“საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 12.01.2000
გამომცემი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №4/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.045
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 14/01/2000
matsne.gov.ge 782 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 45.0pt 14.2pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი              010.008.004.045 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №4/2000 2000 წლის  12 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების ძირითადი საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების ძირითად ღონისძიებათა შემდეგი გრაფიკი: 1. არა უგვიანეს 11 თებერვლისა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ თანხის ჩარიცხვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე. 2. არა უგვიანეს 14 იანვრისა: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ოლქების შექმნა. 3. არა უგვიანეს 14 თებერვლისა: ა) სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ საარჩევნო კომისიებისათვის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა (მათ შორის მათიც, ვისაც არჩევნების დღეს უსრულდება 18 წელი) სიების გადაცემა; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის დევნილთა სიის გადაცემა; გ) საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო უბნების შექმნა ან დაზუსტება, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში – ამ დადგენილების მე-13 პუნქტის შესაბამისად. 4. არა უგვიანეს 19 თებერვლისა: ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენა; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საარჩევნო უბნების ნომრების, მათი საზღვრების და ხმის მისაცემი შენობების მისამართების გამოქვეყნება. 5. არა უადრეს 20 იანვრისა და არა უგვიანეს 19 თებერავლისა: პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით განცხადების წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 6. არა უგვიანეს 22 თებერვლისა: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოყოფილი თანხის ჩარიცხვა საოლქო საარჩევნო კომისიების ანგარიშზე. 7. არა უგვიანეს 24 თებერვლისა: ა) საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მათი წევრების დანიშვნა; ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პრეზიდენტობის ერთი კანდიდატისათვის ნებაყოფლობითი შეწირულობის მაქსიმალური ოდენობისა და ცალკეული შეწირულობის ზღვრული ოდენობის განსაზღვრა. 8. არა უგვიანეს 29 თებერვლისა: პარტიის, ამომრჩეველთა ჯგუფის რწმუნებულის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ 50000 ამომრჩეველთა სიის წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 9. არა უგვიანეს 10 მარტისა: ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციაში გატარება; ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიის გამოქვეყნება; გ) პრესის, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის წარმომადგენელთა აკრედიტაციის, აგრეთვე საზოგადოებრივ გაერთიანებათა თითო წარმომადგენლის რეგისტრაციისათვის განცხადების წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 10. პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 6 დღისა: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატთა სიის, მათი ბიოგრაფიული მონაცემებისა და საარჩევნო პროგრამების გამოქვეყნება. 11. არა უგვიანეს 20 მარტისა: ა) ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული პრეტენზიების მიღება საუბნო საარჩევნო კომისიებში; ბ) მხარდამჭერთა სიების განადგურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. 12. არა უგვიანეს 30 მარტისა: ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა შესწორებული სიის გამოქვეყნება; ბ) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. 13. არა უგვიანეს 4 აპრილისა: გამონაკლის შემთხვევებში საარჩევნო უბნის შექმნა. 14. არა უგვიანეს 6 აპრილისა: საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთათის კენჭისყრის დროისა და ადგილის შეტყობინება. 15. არა უგვიანეს 7 აპრილისა: საარჩევნო კომისიის სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობაში დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ შესაბამისი კომისიების ინფორმირება ამის შესახებ. 16. არა უგვიანეს 8 აპრილისა (18 საათამდე): ა) პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზთა გამო ცალკეულ ამომრჩეველთა მიერ ადგილსამყოფლის მიხედვით არჩევნებში მონაწილეორბის მისაღებად საუბნო საარჩევნო კომისიის ინფორმირება. 17. 9 აპრილს – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს (07 საათიდან 20 საათამდე): კენჭისყრის მოწყობა. 18. არა უგვიანეს 10 აპრილისა: საოლქო საარჩევნო კომისიისათვის საჩივრის წარდგენა საარჩევნო უბანში არჩევნების შესახებ კანონის დარღვევის თაობაზე. 19. არა უგვიანეს 11 აპრილისა: საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა. 20. არა უგვიანეს 12 აპრილისა: საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსულ საჩივარზე თავისი მოსაზრების წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 21. არა უგვიანეს 14 აპრილისა: საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ოქმის პირველი ცალისა და გამოუყენებელი ბიულეტენების გადაგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 22. არა უგვიანეს 29 აპრილისა: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება. 23. არა უგვიანეს 4 მაისისა: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნება ოფიციალური მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. 24. არა უგვიანეს 4 ივნისისა; ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის ხარჯების ფაქტობრივი ოდენობის წარდგენა დასამატკიცებლად. კომისიის თავმჯდომარე                                                                                             ჯუმბერ ლომინაძე