შეტყობინება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სს „თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკის“ აქციონერებს
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
სს თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკის (სნ 209438296) ხმის უფლების მქონე აქციათა 97,09642%-ის მესაკუთრე შპს ჯგუფმა (სნ 400223511) ისარგებლა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სამართლიან ფასად სხვა აქციონერთა აქციების გამოსყიდვის უფლებით („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მეორე პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914 მუხლი) და მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საქმე №330216919003152208, დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით:
ერთი ცალი აქციის საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 16,91 ლარი (თექვსმეტი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) და აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვრა 2020 წლის ორი დეკემბერი, 18:00 საათი.
2020 წლის ორი დეკემბრიდან თქვენს საკუთრებაში არსებული სს თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკის (სნ 209438296) აქციების სანაცვლოდ შესაბამისი თანხის მისაღებად, უნდა მიმართოთ სს საბროკერო კომპანია კაუკასუს კაპიტალ ჯგუფს (ს/კ 205116943), წარუდგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი საბანკო რეკვიზიტები.
სს საბროკერო კომპანია კაუკასუს კაპიტალ ჯგუფის (ს/კ 205116943) საკონტაქტო რეკვიზიტებია:
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა (შესასვლელი ი. მოსაშვილის ქ. №11-დან), მე-2 სართული.
ტელეფონი: 2 23 19 00; 574 81 22 26
ელფოსტა: sjakelidze@capital.ge.