საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 18.11.2020
ძალაში შესვლა 01.12.2020
ძალის დაკარგვა 26.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №275
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017394
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.07.2012
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება
№275
2020 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“ თანდართული რედაქციით (დანართი №1);
ბ) „საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული რიგი საქონლის „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2017 წლის რედაქციის საფუძველზე მომზადებულ „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურასთან (სეს ესნ)“ კორელაციის ცხრილი“ თანდართული რედაქციით (დანართი №2).
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან.საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი