ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 12.11.2020
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016418
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/11/2020
matsne.gov.ge 886 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ადმინისტრაციული ორგანო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია/საკრებულო.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 21.05.2021 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 18.02.2020 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 29.12.2017 ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.03.2023 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 29.07.2022

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2020 წლის 12 ნოემბერი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და „კულტურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესი’’  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე დანართი ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის  განთავსების წინამდებარე წესი (შემდგომში − წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ვრცელდება  ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2. ამ წესის მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება. 3. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებისას დაცული უნდა იქნეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. 4. ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებისას, მუნიციპალიტეტმა ითანამშრომლოს შესაბამისი სფეროს სახელმწიფო და  საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1.   ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია − სხვადასხვა მასალით შექმნილი ობიექტი: ძეგლი, ობელისკი, ინსტალაცია, კონცეპტუალური ხელოვნების ობიექტი, მემორიალური დაფა რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ენაზე მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:   ავტორი, ან ავტორები, განთავსების თარიღი და მასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინფორმაცია არქიტექტურულ-მხატვრულ კომპოზიციაზე, საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე; ბ) სამსახური − ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური; გ) სამინისტრო − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; დ) კომისია −  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია, რომელიც ახდენს   ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსათავსებელი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციისათვის შესაბამისი ესკიზის თაობაზე  კონკურსის   გამოცხადებას და ახდენს საუკეთესო ნაშრომის გამოვლენას; ე) ადმინისტრაციული ორგანო  – ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია/საკრებულო. მუხლი 3🔗. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის ინიცირება 1. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის ინიცირების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 2.  საკითხის ინიცირებისთვის დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას. 3. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი); ბ) ინფორმაციას, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ; გ) ინფორმაცია იმ პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის ან განსათავსებელი ობიექტის მხატრული ღირებულების შესახებ, რომელსაც უკავშირდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა რეკვიზიტებს; ე) საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას. 4. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის განცხადებით გათვალისწინებულია მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსება, განცხადებას ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა უნდა  ერთოდეს: ა)  მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) პროექტი, ესკიზი და მოდელი, შესასრულებელი მასალის მითითებით; ბ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) განთავსების მისამართი(ადგილმდებარეობა) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი(მიწაზე საკუთრების დამდგენი დოკუმენტი), საკადასტრო გეგმა(ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) განშლის ამსახველი ფოტომასალა; დ) მესაკუთრის თანხმობა (საჭიროების შემთხვევაში) ; 5. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას, ახალციხის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცეს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია ან/და განახორციელოს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებასთან დაკავშირებული სამუშაოები საკუთარი რესურსით,  განცხადებას  თან უნდა ერთვოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 6. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სამსახურის მიერ საკრებულოს არ წარედგინება განცხადებით გათვალისწინებული საკითხი განსახილველად, განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის თაობაზე ინიცირებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ტექნიკური დამუშავება, განცხადება თანდართული მასალებით გადაეგზავნება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის   განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის. მუხლი 4🔗. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შერჩევა ღია კონკურსით 1.  ახალციხის მუნიციპალიტეტი, საკუთარი ინიციატივით ახდენს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შერჩევას ღია კონკურსის გზით, რომლის ჩატარების მიზანია, კონკურსის საფუძველზე საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის გამოვლენა. 2. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის შერჩევის ღია კონკურსის  გამოცხადების, საკონკურსო ვადების, კონკურსის პირობების, შედეგების, საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის გამოვლენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია. 3. კომისიის მუშაობის წესი და პირობები განისაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული, შესაბამისი კომისიის დებულების თანახმად. 4. კონკურსის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირი; 5. კონკურსის მიმდინარეობისას შესაძლებელია გაიმართოს  საჯარო განხილვა  და დისკუსია, მოხდეს მათი გაშუქება მედიასაშუალებებით და ა.შ. 6. საკონკურსო კომისია კონკურსში მონაწილეთაგან გამოავლენს გამარჯვებულს/გამარჯვებულებს. 7.  კონკურსის საუკეთესო არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის ავტორთან, ახალციხის მუნიციპალიტეტი, პროექტის დამუშავების თაობაზე უზრუნველყოფს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას. კონკურსის მეორე ან/და მესამე ადგილების არსებობის შემთხვევაში,  გამარჯვებულებს გადაეცემა შესაბამის ჯილდო. მუხლი 5🔗. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებისთვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი საქონლის,  მომსახურებისა ან სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ახალციხის  მუნიციპალიტეტი,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად,  მუნიციპალიტეტი სამინისტროს წარუდგენს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანებით გათვალისწინებულ მასალებს. 3. ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებისთვის საჭირო შესყიდვის განხორციელების თაობაზე, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 4. ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივი ან/და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, თვითმმართველობის მიერ კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება, ნებაყოფლობითობის პრინციპის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ, შესაძლებელია  განხორციელდეს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით.