📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებით სარგებლობაში გადაცემისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული იარაღის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.11.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №650
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.027.017144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/11/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,876 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი 92% 08.07.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 26.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებით სარგებლობაში გადაცემისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული იარაღის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  №650 2020 წლის 11 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებით სარგებლობაში გადაცემისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული იარაღის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 14​4 მუხლის 1​1 პუნქტის, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-3 მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებით სარგებლობაში გადაცემისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული იარაღის შენახვისა და გაცემის თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 აგვისტოს №176 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებით სარგებლობაში გადაცემისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული იარაღის შენახვისა და გაცემის წესი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესის მოქმედების სფერო 1. ეს წესი განსაზღვრავს „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის (მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე) და ამავე დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სამინისტროს უფლებამოსილი მოხელეებისათვის (შემდგომ – სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებით სარგებლობაში გადაცემის (შემდგომ – ნებართვის გაცემა), აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) ბალანსზე რიცხული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  იარაღისა და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის (შემდგომ – იარაღი) შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესს, პირობებსა და პროცედურებს. 2. ამ წესში ძირითადი ტერმინები გამოყენებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობით. მუხლი 2🔗. ზოგადი პრინციპები სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების ნებართვის გაცემის, აგრეთვე, იარაღის შენახვისა და გაცემის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) მკაცრი აღრიცხვიანობა; გ) სამსახურებრივ კონტროლს დაქვემდებარება; დ) უსაფრთხოების დაცვა; ე) ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესების ცოდნა. თავი II. ნებართვის გაცემა, აღრიცხვა, შეჩერება და გაუქმება მუხლი 3🔗. ნებართვის გაცემის საფუძვლები 1. სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების ნებართვა გაიცემა საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით). 2. ნებართვა გაიცემა, თუ სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეს: ა) გავლილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სპეციალური კურსი ან ნამუშევარი აქვს სამართალდამცავ ორგანოში, სადაც ატარებდა სამსახურებრივ-საშტატო იარაღს; ბ) წარდგენილი აქვს განცხადება ნებართვის მიღების მოთხოვნით, სადაც მითითებული უნდა იყოს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული იარაღის თუ თავის საკუთრებაში არსებული იარაღისათვის; გ) წარდგენილი აქვს შენახვის უფლებით იარაღის საკუთრებად რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის დედანი და ასლი, თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს მის საკუთრებაში არსებული იარაღისთვის. 3. სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეზე ნებართვა არ გაიცემა, თუ: ა) მას შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით; ბ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა; გ) მის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ჩადენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება; დ) მას ჩადენილი აქვს მძიმე დისციპლინური გადაცდომა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა არ არის გასული; ე) იგი კანონით დადგენილი წესით ცნობილია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოძალადედ - დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის მოქმედების ვადით, რაც ცნობილი გახდა სამინისტროსათვის. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტები სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ წარედგინება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და გენერალურ ინსპექციას, რის შემდეგაც სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ადგენს პირად საქმეს, რომელშიც ჩაიკერება წარდგენილი დოკუმენტების ასლები, ამზადებს ბრძანების პროექტს სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების ნებართვის გაცემის შესახებ (მასში მიეთითება იარაღის მოდელი და საქარხნო ნომერი) და მას ხელმოსაწერად წარუდგენს მინისტრს. მუხლი 4🔗. