📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.11.2020
ძალაში შესვლა 01.12.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №663
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,075 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.2020 მიღება
01.12.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 88% 31.12.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური დაწესებულებისთვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 12.03.2020 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 02.08.2016 ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 02.07.2025 №1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 08.09.2023

დოკუმენტის ტექსტი

პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №663 2020 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26  ოქტომბრის №131 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა ლორთქიფანიძე პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო)  მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი (შემდგომ – სამსახური) დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომ – დაწესებულება) შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა (შემდგომ – პაციენტი) დაზიანების აღრიცხვის, დოკუმენტირებისა და ფოტოგრაფირების საკითხებს. მუხლი 2🔗 1. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი პაციენტს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს ეჭვს აღუძრავდა პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სექსუალური ხასიათის ძალადობის ჩათვლით, სამედიცინო პერსონალმა უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა ზემოაღნიშნულის თაობაზე პაციენტისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად. 2. სამედიცინო შემოწმების წინ ექიმმა უნდა მიიღოს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა. 3. ინფორმირებული თანხმობის მიღებამდე ექიმმა პაციენტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თავისი ვინაობის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, სამედიცინო შემოწმების მიზნისა და ხასიათის, მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის, ასევე შემოწმებასთან და სავარაუდო დაზიანების შესახებ საგამოძიებო ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.  პაციენტს უნდა განემარტოს სამედიცინო შემოწმებაზე უარის თქმისა და დამოუკიდებელი (ალტერნატიული) სამედიცინო შემოწმების და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების  მოთხოვნის უფლება. 4. პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდგომ ექიმი ატარებს სამედიცინო შემოწმებას დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის ფორმის (შემდგომ – დაზიანების აღრიცხვის ფორმა) (დანართი №1) მიხედვით და ვალდებულია, დოკუმენტურად ასახოს შემოწმების შედეგები. 5. სამედიცინო შემოწმებაზე პაციენტის უარი ან თანხმობა უნდა დადასტურდეს პაციენტის ხელმოწერით. პაციენტის თანხმობის არარსებობის შემთხვევაში შემოწმება ამ წესის შესაბამისად არ უნდა ჩატარდეს. 6. პაციენტის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ექიმი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ შენიშვნის გრაფაში და გარეგნული დათვალიერების შესახებ ადგენს შესაბამის ცნობას, რომელიც დაერთვის პაციენტის სამედიცინო ბარათს. მუხლი 3🔗 1. სამედიცინო შემოწმება უნდა განხორციელდეს კონფიდენციალურ გარემოში, როგორც წესი, ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობის გარეშე. 2. შემოწმებაზე მესამე პირის დასწრება დაუშვებელია. თუ ექიმი, თავისი ან პაციენტის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს დაწესებულების მოსამსახურის დასწრებას, სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურის მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობით, მოსმენის გარეშე. 3. თუ ექიმის მოთხოვნის მიუხედავად ან/და პაციენტის სურვილით ვერ იქნა უზრუნველყოფილი კონფიდენციალური გარემო, ექიმი ვალდებულია დანართი №1-ის შესაბამის გრაფაში გააკეთოს აღნიშვნა დამსწრე პირის მონაცემების მითითებით. მუხლი 4🔗 1. დაზიანების აღრიცხვის ფორმის შევსებისას სამედიცინო პერსონალი, პაციენტის თანხმობით, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს დაზიანების ფერადი ფოტოგადაღება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ფოტოაპარატით. 2. იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი აცხადებს, რომ აწამეს და ან მის მიმართ განხორციელდა სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, თუმცა არ აღენიშნება რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება, ექიმი მაინც ახდენს სხეულის იმ ნაწილების ფოტოგადაღებას, რომლებზეც, პაციენტის მითითებით, მას დაზიანებები მიადგა. 3. ფოტოგრაფირების დროს გამოყენებული უნდა იყოს სახაზავი ან სხვა საშუალება, დაზიანების მასშტაბის განსაზღვრის მიზნით. 