📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.11.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №656
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.027.017150
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/11/2020
matsne.gov.ge 1,807 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 25.11.2020 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 19.03.2015 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 18.03.2015 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 96% 25.02.2025 საქართველოს სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 26.08.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  №656 2020 წლის 25 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელ­მწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელ­მწიფო წარმომადგენლობის  დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №66 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელ­მწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) საერთაშორისო სასამართლოებში სახელ­მწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 3🔗 1. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით,  საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. ამ დებულების მიზნებისათვის ტერმინი - „საერთაშორისო სასამართლოები“ - მოიცავს: ა) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს; ბ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის საფუძველზე შექმნილ ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა კონვენციების საფუძველზე შექმნილ კომიტეტებს (შემდგომ – გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები); გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს; დ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მუხლი 4🔗 თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას დეპარტამენტი საერთაშორისო სასამართლოებში წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, ხოლო ქვეყნის შიგნით – სამინისტროს. მუხლი 5🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 6🔗 დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება: ა) საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული საკითხთა გადაწყვეტის ორგანიზება; ბ) საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება; გ) საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; დ) საერთაშორისო სასამართლოების მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა; ე) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა და მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია; ვ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ზ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, აგრეთვე საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია. მუხლი 7🔗 დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ საჩივრებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოზიციების, კომენტარებისა და სახელმწიფოს სახელით წარსადგენი სხვა დოკუმენტების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში, ზეპირ განხილვებში მონაწილეობის მიღება; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მიმოხილვებისა და დოკუმენტების მომზადების მიზნით, სათანადო ინფორმაციის, დოკუმენტაციის, დასკვნებისა და მასალების გამოთხოვა სახელმწიფო ორგანოებიდან, სათანადო უწყებებიდან და დაწესებულებებიდან; გ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ საჩივრებთან დაკავშირებით საქმეთა მორიგების პროცედურების წარმოება; დ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების, რომელთა თაობაზეც საქართველოს მთავრობას ეცნობა, ასევე გამოტანილ გადაწყვეტილებათა და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვის უზრუნველყოფა; ე) საერთაშორისო სასამართლოების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა; ვ) საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო და სხვა წინადადებების შემუშავება და მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის მათი წარდგენა; ზ) საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე გატარებული ღონისძიებების შესახებ, აღნიშნული ორგანოების ინფორმირების მიზნით, შესაბამისი ზომების მიღება; თ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებითა და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ან/და უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ წინადადების შემუშავება; ი) მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაგან მისი შუამდგომლობის შესრულებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ; კ) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციის მიზნით სემინარების, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარების, აგრეთვე, ამ ორგანოების გადაწყვეტილებების თარგმნა-გავრცელების ხელშეწყობა; ლ)  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებთან, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, აგრეთვე მათ სამდივნოებთან და შესაბამის ორგანოებთან მუდმივი კონტაქტების დამყარება; მ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან, სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობა; ნ) სათანადო უწყებებთან და დაწესებულებებთან ურთიერთობების დამყარება, კონსულტაციისა თუ სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის მეცნიერ-სპეციალისტებისა და ადვოკატების მოწვევის უზრუნველყოფა; ო) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურა მუხლი 8🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) დავების წარმოების სამმართველო; ბ) გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის სამმართველო. მუხლი 9🔗 1. დავების წარმოების სამმართველო: ა) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობასა და მასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას; ბ) ამზადებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ განაცხადებთან დაკავშირებით სახელმწიფო მიმოხილვებს, კომენტარებსა და სახელმწიფოს სახელით წარსადგენ სხვა დოკუმენტებს; გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მიმოხილვებისა და დოკუმენტების მომზადების მიზნით გამოითხოვს სათანადო ინფორმაციას, დოკუმენტაციას, დასკვნებსა და მასალებს სახელმწიფო ორგანოებიდან, სათანადო უწყებებიდან და დაწესებულებებიდან; დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ განაცხადებთან დაკავშირებით აწარმოებს საქმეთა მორიგების პროცედურებს; ე) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი განცხადებების, რომელთა თაობაზეც საქართველოს მთავრობას ეცნობა, ასევე გამოტანილი გადაწყვეტილებების და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვას; ვ) თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომისიებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან; ზ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების შინაარსის თაობაზე, ფართო საზოგადოების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ინფორმირების მიზნით, ამზადებს აღნიშნულ გადაწყვეტილებათა მოკლე მიმოხილვებს; თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს. 2. გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის სამმართველო: ა) შეიმუშავებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების მითითებათა შესაბამისად აღსრულებისათვის აუცილებელ წინადადებებს და წარუდგენს მათ დეპარტამენტის უფროსს, ხელს უწყობს მათ განხორციელებას; ბ) იღებს შესაბამის ზომებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გატარებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი საერთაშორისო ორგანოს ინფორმირების მიზნით; გ) ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დ) ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციას; ე) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესაბამისად, შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებს და წარუდგენს მათ დეპარტამენტის უფროსს; ვ) ორგანიზებას უწევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციის მიზნით სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას, აგრეთვე აღნიშნული სასამართლოების გადაწყვეტილებების თარგმნასა და გავრცელებას; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მუხლი 10🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 11🔗 დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სასამართლოებში; გ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; დ) ამზადებს  საერთაშორისო სასამართლოებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის სახელმწიფოს სახელით გასაგზავნ დოკუმენტებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე; ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წინაშე წარმოებაში მყოფ საქმეებთან დაკავშირებით შეიმუშავებს საქმეთა მორიგების შესახებ წინადადებებს და იუსტიციის მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმების საფუძველზე აღნიშნულ წინადადებებს წარუდგენს განმცხადებელსა და შესაბამის საერთაშორისო ორგანოს; ვ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებით საერთაშორისო სასამართლოებს  წარუდგენს სახელმწიფოთაშორის საჩივარს; ზ) შეიმუშავებს საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ  გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და სხვა წინადადებებს და წარუდგენს მას კურატორ მინისტრის მოადგილეს, ხელს უწყობს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას; თ) ამზადებს დასკვნებს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესაბამისობასთან დაკავშირებით; ი) ამზადებს დასკვნებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებთან, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის შესახებ; კ) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტების სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვას; ლ) კოორდინაციას უწევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სტანდარტების, საერთაშორისო სასამართლოებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას (პრეცედენტული სამართლის თარგმნა და გავრცელება, სემინარების, ტრენინგების, კონფერენციებისა და  სხვა ღონისძიებების ორგანიზება); მ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; ნ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად; ო) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; პ) ხელს აწერს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საერთაშორისო სასამართლოებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის წარსადგენ საბოლოო დოკუმენტებს; ჟ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; რ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას; ს) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ტ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; უ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ფ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის სახელფასო დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე; ქ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ღ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში; ყ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; შ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ჩ) უზრუნველყოფს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას. მუხლი 12🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც  კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) უზრუნველყოფს კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში  –  მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე. მუხლი 13🔗 1. დეპარტამენტში არსებულ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას; გ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს მათ ან სხვა მასალებს; დ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების  შესრულებას; აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; ვ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.