქუჩის I, II და III შესახვევი და ქუჩის გაგრძელება დანართი №8-ის შესაბამისად. 2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას; 3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე; 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის. ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).  საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           მამუკა წოწერია