ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.11.2020
ძალის დაკარგვა 02.12.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/501
სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.024.016679
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/501
2020 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ’’ საქართველოს კანონის 132-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და 167-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესები“ თავის დანართებთან: დანართი N1 – ,,ელექტროენერგიის უსაფრთხოების რისკებისა და კრიზისული სცენარების გამოვლენისა და შეფასების მეთოდოლოგია“; დანართი N2 – „სეზონური და მოკლევადიანი ადეკვატურობის შეფასების მეთოდოლოგია“; დანართი N3 – „საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ადეკვატურობის შეფასების მეთოდოლოგია“ ერთად.
მუხლი 2🔗
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამავე ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-4 და მე-5 მუხლების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლისა.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების“ :
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდგომ;
ბ) მე-4 და მე-6 მუხლები ამოქმედდეს ბრძანების გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდგომ;
გ) მე-5 მუხლი ამოქმედდეს ბრძანების გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდგომ;
დ) მე-7 მუხლი ამოქმედდეს ბრძანების გამოქვეყნებიდან 24 თვის შემდგომ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა