⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.08.2012)
გაუქმებულია:

“საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიან პროდუქციაზე შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 25.01.2000
ძალის დაკარგვა 16.08.2012
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-7
სარეგისტრაციო კოდი 150.012.004.052
გამოქვეყნების წყარო სსმ, 8, 08/02/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 846 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2000 მიღება
16.08.2012 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიან პროდუქციაზე შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:58.4pt 53.85pt 42.55pt 67.45pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 150.012.004.052 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-7 2000 წლის 25 იანვარი ქ. თბილისი საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიან პროდუქციაზე შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქართული ალკოჰოლიანი პროდუქციის რეალიზაციის ტრადიციული ბაზრები (ძირითადად, დსთ-ს ქვეყნები) დღეს დაპყრობილი აქვს ქართული სავაჭრო და სასაქონლო ნიშნებით გაფორმებულ საეჭვო წარმოშობისა და ხარისხის ფალსიფიცირებულ პროდუქციას. ფალსიფიკატორები ქართული პროდუქციის პრესტიჟის გამოყენებისა და მასთან პირდაპირ დაკავშირებული დიდი ეკონომიკური მოგების მიღების მიზნით, საკუთარი ფალსიფიცირებული პროდუქციის რეკლამირებისას, პირველ რიგში ხაზს უსვამენ მის "ქართულ წარმოშობას", რის გამოც ილახება ჩვენი ქვეყნისა და ქართველი მეწარმეების ეკონომიკური და მორალური ინტერესები, ტრადიციულად მაღალხარისხოვანი და სამომხმარებლო ბაზარზე მოთხოვნილების მქონე ქართული ალკოჰოლიანი პროდუქციისა და საქართველოს ავტორიტეტი. დაუზუსტებელი ინფორმაციის ან გაყალბებული საბუთების საფუძველზე წარმოშობის სარტიფიკატის გაცემის შემთხვევების თავიდან აცილებისა და საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი პროდუქციის აღრიცხვაში წესრიგის დამყარების, გარე სამომხმარებლო ბაზარზე ქართული საფირმო და სავაჭრო ნიშნებით გაფორმებული ალკოჰოლიანი პროდუქციის ბრუნვის დარეგულირების, აგრეთვე აღურიცხავი, უხარისხო და ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციის აღკვეთის მიზნით დღის წესრიგში დადგა საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიანი პროდუქციის თანმდევი დოკუმენტის _ წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დახვეწის აუცილებლობა, რასაც ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 სექტემბრის №648 განკარგულებაც. "შიდა და გარე ბაზრებზე ქართული წარმოების კვების პროდუქციის ფალსიფიცირებისაგან დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლს 25 სექტემბრის №648 განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს "საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიან პროდუქციაზე შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესი", რომელიც შეთანხმებულია საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტ "საქსტანდარტთან" და საქართველოს სავაჭრო_სამრეწველო პალატასთან. 2. მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტმა "სამტრესტმა" (ვ.მამაიაშვილი) უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიან პროდუქციაზე ხარისხის შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესი"_ს რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. 3. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული "წესი" ამოქმედდეს მისი საქართველოს ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში _ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" გამოქვეყნებისთანავე. 4. ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ ნ.დუჩიძეს. ბ. გულუა საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიან პროდუქციაზე შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესი აღნიშნული წესი შემუშავებულია "შიდა და გარე ბაზრებზე ქართული წარმოების კვების პროდუქციის ფალსიფიცირებისაგან დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 სექტემბრის №648 განკარგულების საფუძველზე, გარე სამომხმარებლო ბაზარზე ქართული საფირმო და სავაჭრო ნიშნებით გაფორმებული ალკოჰოლიანი პროდუქციის ბრუნვის დარეგულირების, აგრეთვე აღურიცხავი, უხარისხო და ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციის აღკვეთის მიზნით. საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი პროდუქციის თანმდევ ძირითად დოკუმენტებს წარმოადგენს შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემენ საქსტანდარტის მიერ აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები და პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემენ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო (ფორმა "A") და სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მის მიერ უფლებამოსილი რეგიონული ორგანოები (ფორმა "СТ-1"). დაუზუსტებელი ინფორმაციის ან გაყალბებული საბუთების საფუძველზე წარმოშობის სარტიფიკატის გაცემის შემთხვევების თავიდან აცილებისა და საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი პროდუქციის აღრიცხვაში წესრიგის დამყარების მიზნით: 1. საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიან პროდუქციაზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა მოხდება საქსტანდარტის მიერ აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების მიერ. 2. საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიან პროდუქციაზე "СТ-1" ფორმის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა მოხდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და მის მიერ უფლებამოსილი რეგიონული ორგანოების მიერ, პროდუქციის ქართული წარმოშობის შესახებ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ "სამტრესტის" მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. 3. ცნობა ალკოჰოლიანი პროდუქციის ქართული წარმოშობის შესახებ გაიცემა მხოლოდ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის დაცვით წარმოებულ პროდუქციაზე. 4. ცნობის მისაღებად მეწარმე სუბიექტი (განმცხადებელი) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ "სამტრესტში" წარადგენს აღნიშნული სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადს ცნობის გაცემისათვის აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ცნობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი და ცნობის გაცემის პირობები დართული აქვს ზემოაღნიშნულ განაცხადს. 5. საექსპორტო ალკოჰოლიანი პროდუქციის ქართული წარმოშობის შესახებ სერტიფიკატის მისაღებად დაინტერესებული იურიდიული ან ფიზიკური პირი საქართველოს სავაჭრო_სამრეწველო პალატაში (მის მიერ უფლებამოსილ რეგიონულ ორგანოებში) წარადგენს: _ განაცხადს პროდუქციის დასახელების, რაოდენობის, წარმოშობის, პროდუქციის მიწოდებაზე გაფორმებული კონტრაქტის ნომრისა და თარიღის, აგრეთვე მიმღები ორგანიზაციისა და ქვეყნის მითითებით; _ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ "სამტრესტის" მიერ გაცემული ცნობის დედანს საექსპორტო პროდუქციის ქართული წარმოშობის შესახებ; _ წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის გადასახდელი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს. 6. საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიანი პროდუქციის ქართული წარმოშობის შესახებ განმცხადებლის მიერ წარდგენილ საბუთებში მოყვანილი მონაცემების, აგრეთვე ზემოთდასახელებული სამსახურების მიერ გაცემული ცნობის ან სერტიფიკატის უტყუარობასა და ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7. საქართველოდან საექსპორტო ალკოჰოლიანი პროდუქციის ქართული წარმოშობის შესახებ სერტიფიკატის მიღებასთან დაკავშირებით ზემოხსენებულ ორგანიზაციებში წარდგენილი დოკუმენტები ინახება ორი წლის განმავლობაში.