სახელმწიფო პროგრამის − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/მიკროსესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 12.11.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №678
სარეგისტრაციო კოდი 220090000.10.003.022399
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,386 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ
აწარმოე საქართველოში
მუხლი 2
მეწარმე სუბიექტი
ამ პროგრამის მიზნებისათვის, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომლის საქმიანობის პროფილის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ იგი ახორციელებს ღონისძიებების/შეკრებების/გამოფენების/ კონფერენციების/შეხვედრების/წვეულებების  ორგანიზებას აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების ადგილებში პერსონალის მართვითა და მიწოდებით, ასევე საკვების მიწოდების სერვისით ან ამ სერვისის გარეშე, კომერციულ  ბანკთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრულება და მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში
მუხლი 2
პროგრამის ბენეფიციარი
მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად
მუხლი 2
სუბსიდირების სქემის თანხა
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ კომერციული ბანკისთვის მის მიერ გაცემული სესხებისათვის გადასარიცხი სუბსიდირების თანხ(ებ)ის ჯამური ოდენობა
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 12.07.2024 „სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 03.12.2020 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 19.03.2020 „სახელმწიფო პროგრამის − სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 04.02.2021 „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 25.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო პროგრამის − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/მიკროსესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №678 2020 წლის 12 ნოემბერი    ქ. თბილისი „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო პროგრამა − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა“. მუხლი 2🔗 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია სახელმწიფო პროგრამა − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი „სახელმწიფო პროგრამის − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში აღებული სესხების სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება პროგრამის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამა − სახელმწიფო პროგრამა − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა; ბ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; გ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში; დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომლის საქმიანობის პროფილის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ იგი ახორციელებს ღონისძიებების/შეკრებების/გამოფენების/ კონფერენციების/შეხვედრების/წვეულებების  ორგანიზებას აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების ადგილებში პერსონალის მართვითა და მიწოდებით, ასევე საკვების მიწოდების სერვისით ან ამ სერვისის გარეშე, კომერციულ  ბანკთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრულება და მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში; ე) პროგრამის ბენეფიციარიმეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად; ვ) კომერციული ბანკი„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება; ზ) სესხი − კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე გაცემული კრედიტი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით; თ) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური; ი) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება; კ) რეფინანსირება − მეწარმე სუბიექტის მიერ მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული ახალი სესხით, რომლითაც გადაფარულია მეწარმე სუბიექტის ის სესხი/სესხები, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენის მიზნით; ლ) მიმართვა − მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2020 წლის 16 ნოემბრიდან 2020 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში; მ) განაცხადი − კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი მისი პორტფელის შესაბამისად განსაზღვრული სუბსიდირების სქემის თანხის ოდენობის თაობაზე; ნ) სუბსიდირების სქემის თანხა – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ კომერციული ბანკისთვის მის მიერ გაცემული სესხებისათვის გადასარიცხი სუბსიდირების თანხ(ებ)ის ჯამური ოდენობა; ო) სუბსიდირების თანხა − პროგრამით განსაზღვრული წესით მეწარმე სუბიექტისათვის ჩასარიცხი/ჩარიცხული თანხა, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებული მისი სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის შესაბამისად 1 მარტის მდგომარეობით იმავე სესხზე არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით; პ) შემოსავალი − „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავალი; ჟ) ძირითადი საშუალება − მატერიალური ან/და არამატერიალური აქტივი (გარდა გუდვილისა), რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია. მუხლი 3🔗. სუბსიდირების სქემა 1. სუბსიდირების სქემა მოიცავს მეწარმე სუბიექტზე გაცემული იმ სესხის/სესხების სააგენტოს მიერ სუბსიდირებას სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა,  რომ სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. 2. სუბსიდირების სქემა გულისხმობს 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის სუბსიდირებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. 3. სუბსიდირების სქემის შესაბამისად თითოეული სესხისთვის დათვლილი სუბსიდირების თანხა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც აღნიშნული სესხის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად. 4. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას. 5. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 6. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, სუბსიდირების სქემასთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით. მუხლი 4🔗. სუბსიდირების სქემის ბენეფიციარები 1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) მეწარმე სუბიექტის საქმიანობის პროფილი (რომელიც დგინდება პროფილის დამდგენი დოკუმენტით/დოკუმენტებით) უნდა იყოს ღონისძიებების/ შეკრებების /გამოფენების /კონფერენციების /შეხვედრების /წვეულებების ორგანიზება, აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების ადგილებში პერსონალის მართვითა და მიწოდებით, ასევე საკვების მიწოდების სერვისით ან ამ სერვისის გარეშე. მეწარმე სუბიექტის საქმიანობის პროფილის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად პროფილის დადასტურების ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს; ბ) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში; გ) პროგრამით დადგენილი სუბსიდირებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად; დ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული სესხის ხელშეკრულების არანაკლებ 80%-ის მიზნობრიობა (რომელიც დგინდება მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტით/დოკუმენტებით) არის მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენა. ამასთან, სესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს; ე) მეწარმე სუბიექტი, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში; ვ) პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირებით შესაძლოა ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის მიმდინარე რეფინანსირების სესხით რეფინანსირებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მის დამფუძნებელზე გაცემული კრედიტი, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. მუხლი 5🔗. სუბსიდირების სქემის განხორციელების პროცესი და სუბსიდირების სქემის თანხის მართვა 1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, სუბსიდირების სქემის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს. 2. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას დადგენილების მოთხოვნებთან (მათ შორის და არა მხოლოდ მეწარმე სუბიექტის პროფილსა და მის მიერ აღებული სესხის მიზნობრიობას) და, შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის განაცხადს. 3. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენ განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია: ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) დამტკიცებული სესხების მოცულობა; გ) სესხის გაცემის თარიღი; დ) სესხის მიზნობრიობის აღწერა; ე) მეწარმე სუბიექტის საქმიანობის პროფილის აღწერა; ვ) 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებული სესხის ძირის ნაშთი, ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობა. 4. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური ბანკისთვის განკუთვნილ სუბსიდირების სქემის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე. 5. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას. 6. ბანკი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული ჩამოჭრების, სუბსიდირების სქემის ბენეფიციარების ოდენობისა და ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ. 7. კომერციული ბანკი ვალდებულია, განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის სესხის ძირისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს. მუხლი 6🔗. პროგრამის მონიტორინგი 1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო. 2. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. მუხლი 7🔗. სუბსიდირების სქემის შეწყვეტა 1.  პროგრამის ფარგლებში სუბსიდირების სქემა სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით. 2.  პროგრამის ფარგლებში სუბსიდირების სქემა სააგენტოს მიერ შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 8🔗. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1.  პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. მუხლი 9🔗. დამატებითი პირობები 1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ სუბსიდირების სქემაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის მიღების ვადა განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 2. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.