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარებაზე ნებართვების რეესტრი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი აწარმოებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების ნებართვების ელექტრონულ რეესტრს (დანართი №1), რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები: ა) სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის სახელი, გვარი; ბ) სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა, მისთვის მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება; გ) ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების რეკვიზიტები (ნომერი და თარიღი); დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოდელი და საქარხნო ნომერი, საკუთრება; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; ვ) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი და ნომერი; ზ) არსებობის შემთხვევაში – აღნიშვნა ნებართვის ცვლილების/შეჩერების/გაუქმების შესახებ (შესაბამისი ბრძანების რეკვიზიტები –ნომერი და თარიღი); თ) უფლებამოსილი პირის, რომელმაც შეასრულა რეესტრის ჩანაწერი სახელი, გვარი, თანამდებობა. მუხლი 5🔗. სამსახურებრივ მოწმობაში იარაღის ტარების უფლების აღნიშვნა 1. სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება დასტურდება მინისტრის ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) დამტკიცებული შესაბამისი ფორმის სამსახურებრივი მოწმობით, რომელიც გაიცემა შესაბამის თანამდებობაზე პირის დანიშვნასთან ერთად, დადგენილი პროცედურით და ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოწმობა მინისტრზე, მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებზე იარაღის ტარების უფლების შესახებ აღნიშვნით გაიცემა თანამდებობაზე მათ დანიშვნასთან ერთად, დადგენილი პროცედურით და ვადაში. მუხლი 6🔗. ნებართვის შეჩერება და გაუქმება 1. ნებართვა ექვემდებარება მინისტრის აქტით შეჩერებას, თუ: ა) სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეს არანაკლებ 2 თვის ვადით შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება –უფლებამოსილების შეჩერების ვადით; ბ) დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურისათვის საქართველოს მოქალაქეობის შესაწყვეტად, რაც ცნობილი გახდა სამინისტროსათვის – წარმოების მიმდინარეობის ვადით; გ) სამინისტროსათვის ცნობილი გახდა უფლებამოსილი მოსამსახურის მიმართ დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გამოცემის შესახებ, რომლითაც/რომლებითაც მას ჩამოერთვა სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ორდერის მოქმედების პერიოდში/ორდერში მითითებულ პერიოდში – აღნიშნული ვადით, ხოლო შემაკავებელი ორდერის საფუძველზე იარაღით შეზღუდული სარგებლობის უფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში – ასევე ამ შეზღუდვის მოქმედების ვადით (ამ შემთხვევაში, თუ ორდერი გამოცემულია სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიმართ (გარდა მინისტრის მოადგილისა და გენერალური ინსპექციის უფროსისა) – გენერალური ინსპექციის უფროსის/კურატორი მინისტრის მოადგილის წარდგინებით). 2. ნებართვა ექვემდებარება მინისტრის აქტით გაუქმებას, თუ: ა) სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე გათავისუფლდა სამსახურიდან; ბ) სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა; გ) სამინისტროს უფლებამოსილმა მოსამსახურემ ჩაიდინა მძიმე დისციპლინური გადაცდომა; დ) გამოვლინდა, რომ სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეს ნებართვა მიღებული აქვს არასწორი ან არასრული მონაცემების (საბუთების) საფუძველზე; ე) სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეს აღარ უკავია სამინისტროში „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი საფუძვლების გარდა, მინისტრი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გააუქმოს გაცემული ნებართვა. 3. მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიეთითება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით ნებართვის გაუქმების შესახებ, ასეთი ნებართვის არსებობის შემთხვევაში. 4. ნებართვის შეჩერების, ასევე, გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი აღნიშვნა კეთდება ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ რეესტრში და შესაბამისი ბრძანება გადაეგზავნება შესაბამის მოსამსახურეს, გენერალური ინსპექციის უფროსს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თუ პირს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გადაცემული ჰქონდა აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი სამსახურის მიერ. 5. ნებართვის შეჩერების, ასევე, გაუქმების შემთხვევაში პირი ვალდებულია, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა პირადად ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით დაუბრუნოს იარაღი აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილ სამსახურს და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. 6. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადედ ცნობილი სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურისათვის იარაღის შენახვის ან აღნიშნულ პერიოდში მისი დროებით ჩამორთმევის პირობები განისაზღვრება შესაბამისი ორდერით. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების შემთხვევებში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოძალადის იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. მუხლი 7🔗. