ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.114.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №53

2020 წლის 27 ნოემბერი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების  თანახმად,

ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე უსახელო მოედანს ეწოდოს ბენია ჩხიკვიშვილის სახელი (საკადასტრო ნახაზი თან ერთვის).

მუხლი 2.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3.

განკარგულების გასაჩივრება შეიძლება 1 თვის  ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მისამართზე:  ჭავჭავაძის ქ. N4.

მუხლი 4 .

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ზაალ მამალაძე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო -

საკრებულოს თავმჯდომარე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2020.
როდის იქნა მიღებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე“?
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე“ მიღებულია 27.11.2020. მიმღები ორგანო — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №53. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.114.016005.
რამდენი მუხლისგან შედგება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე“, №53, 27.11.2020, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.114.016005 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5042993/