4. ფოტოსურათზე აღნიშნული უნდა იყოს ფოტოგრაფირების თარიღი და დრო, საათისა და წუთის მითითებით, ასევე შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (დაზიანების აღრიცხვის ფორმის ნომერი და პაციენტის ინიციალები). მუხლი 5🔗 წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობის, შესახებ სავარაუდო კვალის უგულებელყოფა, არასათანადო აღწერა ან/და გაყალბება დაუშვებელია და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗 1. პაციენტის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, თუ პაციენტი ექიმს განუცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას (მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობას), ან პაციენტი არ აცხადებს (ან ობიექტურად არ შეუძლია განაცხადოს) მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა სამედიცინო შემოწმების შედეგად ექიმს წარმოეშობა ეჭვი აღნიშნულის თაობაზე, იგი დაუყოვნებლივ, სატელეფონო გზით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით აცნობებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეტყობინების განხორციელების თაობაზე ასევე ეცნობება პაციენტს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმირების მიზნით, ექიმი სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ აცნობებს, აგრეთვე, სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. 2. პაციენტის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ მუხლის პირველ პუნქტში არსებული გარემოებები, დაწესებულების ექიმი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ სატელეფონო გზით ან პირველივე შესაძლებლობისთანავე – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, ისე სატელეფონო შეტყობინებით, რის თაობაზეც ასევე ეცნობება პაციენტს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმირების მიზნით, ექიმი სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ აცნობებს, აგრეთვე, დაწესებულების დირექტორს. 3. ექიმი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სატელეფონო შეტყობინება აღრიცხოს სატელეფონო შეტყობინების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2), რომელშიც მიეთითება შევსებული დაზიანების აღრიცხვის ფორმის ნომერი, შეტყობინების გადაცემის დრო (თარიღი, საათი და წუთი), შეტყობინების გადამცემი და მიმღები პირების სახელი, გვარი და თანამდებობა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ბეჭდით დამოწმებული. ჟურნალის შენახვა-გამოყენებაზე ვრცელდება ამ წესის მე-8 მუხლის მოთხოვნები. მუხლი 7🔗 ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულების ექიმი უზრუნველყოფს შევსებული დაზიანების აღრიცხვის ფორმისა და ფოტოსურათების (ციფრული მატარებლით) შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსთვის წარდგენას. მუხლი 8🔗 1. ამ წესის მიზნებისათვის ფოტოგრაფირება ხორციელდება სპეციალური ფოტოაპარატის მეშვეობით, რომლის შენახვა-გამოყენებაზე პასუხისმგებელია დაწესებულების  სამედიცინო პუნქტის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – დაწესებულების ექიმი. 2. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული მიზნისთვის იმგვარი ფოტოაპარატის გამოყენება, რომელსაც აქვს ინტერნეტთან უსადენოდ წვდომის ფუნქცია ან/და აღჭურვილია მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგიით. 3. ფოტოაპარატი ინახება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რომელსაც გააჩნია საკეტი და უზრუნველყოფილია გარეშე პირთაგან ფოტოაპარატის სათანადო დაცვა. 4. ფოტოაპარატის გამოყენება დაუშვებელია, გარდა ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისა. 5. ფოტოაპარატი, რომელშიც შესაძლებელია მეხსიერების ბარათის მოთავსება, ან/და USB კაბელით სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირება, დალუქული უნდა იყოს სპეციალური ლუქის გამოყენებით იმგვარად, რომ მეხსიერების ბარათის ამოღება/USB კაბელით სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირება შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე. 6. ფოტოაპარატს ლუქავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი, ხოლო ლუქის მთლიანობას და შენახვა-გამოყენების წესების დაცვას პერიოდულად ამოწმებს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი. მუხლი 9🔗 ფოტოაპარატისა და ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის სხვა ექიმზე გადაბარებისას მოწმდება ლუქის მთლიანობა და ივსება ფოტოაპარატისა და სატელეფონო შეტყობინების აღრიცხვის ჟურნალის გადაბარების ჟურნალი (დანართი №3). ლუქის მთლიანობის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში – სამედიცინო პუნქტის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – დაწესებულების ექიმი ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაბამისი მოსამსახურე, ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს.