“საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”
მიღების თარიღი 12.01.2000
გამომცემი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №5/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.046
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 14/01/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.01.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 59.15pt 21.3pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.046
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება № 5/2000
2000 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10, მე-12, მე-15 და „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (შემდგომში _ პარტია) და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.
2. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვროს არანაკლებ 50 ამომრჩევლის ოდენობით.
3. საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა აღნიშნული უნდა იყოს საინიციატივო ჯგუფის წევრთა:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი);
გ) საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის (ფაქსის) ნომერი;
დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პირადი ნომერი ან ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტის სერია და ნომერი;
ე) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი (წელი, თვე, რიცხვი).
4. პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა განხორციელდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ფორმით, რომელსაც ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი (პირები). განცხადებას დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში პარტიის რეგისტრაციის მოწმობის ასლი.
5. პარტიისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენის შესახებ განცხადებაში კანონით დადგენილ სხვა მონაცემებთან ერთად მიეთითება პარტიის, საინიციატივო ჯგუფის რწმუნებულის ვინაობა (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პირადი ნომერი ან ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტის სერია და ნომერი, საცხოვრებელი ბინის მისამართი, ტელეფონის (ფაქსის) ნომერი.
6. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა წერილობითი თანხმობა უნდა მისცეს მხოლოდ ერთ წარდგინებაზე.
7. კანდიდატის წერილობითი თანხმობა წარდგენილი უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ფორმით და თან უნდა დაერთოს კანდიდატის 4 ფოტოსურათი ზომით 3X4.
8. ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
9. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე