⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2021)
გაუქმებულია:

პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის ზოგადი პროცედურებისგან განსხვავებული დროებითი წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 27.11.2020
ძალაში შესვლა 28.11.2020
ძალის დაკარგვა 01.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №662
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017156
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2020
matsne.gov.ge 334 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.2020 მიღება
28.11.2020 ძალაში შესვლა
01.01.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის ზოგადი პროცედურებისგან განსხვავებული დროებითი წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  №662 2020 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის ზოგადი პროცედურებისგან განსხვავებული დროებითი წესის განსაზღვრის შესახებ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45​​​​3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. 2021 წლის 1 იანვრამდე, პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები გათავისუფლდნენ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან. 2. დაევალოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებს, პერიოდულად, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პრობაციის ოფიცრის მიერ წინასწარი სატელეფონო შეტყობინების შემდეგ, განახორციელონ დადგენილი რეჟიმის შესაბამისად პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა კონტროლი საცხოვრებელ მისამართზე. წინასწარი სატელეფონო შეტყობინებისა და საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის შესახებ დგება შესაბამისი ოქმები. 3. მსჯავრდებულის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის დროს პრობაციის ოფიცერი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები. 4. მსჯავრდებული, რომელიც მისთვის წინასწარი სატელეფონო შეტყობინების შემდეგ პრობაციის ოფიცერს მოთხოვნილ დროს არ დახვდება საცხოვრებელ მისამართზე, დაჯარიმდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად. 5. მსჯავრდებულებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადის ამოწურვის მიუხედავად, ვერ მოახერხებენ საქართველოში დაბრუნებას მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით, არ მოეთხოვებათ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1​2 პუნქტით განსაზღვრული საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება. მუხლი 2🔗 1. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 28 ნოემბრიდან. 2. ეს ბრძანება მოქმედებს 2021 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა ლორთქიფანიძე