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება 1. მინისტრზე, მინისტრის პირველ მოადგილესა და მინისტრის მოადგილეზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება (სხვა სათანადო მონაცემების მითითებით),  „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, დასტურდება სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, შესაბამისი ნებართვის გაცემით. თავი III. იარაღის აღრიცხვა, შენახვა და გაცემა მუხლი 8🔗. იარაღის აღრიცხვა 1. იარაღი, მისი შენახვის მიზნით, ექვემდებარება აღრიცხვას, რაც გულისხმობს სააღრიცხვო მონაცემებში ჩანაწერების წარმოებასა და იარაღის ტექნიკური მდგომარეობის აღრიცხვას. 2. იარაღის აღრიცხვა უნდა იყოს დროული, სრული, ოპერატიულად ხელმისაწვდომი და ზუსტი. მუხლი 9🔗. იარაღის შენახვა და საიარაღო ოთახის (საცავის) უსაფრთხოების პირობები 1. სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურეთათვის, აგრეთვე აღსრულების პოლიციელთათვის განკუთვნილი იარაღი ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე. 2. იარაღი უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე)  გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. 3. იარაღი ინახება აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის შენობაში, სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ საიარაღო ოთახში (საცავში), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების შემდეგ პირობებს: ა) საიარაღო ოთახი (საცავი) განთავსებული უნდა იყოს აღსრულების პოლიციის სამმართველოს შენობის „0“ (ნულ) სართულზე (სარდაფში); ბ) საიარაღო ოთახი (საცავი) აღჭურვილი უნდა იყოს ლითონის გისოსიანი, ასევე ყრუ ლითონის კარით, რომელიც აყვანილია სიგნალიზაციაზე; გ) საიარაღო ოთახის (საცავის) შესასვლელი უნდა კონტროლდებოდეს სამეთვალყურეო კამერებით; დ) საიარაღო ოთახს (საცავს) უნდა ჰქონდეს ოთხმხრივ ყრუ კედელი; ე) საიარაღო ოთახში (საცავში) შესასვლელი ყრუ ლითონის კარის შემდეგ განთავსებული უნდა იყოს ხის მაგიდა-წინაღობა; ვ) საიარაღო ოთახში (საცავში) განთავსებული უნდა იყოს ლითონის კარადები, რომლებშიც ინახება იარაღი. მუხლი 10🔗. მოთხოვნები იარაღის გაცემისათვის იარაღის გასაცემად სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეზეე გაცემული უნდა იყოს იარაღის ტარების ნებართვა, ხოლო აღსრულების პოლიციელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასა და არ უნდა არსებობდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება. მუხლი 11🔗. იარაღის გაცემა სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეზე 1. იარაღი სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეზე გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოწმობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაში – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს) მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გზით. 2. სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეზე გაცემული იარაღის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა და იარაღის გაცემის/ჩაბარების აღრიცხვა/კონტროლი ხორციელდება ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული წესით. მუხლი 12🔗. იარაღის გაცემა აღსრულების პოლიციელზე 1. იარაღი აღსრულების პოლიციელზე გაიცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის წერილობითი ნებართვის საფუძველზე, სამუშაო დროის დაწყებისას. 2. აღსრულების  ეროვნული  ბიუროს  სტრუქტურული ერთეულის – აღსრულების  პოლიციის სამმართველოს უფროსი (მისი არყოფნის შემთხვევაში – აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე) ყოველდღიურად განსაზღვრავს, თუ რომელ აღსრულების პოლიციელზე უნდა გაიცეს იარაღი კონკრეტული საქმიდან გამომდინარე. 3. იარაღის გაცემის წინ აღსრულების პოლიციელს უტარდება ინსტრუქტაჟი უსაფრთხოებისა და იარაღის გამოყენების წესების შესახებ. 4. აღსრულების პოლიციელის მიერ იარაღის ჩაბარება ხდება მისი გაცემისათვის დადგენილი წესით, სამუშაო დროის დამთავრებისას. 5. იარაღის გაცემა/ჩაბარება ფიქსირდება იარაღის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალში იარაღის სახეობის, სერიის, საქარხნო ნომრის, საბრძოლო ტყვიების რაოდენობისა და გაცემის/ჩაბარების დროის (დღის, საათისა და წუთის) მითითებით. იარაღის გაცემა/ჩაბარება მოწმდება სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამცემი და მიმღები პირის ხელმოწერით. 6. იარაღის შენახვაზე, გაცემასა და ჩაბარებაზე კონტროლს ახორციელებს აღსრულების  ეროვნული  ბიუროს  სტრუქტურული ერთეულის – აღსრულების  პოლიციის  სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსი. თავი IV. გარდამავალი დებულებები მუხლი 13🔗. გარდამავალი დებულებები 1. ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყონ სამინისტროს ბალანსზე რიცხული იარაღის აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა. 2. ამ წესის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში აღსრულების პოლიციელზე არ ვრცელდება ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება – გავლილი ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სპეციალური კურსი ან ნამუშევარი ჰქონდეს სამართალდამცავ ორგანოში, სადაც ატარებდა სამსახურებრივ-საშტატო იარაღს. აღსრულების პოლიციელებისათვის, რომლებსაც არ აქვთ გავლილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სპეციალური კურსი ან ნამუშევარი სამართალდამცავ ორგანოში, სადაც ატარებდნენ სამსახურებრივ-საშტატო იარაღს, სპეციალური კურსის ორგანიზება ამ წესის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში უზრუნველყოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა –საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა.