„საოლქო საარჩევნო კომისიებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თავმჯდომარისა და წევრთა დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 30.12.1999
გამომცემი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №197/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.041
გამოქვეყნების წყარო სსმ, 73(80), 31/12/1999
matsne.gov.ge 895 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საოლქო საარჩევნო კომისიებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თავმჯდომარისა და წევრთა დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 63.0pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.006 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №197/1999 1999 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი საოლქო საარჩევნო კომისიებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კომისიის თავმჯდომარისა და წევრთა დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს პარლამენეტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „ღ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: 1. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის თავმჯდომარისა და 6 წევრის მოვალეობისაგან გათავისუფლება განხორციელდეს 2000 წლის 3 იანვრიდან. 2. საოლოქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და 4 წევრის დასანიშნად დადგენილი წესით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოსული წარდგინებების განხილვის ბოლო ვადად განისაზღვროს 2000 წლის 20 იანვრის 18 საათი. 3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ოთხი წევრის დანიშვნის ბოლო ვადად განისაზღვროს 2000 წლის 1 თებერვალი. 4. რაიონის, ქალაქის, დაბის, თემის, სოფლის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მიერ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრობის კანდიდატის წარდგენა მოხდეს საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. 5. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს - გამგეობის (მერიის) მიერ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრობის კანდიდატის წარდგენა მოხდეს გამგებლის (მერის) ან მისი მოადგილის მიერ. 6. ბათილად იქნეს ცნობილი „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევით საარჩევნო კომისიაში დასანიშნად წარმოდგენილი წარდგინებები, როცა: ა) კანდიდატის წარმდგენ ორგანოს არა აქვს წარდგენის უფლება; ბ) წარდგენის შესახებ განცხადებას ხელს აწერს 50-ზე ნაკლები ამომრჩეველი; გ) წარდგენის შესახებ განცხადებაში არ არის მითითებული რომელიმე ამ მონაცემთაგანი: გ.ა) სახელი და გვარი; გ.ბ) დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი); გ.გ) თანამდებობა და სამუშაო ადგილი; გ.დ) მისამართი; დ) არ არის კანდიდატის თანხმობა წარდგენაზე. 7. წარდგენა არ იქნეს განხილული, თუ: ა) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებაში: ა.ა) სახელი და გვარი მოცემულია არასრულად; ა.ბ) 1981 წელს დაბადებულებს არა აქვთ მითითებული თვე და რიცხვი. ასეთ შემთხვევაში ისინი ამოიღებიან სიიდან; ა.გ) არ დგინდება, რომ ხელმომწერი არის შესაბამისი ოლქის მცხოვრები; ა.დ) თანხმობას არა აქვს კანდიდატის ხელმოწერა; ბ) წარდგენაა კომისიის წევრად დანიშვნაზე, ხოლო თანხმობაა კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნაზე ან პირიქით; გ) წარდგენაში გაურკვევლია კანდიდატის სტატუსი (წარმოდგენილია კომისიის თავმჯდომარედ თუ წევრად); დ) წარდგენის შესახებ განცხადებაში აღნიშნული არ არის ამომრჩეველის ხელმოწერის თვე და რიცხვი (თარიღი დასმული აქვს ერთს, დანარჩენი აღნიშნულია ბრჭყალებში). ასეთ შემთხვევაში ისინი ამოიღებიან სიიდან; ვ) კანდიდატს აქვს სამსახურებრივი შეუთავსებლობა. 8. დაწესდეს წარდგინებათა განხილვის შემდეგი პროცედურა: ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს სხდომის წინა დღეს ღია კენჭისყრისათვის გადაცემათ საარჩევნო ოლქების მიხედვით განსახილველი კანდიდატების სია; ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი შემოხაზავს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ერთ და წევრის ოთხ მისთვის მისაღებ კანდიდატურას და თავის გადაწყვეტილებას დაადასტურებს ხელმოწერითა და თარიღით; გ) ასეთი წესით შევსებული სია გადაეცემა კომისიის მიერ არჩეულ ხმის დამთვლელ კომისიას; დ) ხმის დამთვლელი კომისია საარჩევნო ოლქების მიხედვით ითვლის კანდიდატების (ცალკე თავმჯდომარისა და ცალკე წევრების) მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, ადგენს ოქმს და შედეგებს მოახსენებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას; ე) ცენტრალური საარჩევნო კომისია ღია კენჭისყრით ამტკიცებს ხმის დათვლის შედეგებს; ვ) დანინშნულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე ის ოთხი კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობას; ზ) რამდენიმე კანდიდატის მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, ტარდება ხელახალი პერსონალური ღია კენჭისყრა ამ კანდიდატებს შორის; თ) კენჭისყრის შედეგის გაურკვევლობის შემთხვევაში, ტარდება ხელახალი პერსონალური ღია კენჭისყრა წარმოდგენილ კანდიდატებს შორის. 9. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიებში დასანიშნ პირთა დასწრება სავალდებულო არ არის. 10. შესაბამისი წარდგინების მიღება და განხილვა გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის წარმოდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა, ან წარმოდგენილია კომისიის წევრის ოთხზე ნაკლები კანდიდატურა, ანდა კენჭისყრის შედეგად არ არჩეულა კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ოთხი წევრი. კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე