სს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „სარაჯიშვილი“ იწვევს თავის აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2020 წლის 30 ნოემბერს 14:00 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. №4. აქციონერთა კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორში“, რომელიც მდებარეობს: ქ. თბილისში, ი. მოსაშვილის ქ. №11, მე-7 სართული, ტელ.: 2225351, შესვენება14:00-დან 15:00 საათამდე.
დღის წესრიგი:
1. 2019 წლის სამეურნეო-საფინანსო შედეგების განხილვა-დამტკიცება (მომხ. ზურაბ ბუბუტეიშვილი).
2. 2019 წლის წმინდა მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება (მოხმ. ზურაბ ბუბუტეიშვილი).
3. სხვადასხვა.
დეტალური ინფორმაცია განსახილველ საკითხებზე აქციონერებს შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების დირექციაში ან ტელეფონზე: 577 777724, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, 10:00-დან 17:00 საათამდე.
სს „სარაჯიშვილის სამეთვალყურეო საბჭო“