ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2020 წლის 12 ნოემბერი ქ. ახალციხე |
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და „კულტურის შესახებ’’ საქართველო ს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესი
2. ამ წესის მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.
3. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებისას დაცული უნდა იქნეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
4. ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებისას, მუნიციპალიტეტმა ითანამშრომლოს შესაბამისი სფეროს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
ა) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია − სხვადასხვა მასალით შექმნილი ობიექტი: ძეგლი, ობელისკი, ინსტალაცია, კონცეპტუალური ხელოვნების ობიექტი, მემორიალური დაფა რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ენაზე მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ავტორი, ან ავტორები, განთავსების თარიღი და მასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინფორმაცია არქიტექტურულ-მხატვრულ კომპოზიციაზე, საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე;
ბ) სამსახური − ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;
გ) სამინისტრო − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
დ) კომისია − ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია, რომელიც ახდენს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსათავსებელი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციისათვის შესაბამისი ესკიზის თაობაზე კონკურსის გამოცხადებას და ახდენს საუკეთესო ნაშრომის გამოვლენას;
ე) ადმინისტრაციული ორგანო – ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია/საკრებულო.
2. საკითხის ინიცირებისთვის დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი);
ბ) ინფორმაციას, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ;
გ) ინფორმაცია იმ პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის ან განსათავსებელი ობიექტის მხატრული ღირებულების შესახებ, რომელსაც უკავშირდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა რეკვიზიტებს;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას.
4. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის განცხადებით გათვალისწინებულია მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსება, განცხადებას ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა უნდა ერთოდეს:
ა) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) პროექტი, ესკიზი და მოდელი, შესასრულებელი მასალის მითითებით;
ბ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) განთავსების მისამართი(ადგილმდებარეობა) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი(მიწაზე საკუთრების დამდგენი დოკუმენტი), საკადასტრო გეგმა(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) განშლის ამსახველი ფოტომასალა;
დ) მესაკუთრის თანხმობა (საჭიროების შემთხვევაში) ;
5. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას, ახალციხის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცეს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია ან/და განახორციელოს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებასთან დაკავშირებული სამუშაოები საკუთარი რესურსით, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
6. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სამსახურის მიერ საკრებულოს არ წარედგინება განცხადებით გათვალისწინებული საკითხი განსახილველად, განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის თაობაზე ინიცირებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ტექნიკური დამუშავება, განცხადება თანდართული მასალებით გადაეგზავნება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის.
2. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის შერჩევის ღია კონკურსის გამოცხადების, საკონკურსო ვადების, კონკურსის პირობების, შედეგების, საუკეთესო საპროექტო წინადადებისა და ესკიზის გამოვლენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია.
3. კომისიის მუშაობის წესი და პირობები განისაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული, შესაბამისი კომისიის დებულების თანახმად.
4. კონკურსის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირი;
5. კონკურსის მიმდინარეობისას შესაძლებელია გაიმართოს საჯარო განხილვა და დისკუსია, მოხდეს მათი გაშუქება მედიასაშუალებებით და ა.შ.
6. საკონკურსო კომისია კონკურსში მონაწილეთაგან გამოავლენს გამარჯვებულს/გამარჯვებულებს.
7. კონკურსის საუკეთესო არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის ავტორთან, ახალციხის მუნიციპალიტეტი, პროექტის დამუშავების თაობაზე უზრუნველყოფს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას. კონკურსის მეორე ან/და მესამე ადგილების არსებობის შემთხვევაში, გამარჯვებულებს გადაეცემა შესაბამის ჯილდო.
2. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მუნიციპალიტეტი სამინისტროს წარუდგენს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანებით გათვალისწინებულ მასალებს.
3. ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებისთვის საჭირო შესყიდვის განხორციელების თაობაზე, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
4. ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივი ან/და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, თვითმმართველობის მიერ კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება, ნებაყოფლობითობის პრინციპის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ, შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით.